National Science Library of Georgia

ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდი ბზარების მონიტორინგისათვის

ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდი ბზარების მონიტორინგისათვის =Fiber-Optic Sensor for Monitoring Cracks : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2005 3592 B : (51) G 01 B 11/00 (IPC, 2006) / ქრისტესიაშვილი ელენე, ზამბახიძე ლერი, მანჯავიძე მზია - ქ. მცხეთა საქპატენტი პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2005 – 07– 25 # 14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 1.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება საკონტროლო საზომ ტექნიკას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბზარების დისტანციური გაზომვისათვის სამშენებლო ნაგებობებში.
ბოჭკოვან ოპტიკური გადამწოდი ბზარების დისტანციური გაზომვისათვის განსხვავდება იმით, რომ დამატებით შეიცავს სარკეს და სინათლის გამყოფს, სარკე განთავსებულია შუქსატარიდან გამოსული სინათლის სხივის მართობულად ბზარის ერთ მხარეს, ხოლო შუქსატარი მეორეზე, ამასთან სინათლის გამყოფი განლაგევულია სარკიდან არეკლილი სხივის ფოტომიმღებზე პროეცირების შესაძლებლობით.ფოტომიმღებზე მიღებული სინათლის ინტენსივობის ცვლილება კი საშუალებას იძლევა გავზომოთ ბზარის ზრდის ან კლების სიდიდე.
ხელსაწყო შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამშენებლო ნაგებობებში,ასევე ჰიდროტექნიკურ ობიექტებში ბზარების საკონტროლოდ.


3592 ge B 2005- 03 -10 published Sakpatenti

საზომი ტექნიკა ბზარი მონიტორინგი გადამწოდი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.