National Science Library of Georgia

თბომცვლელ აპარატთა მილების შიგნიდან მწმენდი მოწყობილობა

თბომცვლელ აპარატთა მილების შიგნიდან მწმენდი მოწყობილობა = Device for Cleaning the Pipes of the Heat Exchanging Apparatus from Inside : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 753 B : (51) F 28 G 1/12 (IPC, 2006) / ზურაბ დაბრუნდაშვილი, ანდრო მაისურაძე, გოჩა ჩიმაკაძე, ვაჟა ჯამარჯაშვილი, გოდერძი ყიასაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.03.97 w. # 3. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 2 ფიგ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება თბოენერგეტიკას და გათვალისწინებულია თბომცვლელ აპარატთა, უპირატესად თბოელექტროსადგურის კონდენსატორის მილების შიგა ზედაპირების საწმენდად. გამოგონების ტექნიკური შედეგია კონსტრუქციის გამარტივება და საიმედოობის გაზრდა. თბომცვლელ აპარატთა მილების შიგნიდან მწმენდი მოწყობილობა შეიცავს ცილინდრულ ღეროს 2, რომელზეც ერთმანეთისაგან დაცილებით და დასაშლელი შეერთებით დამაგრებულია რგოლური საფხეკები 3, ამასთან კიდურა საფხეკები 5 დამზადებულია მეტალისაგან და წარმოადგენს საფხეკთა შორის უმცირესი დიამეტრის მქონე გარსმედინებს, მათი წვეროები ურთიერთსაწინააღმდეგოდაა მიმართული, კიდურა საფხეკებს შორის მოქცეული რგოლური საფხეკები ელასტიური, ცვეთაგამძლე და თერმომდგრადი მასალისაგან არის დამზადებული და მათი დიამეტრი ზრდადია ღეროს შუა ნაწილისაკენ, ხოლო ღეროს 2 შუა ნაწილში, ორი საფხეკი მაინც ერთიდაიგივე დიამეტრისაა.

753 ge B 1997-03-01 published Sakpatenti

თბოენერგეტიკა თბომცვლელი აპარატი კონდენსატორი მილი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.