National Science Library of Georgia

მოწყობილობა სამაგრი კოლონების დაცემენტებისათვის

მოწყობილობა სამაგრი კოლონების დაცემენტებისათვის = DEVICE FOR CEMENTATION OF CASINGS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 675(1838588) B : (51) E 21 B 33/14 (IPC, 2006) / მიხეილ საბაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 06 15. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 1 გვ. ; ფიგურა : 4.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოწყობილობა შეიცავს კორპუსს& ამ უკანასკნელის მიმართ კონცენტრულად დაყენებულ მილყელს, რომელიც კორპუსთან ერთად ქმნის რგოლისებურ ღრუს, ზედა და ქვედა შემომვლელ არხებს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან რგოლისებური ღრუს მეშვეობით. მათ შორის დაყენებულია საყრდენი რგოლი. მოწყობილობა შეიცავს უკუსარქველს. ზედა და ქვედა არხების და რგოლისებური ღრუს კვეთის ჯამი ცალ - ცალკე მეტი ან ტოლია უკუსარქველის ცირკულა არხების კვეთის ჯამისა. კორპუსის შიდა ზედაპირი შესრულებულია რგოლისებური გაჩარხვით და ამ უკანასკნელში მოთავსებულია საბჯენი რგოლი. საცავი კოლონის დაცემენტებისას ერთდროულად შეიძლება ორი სერიული წარმოების (( ტიპის გამტუმბავი საცობის გამოყენება. პირველი გამტუმბავი საცობი მოძრაობს ცემენტის ხსნარის წინ, მეორე კი ცემენტის ხსნარის შემდეგ. პირველი გამტუმბავი საცობი საბჯენ რგოლთან მისვლისას ჩერდება და ცემენტის ხსნარი მოძრაობს ზედა და ქვედა გამტარი არხებიდან, რომლებიც შეერთებულია რგოლისებური სივრცით. შემდეგ ცემენტის ხსნარი თავისუფლად და კოლონაში წნევის ცვალებადობის გარეშე გადადის პირველი გამტუმბავი საცობ

ის ქვეშ და შემდეგ კოლონის ბუნიკის მეშვეობით საცავი მილების გარეთ. როდესაც გამტუმბავი სითხის მთლიანი მოცულობის გატუმბვა დამთავრდება, მეორე გამტუმბავი საცობი ჯდება პირველ გამტუმბავ საცობზე და ჩერდება, რის შედეგადაც ზედა გამტარი არხები იკეტება და წნევა ჭაბურღილის პირზე მკვეთრად იწევა, რაც სამაგრი კოლონის გარეთ ცემენტის ხსნარის გამოდევნის დამთავრებაზე მოწმობს.

675(1838588) ge B 1997-06-15 published Sakpatenti

მშენებლობა კოლონა ცემენტი საცობი არხი ხსნარი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.