National Science Library of Georgia

რკინაბეტონის მონოლითური გუმბათის აგების ხერხი

რკინაბეტონის მონოლითური გუმბათის აგების ხერხი = Method for Erecting Monolithic Reinforced Concrete Cupola : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 2003 1036 Y : (51) E 04 B 1/35 (IPC, 2006) / შალვა ახალკაცი, რუჯერ ჩირგაძე, კახა მახვილაძე, კონსტანტინე ოდიშვილი, ვიტალი ზოტოვი, ლევან მახვილაძე, გელა ყიფიანი, ბორის გუსევი, ირაკლი ვაჩეიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2003 11 10 # 21. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 11 გვ. ; ფიგურები: 11.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი
დიდმალიანი რკინაბეტონის გარსების აგების გამარტივება, გაიაფება, დროისა და შრომის დანახარჯების შემცირება.
2. არსი
ხერხი ითვალისწინებს გუმათის აგებას ნულოვან ნიშნულზე და აწევას საპროექტო ნიშნულამდე. ამისათვის, გრუნტს ჭრიან გუმბათის ფორმის შესაბამისად, გრუნტზე დააქვთ გუმბათის ნიშნულები და ამ ნიშნულებზე დააქვთ და ტკეპნიან წვრილფრაქციული ასფალტის ფენას გუმბათის ქარგილის მისაღებად. ქარგილზე ჭრიან წრიული და რადიალური კოჭებისათვის არხებს და აწყობენ მათში ყალიბებს. ამის შემდეგ ქარგილზე აფენენ პოლიეთილენს, განალაგებენ შესაბამის არმატურას და აბეტონებენ. დაბეტონებული გუმბათის აწევა საპროექტო ნიშნულამდე ხდება თანდათან. აწევის პირველ ეტაპზე შესაძლებელია გუმბათის დატვირთვა დაძაბვის და გამოცდის მიზნით. მონტაჟისათვის მოსახერხებელ დონეზე გუმბათზე ასრულებენ როგორც შიგა, ისე გარე მოსაპირკეთებელ და სახურავის მოწყობის სამუშაოებს.
3. გამოყენების სფერო
მშენებლობა, კერძოდ, დიდმალიანი გუმბათოვანი რკინაბეტონის გარსების აგებისა და მონტაჟის ტექნოლოგიები.

1036 ge Y 2003-11-10 published Sakpatenti

მშენებლობა გუმბათი რკინაბეტონი მონტაჟი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.