National Science Library of Georgia

ვენახის შპალერის ბოძი

ვენახის შპალერის ბოძი = VINE TRELLIS POST : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2014 6205 B : (51) A 01 G 17/00 (IPC, 2006) / ვახტანგ სიმონია, ჯამლეტ ბადაგაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2014 11 25 #22. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 3 დამოკიდებული. ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ბოძი შეიცავს ერთმანეთთან სახსნელად დაკავშირებულ მიწისქვეშა 1 და მიწისზედა 2 ნაწილებისაგან შემდგარ ღეროს. ბოძის მიწისქვეშა ნაწილი დამზადებულია ლითონის მასალისაგან, რომელზეც ხისტად დამაგრებულია კუთხოვანას ფორმის განივი კვეთის მქონე მდგრადობის უზრუნველმყოფი ელემენტი 5. ბოძი დამატებით აღჭურვილია განმბჯენი დგარით 6, რომელიც მოთავსებულია ბოძის მიწისქვეშა ნაწილზე ხისტად დამაგრებულ მიმმართველში 7. მიმმართველი დაყენებულია დახრილად, რომლის დახრის კუთხე ვერტიკალური ღერძის მიმართ შეადგენს არანაკლებ 20° -ს. ბოძის მიწისზედა ნაწილზე, სხვადასხვა სიმაღლეზე შესრულებულია ნახვრეტები 8 შპალერის მავთულების გასატარებლად, ხოლო ბოძის მიწისზედა ნაწილის თავზე დაყენებულია განივი თამასა 9 სეტყვის საწინააღმდეგო ბადის დასამაგრებლად.

6205 ge B 2014-11-25 published Sakpatenti

მებაღეობა მშენებლობა სოფლის მეურნეობა ნაგებობა ვენახი შპალერი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.