National Science Library of Georgia

კოშკური ამწე

კოშკური ამწე = Tower Crane : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 205(1801938) B : (51) B 66 C 23/26 (IPC, 2006) / იური სტეფანოვი, გერმანე მამაჯანოვი, ნინა მელიკ-ნუბაროვა, იური მამაჯანოვი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1995 2 02 # 2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ტვირთამწევ მანქანებს, კერძოდ მშენებლობაში გამოყენებულ კოშკურ ამწებს.
გამოგონების ტექნიკური შედეგია კოშკური ამწის ექსპლუატაციის გამარტივება.
კოშკური არწე შეიცავს საბრუნ ბაქანზე (6) დაყენებულ ძირეულსა (2) და არანაკლებ ორ გამოსაწევ (3,4) სექციას, მათ გამოსაწევ მექანიზმს და სექციების ფიქსაციის საშუალებებს. ამასთან სექციების გამოსაწევი მექანიზმი შეიცავს სექციების ცენტრში ვერტიკალურად მოთავსებულ ჰიდროცილიდრს ( 11 ), რომლის ჭოკი მიერთებულია ჰორიზონტალურად მდებარე ორმხრივი მოქმედების ჰიდროცილინდრის (13) კორპუსის შუა წელში. შუალედური და შიგა გამოსაწევი სექციები აღჭურვილია ორი წყვილი თანაღერძული, დიამეტრულად განლაგებული ნახვრეტებით (14,15) მათში ორმხრივი მოქმედების ცილინდრის ჭოკების განთავსებისათვის, მანძილი მათ შორის ვერტიკალში ტოლია ჭოკის სვლისა, ხოლო ძირეული და შუალედური სექციები აღჭურვილია ერთი წყვილი თანაღერძული დიამეტრალურად განლაგებული ნახვრეტებით. ამასთან, ფიქსაციის საშუალება შესრულებულია მეზობელი სექციების ნახვრეტებში განთავსებული საყრდენი თითების (20) სახით.

205 ge B 1995-12-25 published Sakpatenti

ტვირთამწევი მანქანა მშენებლობა ამწე
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.