National Science Library of Georgia

ყალიბი პრიზმული სვეტებისათვის

ყალიბი პრიზმული სვეტებისათვის = FORMWORK FOR PRISMATIC COLUMNS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5812 B : (51) E 04 G 13/02 (IPC, 2006) / ხოსე მარია სანჩეს რენიასკო, ხესუს სანჩეს რენიასკო. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 04 25 # 8. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 11 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 2 დამოკიდებული. ფიგურები: 7.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ყალიბი შეიცავს მილისებრ შიგა კონსტრუქციას 1, რომელსაც შიგნით აქვს პრიზმული ღრუ 2 წყალგაუმტარი შიგა დაფარვით 3, ხოლო გარედან - ცილინდრული ფორმა და შედგება თერმოფორმირებადი ან სხვა მსგავსი მსუბუქი მასალისაგან დამზადებული ცილინდრული სეგმენტებისაგან. აღნიშნული შიგა კონსტრუქცია განთავსებულია და დამაგრებულია მტკიცე მასალისაგან შესრულებული გარე კონსტრუქციის 4 ღრუში და აღჭურვილია სახსრული ზონებით პრიზმული სვეტის წიბოების ან დაცერებული წიბოების შესაბამისად. შიგა კონსტრუქციის 1 ყოველ შიგა კედელს თავის ქვედა და ზედა ნაწილებში აქვს გაგრძელება ფრთების 6 სახით, რომელთა რაოდენობა შეესაბამება სვეტის წახნაგების რაოდენობას. აღნიშნულ ფრთებზე ჩამოცმულია ფენოვანი მასალის, მაგალითად, მუყაოს, პლასტმასის ან ხისგან დამზადებული მაფიქსირებელი ჩარჩო 7. ყალიბის ასაწყობად ფრთები გადაკეცილია და დამაგრებულია ჩარჩოს ზედაპირზე .აღნიშნული ჩარჩოს შიგა ზომები შეესაბამება დასაყალიბებელი სვეტის ზომებს, ხოლო სისქე და გარე ზომები უზრუნველყოფს ყალიბისათვის ფორმის მასტაბილიზებელი ელემენტის ფუნქციის შესრულებას.

5812 ge B 2013-04-25 published Sakpatenti

მშენებლობა ყალიბი სვეტი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.