National Science Library of Georgia

ხელნაწერთა აღწერილობა :

ხელნაწერთა აღწერილობა : საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფილი მუზეუმის ხელნაწერები (H კოლექცია) : ტ. 3 / კორნელი კეკელიძის საერთო რედ. ; შედგენილია და დასაბეჭდად დამზადებული ქრისტინე შარაშიძის ხელმძღვ. და რედ. ; საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი. - თბილისი : საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1948. - VIII, 524 გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1948 წ. 8/IX“. იქვე: „1. აკაკი და ბულგარეთი. აკაკის ორი ლექსი ნათარგმნი „ბულგარულიდან“, გვ. 419 და 420. აკაკის ხელით გადაწერილი ჩემი ლექსი, გვ. 437. 2. აკაკის, გვ. 431 – ლორის მელიქოვზე (?) 431. 3. აკაკის მეთაური წერილის თავგადასავალი, 437. 4. „ოტელო“, გვ. 72, 73. 5. ალ. დიუმა: ორი დიანა, გვ. 35. თარგმ. ალ. მარჯანიშვილისაგან. 6. ლამარტინი, 371. 7. ალზირა, 342. 8. „ოდისეა“ – ჰომიროსი, 357. 9. „ბაბალეს თითის ტარი“, (პიესა), 369“.
გვ. 370. პირველი აბზაცი მოხაზულია, მიწერილია: „განდეგილი?“
გვ. 394. ქვევიდან პირველი და მესამე აბზაცი ხაზგასმულია, მიწერილია: „გვ. 416“.
გვ. 396. ხაზგასმულია: „მე მას ვიცნობდი“, მიწერილია: „იხ. გვ. 417“.
გვ. 397. პირველი აბზაცი ხაზგასმულია, მიწერილია: „გრ. ორბ.“ ხაზგასმულია სტრიქონი, მიწერილია: „ია, ვარდი და ზამბახი, იყიდეთ ჩემგან...“ (ჭიაურელის სიმღერა)“.
გვ. 401. მე-3 აბზაცთან მიწერილია: „იხ. აკაკის III ტ. 1940, ჩემი რედაქციით“.
გვ. 407. ხაზგასმულია: „ნათარგმნი პუშკინით“, მიწერილია: „პუშკინი?“
გვ. 411. მოხაზულია გვერდი, მიწერილია: „ეს პიესა გამოვარკვიე და დავბეჭდე კიდეც „მნათობში“. ამ პიესას ჰქვიან „განთიადი“. ი. გრ.“.
გვ. 412. ხაზგასმულია ადგილი, მიწერილია: „პიესა? მედეა?“
გვ. 416. ხაზგასმულია სტრიქონები: „იონა ბრიხნიჩოვს – ცოლიც რუსი მყავს, შვილიც რუსი მყავს, და მეც რუსეთში დავჭაღარავდი“, მიწერილია: „ზოგგან დურნოვოს უძღვნის, იხ. გვ. 394.“ ხაზგასმულია სტრიქონები, წერია: „ორივე ერთი ლექსის ნაწყვეტი უნდა იყოს“.
გვ. 420. ხაზგასმულია სტრიქონი, მიწერილია: „ამის ვარიანტი მაქვს. ხაზგასმულია ადგილი, მიწერილია: „იხ. „ნიშადური“, 1908 და „ჩანგი“ 1909 წ.“.
გვ. 426. ხაზგასმულია სტრიქონი, მიწერილია: „ეს პოემა ი. თავაძემ არ გაუშვა აკაკის III ტომში“. ხაზგასმულია: „სად არის კუბო თამარის“, მიწერილია: „ე. გურჯი“.
გვ. 437. აბზაცი ხაზგასმულია, მიწერილია: „მეთაური წერილის თავგადასავალი, იხ. „ივერია“, 1904“.
გვ. გვ. 436–437 შორის ქაღალდი მინაწერებით: „1. „რეაქცია“, 1476–H, მაჩვენებ. 414. 2. „განთიადი“, 411. 3. „ნაცარქექია“, გვ. 435. 4. „ძველსა და ახალ.“ 5. „გაიძვერები“. 6. „ახალი გმირი“, 436“.
გვ. 440. ხაზგასმულია: „დეკ. ტყემალაძემ“, მიწერილია: „მარიჯანის მამაა“.


ქართული ხელნაწერები ხელნაწერთა აღწერილობა

091(=353.1)
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.