National Science Library of Georgia

ჰელიოსაშრობი მოწყობილობა

ჰელიოსაშრობი მოწყობილობა = SOLAR DRY KILN : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5401 B : (51) F 26 B 3/00 (IPC, 2006) / ოთარ ასათიანი, ივანე აფციაური, ვასილ მოთიაშვილი, როლანდ ჯაფარიძე, თამაზ ჭუჭულაშვილი, ქეთევან არჩვაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 02 27 #4. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 3.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოწყობილობა შეიცავს საშრობ კამერასთან 2 დაკავშირებულ მზის ენერგიის კოლექტორს 1 შავი ფერის ლითონის ფირფიტით 3, ნედლეულისა 15 და სითბოშემგროვებელი მასალის 5 კასეტებს 4, 6 და 7, რომლებიც შესაბამისად მოთავსებულია საშრობ კამერაში და მზის ენერგიის კოლექტორში. მზის ენერგიის კოლექტორს გააჩნია ჰაერის შემწოვი სარკმელი 9, ხოლო საშრობ კამერას - ჰაერის გამწოვი მილი 10. ჰაერის შემწოვი სარკმელი ჰაერის გამწოვ მილთან დაკავშირებულია ჰაერის ნაკადის საცირკულაციო მილით 11, რომელიც აღჭურვილია ფილტრითა 12 და ჰაერის ნაკადის სარეგულაციო დროსელით 13. საშრობი კამერა დაყენებულია დგარის 18 საშუალებით მზის ენერგიის კოლექტორთან ერთად ჰორიზონტალურ სიბრტყეში შემობრუნების შესაძლებლობით, რისთვისაც მზის ენერგიის კოლექტორის წინა ნაწილში დაყენებულია თვითმიმმართველი თვლები.

5401 ge B 2012-02-27 published Sakpatenti

ჰელიოტექნიკა საშრობი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.