National Science Library of Georgia

აღმოსავლური პოეზია /

აღმოსავლური პოეზია / სპარსულიდან თარგმნა მაგალი თოდუამ. - საბჭოთა საქართველო, 1959 - 286 გვ. : ილ. ; 21სმ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1959 წ. 21/VIII, ბორჯომი“.
გვ. 149. ხაზგასმულია: „კლდე ღრანტებში ვერ დადგა“, მიწერილია: „აკლია მარცვალი“.
გვ. 161. მოხაზულია ხოსროვისა და ფარჰადის კამათი და წერია: „დიალოგი კარგია“.
გვ. 167. ხაზგასმულია: „ქალწულის ტრფობა-ტრფიალი“ და „ტრფობა“-ს მაგივრად მიწერილია: „გულით“. სიტყვა „იაყუთს“ მიწერილი აქვს: „იაგუნდს“. სიტყვებს „ვედრებასა აჯას“-შორის ჩაწერილია: „და“.
გვ. 169. ხაზგასმულია „შემდეგ ცრემლს“, მიწერილია: „და ცრემლებს“. ხაზგასმულია: „და მთაზე“, მიწერილია: „სალ მთაზე“.
გვ. 170. მოხაზულია პირველი სტროფი, გასწვრივ წერია: „კარგია“.
გვ. 173. ხაზგასმულია: „ბოლოს და ბოლოს მითხარი“, მიწერილია: „ახრიზამანში მითხარი“.
გვ. 174. ხაზგასმულია: „სიავეზე, მიასხამ“, გვერდზე კითხვის ნიშანი. მოხაზულია სამი სტრიქონი და მიწერილია: „კარგია“.
გვ. 179. ხაზგასმულია: „ამ ქვეყანაზე არ მინდა ვინმე ცხოვრობდეს ლაღადა“, არშიაზე: „რატომ“.
გვ. 187. ხაზგასმულია: „სატანის“, მიწერილია: „ეშმაკის“.
გვ. 259. ხაზგასმულია: „ქეჯნილი“, მიწერილია: „მქენჯავი“.


7მ.

სპარსული ლიტერატურა

821.222.1-1
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.