National Science Library of Georgia

გამობოლქვის ხმაურის მაყუჩი

გამობოლქვის ხმაურის მაყუჩი = EXHAUST SILENCER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 924(5013552) B : (51) F 01 N 1/02 (IPC, 2006) / გენრიეტა ცნობილაძე, მამუკა კაკუშაძე, ოთარი კოკაია, გუგუ კიკნაველიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997-06-15 # 3. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 1 ფიგ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება საავტომობილო ტრანსპორტს, კერძოდ, შიგაწვის ძრავას გამონაბოლქვი აირების მაყუჩებს. გამოგონების ტექნიკური შედეგია ხმაურის ჩახშობის ეფექტიანობის ამაღლება. მაყუჩი შეიცავს ტორსულ სახურავებიან კორპუსს, განივ პერფორირებულ ტიხარს, რომელიც კორპუსს ჰყოფს შემშვებ და გამომშვებ კამერებად და თანაღერძულ შემშვებსა და გამომშვებ მილყელებს, რომელთა შიგა გადანაჭრები განლაგებულია ტიხრის ორივე მხარეს, შესაბამისად შემშვებსა და გამომშვებ კამერებში, ამასთან, გამომშვები მილყელის შიგა უბნის ბოლო პერფორირებულია, შემშვები და გამომშვები მილყელების შიგა უბნები ორად განშტოებულია, მათი შემადგენელი ნაწილები განლაგებულია სიმეტრიულად კორპუსის გრძივი ღერძის მიმართ, ხოლო შემშვები მილყელის შიგა უბნების შემადგენელი ნაწილების ბოლოები პერფორირებულია.

924(5013552) ge B 1997-06-15 published Sakpatenti

საავტომობილო ტრანსპორტი შიგაწვის ძრავა გამონაბოლქვი აირი მაყუჩი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.