National Science Library of Georgia

ჩაის ფოთლის საგრეხი მანქანა

ჩაის ფოთლის საგრეხი მანქანა = Apparatus for Twisting Tea Leaves : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 1185 B : (51) A 23 F 3/12 (IPC, 2006) / თამაზ ბერიძე, ინგუშ ჭოლაძე, რამაზ მახარაძე, ბახვა დოლიძე, აკაკი ტრაპაიძე, სერგო დოლიძე, სოსო გურული. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 10.11.97 #14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 2 ფიგ.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება კვების მრეწველობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩაის პირველადი გადამუშავების ფაბრიკებში ჩაის ფოთლის გრეხისათვის. გამოგონების ტექნიკური შედეგია გრეხის პროცესის ინტენსიფიკაცია, მზა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და მანქანის ლითონტევადობის შემცირება. გამოგონების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩაის ფოთლის საგრეხი მანქანა შეიცავს დგარს 1. წრიული ფორმის ბორტიან 3 მაგიდას 2 კიუვეტით 4 და მის ძირზე განლაგებული გადმოსატვირთავი კარით 5, ამძრავ მექანიზმს 12, ცილინდრს 7, რომელიც მაგიდასთან 2 და ამძრავ მექანიზმთან 12 დაკავშირებულია ამყოლი 11 და ამძრავი 10 მუხლა ლილვებით. Aამასთან, დგარი 1 შესრულებულია მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის კარკასის სახით, რომლის ზედა ნაწილი წარმოადგენს მაგიდას 2, ხოლო მაგიდის 2 დიამეტრს, ცილინდრის 7 დიამეტრს, ცილინდრის 7 სიმაღლესა დ მუხლა ლილვების 10, 11 ექსცენტრისიტეტს შორის თანაფარდობა შესაბამისად შეადგენს 1:(0,75(0,8):(0,96(1,25)(0,09(0,125).

1185 ge B 1997-11-10 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება ჩაის ფოთლის საგრეხი მანქანა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.