National Science Library of Georgia

კომპოზიცია მოპირკეთების სამუშაოებისათვის

კომპოზიცია მოპირკეთების სამუშაოებისათვის = Composition for Facing Works : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1996 117 Y : (51) C 04 B 26/04 (IPC, 2006) / ნანა ჯანაშვილი, ალექსანდრე გოგია, მაყვალა მეკოკიშვილი, დავითი გაგუნაშვილი, დიმიტრი ტყეშელაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.07.96 # 3. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ;

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება საშენ მასალათა მრეწველობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბეტონის, აზბესტოცემენტის, კერამზიტბეტონის კონსტრუქციებისა და სამშენებლო ნაკეთობების დამცავი დეკორატიული შიდა და გარე მოპირკეთებისათვის.
სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია კომპოზიციის აგრეგატული მდგრადობის, ფერ და ატმოსფერომედეგობის გაზრდა და გამორიცხავს პიგმენტების გამოყენებას.
ტექნიკური შედეგი მიიღწევა იმით, რომ ბუთადიენსტიროლური ლატექსის, ხსნადი მინის, ორთოსილიციუმმჟავას ეთილის ეთერის, მინერალური შემვსების შემცველი კომპოზიცია დამატებით შეიცავს ბენტონიტს, ხოლო მინერალურ შემვსებად გამოყენებულია ქვის გადამამუშავებელი წარმოების ნარჩენები ფერადი მარმარილოსებური კირქვების, ტუფის, გრანიტის სახით, ხვედრითი ზედაპირით 8500-9000 სმ²/გ, კომპონენტების შემდეგი თანაფარდობით, მას.%:
ბუთადიენსტიროლური ლატექსი სკს-65 დპ
მარკა "ბ" 35_37
ხსნადი მინა 3_4
მინერალური შემვსები 57,8_59,9
ბენტონიტი 1_2
ორთოსილიციუმმჟავას ეთილის ეთერი
0,1_0,2

117 ge Y 1996-07-01 published Sakpatenti

კომპოზიცია მოპირკეთება მოპირკეთების სამუშაოები მშენებლობა სამშენებლო მასალები
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.