National Science Library of Georgia

სოლომონ მეფე და როსტომ ერისთავი :

კანდელაკი, სიკო

სოლომონ მეფე და როსტომ ერისთავი : ისტორიული ნარკვევი / სიკო კანდელაკი ; რედ. და წინასიტყვაობა გ. ქიქოძე. - ფედერაცია, 1936 - 108 გვ. : ილ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანის პირველ გვ.: „ი. გრ. მთხრობელი, გვ. 98“.
ფორზაცზე: „აქ სოლომონ I-ზეა ლაპარაკი. იგი გარდაიცვალა 1784 წ. 23 აპრ. ი. გრ. I. ეს სათაური აკაკისაა. პირველად ეს მოთხრობა დაიბეჭდა ჟურნალ „კვალში“ სათაურით: „მეფე სოლომონ იმერეთისა დიდ სოლომონად წოდებული“. დაიბეჭდა ხელმოუწერლად. „კვალი“, 1895 წ., №№ 23–29, მაისი-ივლისი. ვიდრე ეს მოთხრობა დაიბეჭდებოდა აკაკიმ წერილი მოათავსა იმავე „კვალში“ შემდეგი სათაურით: „როგორ უნდა შევკრიბოთ ზეპირგადმონაცემები“. ამ წერილის დასასრულს მინაწერში (P. S.) აკაკი შემდეგსა სწერს. II. „ერთი შესანიშნავი ხელთნაწერი შევიძინე. – ჩვენში მრავალგვარი თქმულობაა დიდი მეფე სოლომონზე... მაგრამ სულ ნაწყვეტ-ნაწყვეტათ. ახლა კი ხელში ჩაგვივარდა დამსწრეს დღიური, სადაც ყოველი თავგადასავალი ამ მეფის შვენიერათ არის აწერილი. ამ ხელნაწერს დიდი ისტორიული მნიშვნელობაცა აქვს და მალეც გამოვა ჯერ „კვალში“ და მერე ცალკე წიგნათ“. „კვალი“, 1895 წ., № 14, 26 მარტი. III. განცხადება: „გამოვიდა და იყიდება ყველა ქართული წიგნების მაღაზიებში წიგნაკი „იმერეთის მეფე სოლომონ დიდი“. ვინც ასობით ისურვებს მოთხოვნას ის უნდა მიიქცეს „კვალის“ რედაქციაში. ფასი თითო წიგნისა ორი შაურია“. „კვალი“, 1895 წ., № 43, ოქტ. ეს წიგნი გამოვიდა 1895 წ. ცენზურის თარიღი 12 ივლისი. ი. გრ. IV.
აკაკიმ ეს წიგნი მთლიანად, თავის შენიშვნითაც კი გადაბეჭდა „კრებულში“, 1898 წ., № 9, გვ. 1–4, სათაურით: „სოლომონ პირველი მეფე იმერეთისა“. V. სოლომონზე, რაჭის ერისთავ როსტომზე. იხ. თ. ჟორდანიას საინტერესო წერილი ჟ. „განთიადი“, 1913 წ. № 1, გვ. 263 და 266. „ეს თემა დრამის დასაწერად კარგიაო“. VI. ეს თემა გალექსეს. „მეფე სოლომონ დიდი და ხრესილის ომი“ – ამ სათაურით პოემა დაბეჭდა რ. საჯავახოელმა (რაჟდ. ხუნდაძემ) იხ. „განთიადი“, 1913 წ., № 1, გვ. 40. ეს მეპოემე შენიშვნაში სწერს: „ვისარგებლე გ. წერეთლის ნაწერითო“ (იქვე) გალექსილია სიკო კანდელაკის პროზაც. რადგან მაშინ გ. წერეთელი ისტორიულ ნაწარმოებებსაც სწერდა და ეს წერილი ხელმოუწერელი იყო, რ. საჯავახოელს ეგონა, რომ რედაქტორი გ. წერეთელი იყო ამ მოგონების ავტორი. სტილი „კვალში“ სხვანაირია და „კრებულში“ სხვანაირი. ამბავი ეკ. ჩიჩუასი – სოლომონ მეორის ასულისა, იხ. „მოგზაური“, 1902 წ. № 1, გვ. 54“.
გაზეთიდან ამოჭრილი ვ. კ-ს რეცენზია წინამდებარე წიგნზე, მინაწერით: „კომ“. 1936, 12 აგვისტო“ და გაზეთ „სტალინელიდან“ ამოჭრილი დ. თომაშვილის წერილი: „სოლომონ მეფე და როსტომ ერისთავი“.


საქართველოს ისტორია საქართველოს მეფეები ისტორიული ნარკვევი ქართული ლიტერატურა

821.353.1-94+94(479.22)
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.