National Science Library of Georgia

მოწყობილობა ელექტროენერგიის სიმძიმის ძალით გენერირებისათვის

მოწყობილობა ელექტროენერგიის სიმძიმის ძალით გენერირებისათვის = GRAVITY POWER GENERATING APPARATUS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5890 B : (51) F 03 G 3/00 (IPC, 2006) / ჰუნ სიან ე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45):2013 07 25 #14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 36 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 21 დამოკიდებული.ფიგურა 6.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სიმძიმის ძალის მოქმედებით ელექტროენერგიის წარმომქმნელი მოწყობილობა შეიცავს მძიმე საგნების სიმრავლეს, რომელთაგან თითოეულს გააჩნია მაგნიტური თვისებები და სულ მცირე, ერთ გენერატორს, გენერატორის როტორის ბრუნვით ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად, ამასთან, გენერატორს გააჩნია ბრუნვის შესაძლებლობა მძიმე საგნების ნაკრებიდან თითოეული მძიმე საგნის მიერ მიმმართველში სიმძიმის ძალის მოქმედებით გადაადგილებისას. მოწყობილობა, ასევე, შეიცავს მიწოდების მიმმართველის კონვეიერს, თითოეული მძიმე საგნის მიწოდების მიმმართველის ქვედა წერტილიდან ზედა წერტილში მისაწოდებლად, მიწოდების მიმმართველის კონვეიერის ძრავას მიწოდების მიმმართველის კონვეიერის მოქმედებაში მოსაყვანად , და მაგნიტური ელემენტების სიმრავლეს დაყენებულს ხსენებული მიმმართველის გასწვრივ, რომელშიც მძიმე საგანი გადაადგილდება სიმძიმის ძალის მოქმედებით. გარდა ამისა, თითოეული მაგნიტური ელემენტის ზედაპირზე დახვეულია ხვია, თითოეული მძიმე საგნის მიმმართველში სიმძიმის ძალის მოქმედებით გავლისას ელექტრომაგნიტური ძალის მოქმედებით კოჭაში ელექტროდენის ინდუცირებისათვის და მიწოდების მიმმართველის კონვეიერის ძრავასთვის კვების მისაწოდებლად, ამასთან, მიმმართველში, რომელშიც მძიმე საგანი გადაადგილდება სიმძიმის ძალის მოქმედებით, დაყენებულია სიმძიმის ძალით ამძრავი ჯაჭვი, თითოეული მძიმე საგნის მიერ მისი ქვემოთ წაზიდვის შესაძლებლობით და ამით გენერატორის როტორის ბრუნვის უზრუნველსაყოფად.

5890 ge B 2013-07-25 published Sakpatenti

ელექტრო ფიზიკა ელექტრო მოწყობილობა ელექტროენერგია გენერირება
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.