National Science Library of Georgia

მექანიზებული ხიდი და ხიდის დამწყობი

მექანიზებული ხიდი და ხიდის დამწყობი = MECHANIZED BRIDGE AND BRIDGE STACKER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2014 6066 B : (51) E 21 D 15/127 (IPC, 2006) / ნოდარ წიგნაძე, მამუკა სანიკიძე, გიორგი მეძმარიაშვილი, აბესალომ ჭაფოძე, ლუდმილა ფილიპენკო, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, ელგუჯა მეძმარიაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2014 03 25 №6. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 45 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი. ფიგურა: 85.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ორლიანდიანი მექანიზებული ხიდი 1 შეიცავს
ორ ლიანდს 2, რომლებიც გაერთიანებულია ლიანდშორისი
განივა ელემენტებით 3. ლიანდები 2 შედგება
ერთმანეთთან სახსრულად მაბრუნი განივი ღერძით
4 დაკავშირებული ორი სექციისაგან 5, რომლებიც
შესრულებულია კოლოფისებრი ფერმების
სახით. ხიდის სექციებს 5 აქვს გამშლელი მოწყობილობა
6 და ფიქსატორები 7. ლიანდების 2 სექციებიდან
5 ერთ-ერთს აქვს მეორესთან შედარებით
დაშორებული გვერდები დაკეცვისას მათი ერთმანეთში
ჩასმისათვის, ამასთან, სექციები 5 დამატებით
მიერთებულია ერთმანეთთან მაბრუნი ღერძის 4 მიმდებარე
დაშორებული გვერდების ნაწილებში 8
შესრულებული გამჭოლი წრიული ღარებით 9,
ხოლო ამ ღერძის 4 მიმდებარე ახლომდებარე გვერდების
ნაწილებში 10 - ამ ღარებში 9 გადაადგილების
შესაძლებლობით დაყენებული წკირებით 11.
მექანიზებული ხიდის 1 დასაწყობად იყენებენ
სატრანსპორტო საშუალების შასიზე მოწყობილ
დამწყობს 43. სატრანსპორტო საშუალების შასიზე
44 დამაგრებულია ორ რიგად დაწყვილებული გრძივი
მიმმართველები 45. მიმმართველებში 45 სრიალის
შესაძლებლობით ჩასმულია გამოსაწევი პლატფორმა
46. გამოსაწევი პლატფორმის 46 დაბრკოლების
მიმართ მანევრირების გასაუმჯობესებლად
მისი ცხვირის მხარის ბოლოებზე დაყენებულია
მაბრუნი საყრდენები 47. გამოსაწევ პლატფორმას 46
აქვს П-სებრი ამწევ-დამწევი ჩარჩო 48, რომლებიც
დაყენებულია გრძივი მიმმართველების ცხვირის
მხრიდან. გამოსაწევ პლატფორმას 46 აქვს სატრანსპორტო
საშუალების 44 კორპუსთან მაერთებელი
მოქნილი კავშირი 49, რომელიც გამჭოლი ნახვრეტის
მეშვეობით მიერთებულია კორპუსში დაყენებულ
ამძრავიან დოლზე გამოსაწევი ჩარჩოს მანევრირებისას
მისი ამოხვევა-დახვევისათვის.

6066 ge B 2014-03-25 published Sakpatenti

სამხედრო ტექნიკა ხიდი დამწყობი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.