National Science Library of Georgia

მრავალსართულიანი კიდული შენობა-ნაგებობა რთული რელიეფური პირობებისათვის

მრავალსართულიანი კიდული შენობა-ნაგებობა რთული რელიეფური პირობებისათვის = Multi-Store Hanging Building-Construction for Hard Terrain Conditions. : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 584 B : (51) E 04 B 1/34 (IPC, 2006) / გურამ ხუხუნაშვილი, თამაზ კოპაძე, ამირან ჭანტურია, ჯონდო მალაღურაძე, კონსტანტინე ოდიშვილი, ვაჟა ქერდიყოშვილი, ჯონი გიგინეიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 01 29 №1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მშენებლობას, კერძოდ, კიდულ შენობა-ნაგებობებს რთული რელიეფური პირობებისათვის.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ნაგებობის სეისმომედეგობის ამაღლება, სამშენებლო მასალების ხარჯის შემცირება და რთულ რელიეფურ პირობებთან მისადაგება.
ტექნიკური შედეგი მიიღწევა იმით, რომ კიდული შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტები 1 შესრულებულია კიდული ბაგირების სახით, რომლის თითოეული ბაგირის ერთი ბოლო მიმაგრებულია ფერდობის ზედა ნაწილში ანკერულ საძირკვლებთან 3 დაკავშირებულ მექანიკურ კომპენსატორებთან 2, ხოლო მეორე _ ნაგებობის მოდულების კვანძებში, ამასთან, მოდულებსა და ფერდობს შორის მოთავსებულია დემპფერები 7.

584 ge B 1997-01-29 published Sakpatenti

მშენებლობა ნაგებობა კიდული შენობა რელიეფი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.