National Science Library of Georgia

რელსების სამაგრის კონსტრუქცია

რელსების სამაგრის კონსტრუქცია = Rail Support : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1231 B : (51) E 01 B 9/44 (IPC, 2006) / მოისწრაფიშვილი ენვერ. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 11 10 №14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ფიგურა: 3.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება რკინიგზის მშენებლობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს რკინა-ბეტონის შპალზე რელსების დასამაგრებლად.
გამოგონების ტექნიკური შედეგია რელსის წარეკისადმი უკეთესი შეკავების უზრუნველყოფა, სამაგრი დეტალების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, დაბალი თვითღირებულება და ლიანდაგის შეკეთების გაადვილება.
რელსის სამაგრი შეიცავს ქვესადებს 1 ორი რებორდითა 2, 3 და სამაგრი ელემენტების მოსათავსებელი ნახვრეტებით, რებორდისა და რელსის ძირს შორის დამაგრებულ კლემას 5, ამასთან, ერთი რებორდი 2 შესრულებულია კილოთი, რომლის ფორმა რელსის ძირის ფორმისაა, მეორე რებორდის 3 შიგა მხარე მის შუა ნაწილში საერთო ფუძით ორი ურთიერთსაწინააღმდეგოდ განლაგებული სოლის ფორმისაა, რებორდის ერთ-ერთი სოლი და მასთან კლემის ურთიერთმოქმედი მხარე სოლური წყვილია, ხოლო კლემის რელსის ძირთან ურთიერთმოქმედი მხარე კაკვის ფორმისაა, ამასთან კლემა და ქესადები შპალზე დამაგრებულია საერთო სამაგრი ელემენტით 7. ქვესადებში სამაგრი ელემენტის მოსათავსებელი ნახვრეტი შესაძლებელია იყოს მრგვალი ან მართკუთხედი.

1231 ge B 1997-11-10 published Sakpatenti

რკინიგზა მშენებლობა რელსი შპალი სამაგრი კონსტრუქცია
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.