National Science Library of Georgia

მილსადენების დიდმალიანი გადასასვლელის წინასწარ დაძაბული კომბინირებული კონსტრუქცია

მილსადენების დიდმალიანი გადასასვლელის წინასწარ დაძაბული კომბინირებული კონსტრუქცია = PRELIMINARILY TENSE COMBINED CONSTRUCTION OF LARGE-FLOAT CROSSING PIPELINES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5958 B : (51) E 01 D 18/00 (IPC, 2006) / ბიჭიკო სურგულაძე, გიორგი ბერაძე . - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 11 11 №21. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 13 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 8.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის

კონსტრუქციის მილსადენზე მიმაგრებულია მოძრავი საყრდენები, შესრულებული რვაკუთხა ფორმის პრიზმებისაგან 1, რომელთა ოთხ ფერდზე რადიალურად მიმაგრებულია პარაბოლური მოხაზულობის ზედასარტყლიანი, თაღოვანი წამწეები ან ხაზოვანი კოჭები 2, ხოლო დანარჩენ ოთხ ფერდზე ერთი ბოლოთი რადიალურად მიმაგრებულ დგარებზე განთავსებულია ბაგირები 4, რომელთა ბოლოები სახსრულად არის ჩამაგრებული ბურჯებზე მილსადენის საყრდენ კვანძებთან 6, დგარებს 3 თავისუფალ მეორე ბოლოებზე აქვს შიგა კუთხვილი 7 და მათში ჩახრახნულია ბოლოზე გარეკუთხვილიანი, მთლიანგანიკვეთიანი ღეროები 8, აღჭურვილი კონტრქანჩითა 9 და ოთხკუთხა ნაწილით, რომელშიც შესრულებულია ჯვრისებრი ნახვრეტები 10 ბაგირების დასაძაბავი სამარჯვის გასატარებლად. მთლიანგანიკვეთიანი ღეროების მეორე ბოლოები სახსრულად ჩამაგრებულია ღია პროფილისაგან შესრულებულ სადებში 11, რომლებზეც, ბაგირის დგართან დასაკავშირებლად, ხისტადაა დამაგრებული ბუდე 13 მასში სახსრულად ჩამაგრებული ორნაწილიანი კლემით 12, რომელშიც გატარებულია ბაგირი.

5958 ge B 2013-11-11 published Sakpatenti

გაზი ნავთობპროდუქტი მაგისტრალი მილსადენი კონსტრუქცია
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.