National Science Library of Georgia

ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია :

ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია : წგ. 1 / ი.ბ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ; ახალი ქართული ლიტ-რის ისტორიის კათედრა ; [რედ. დ. გამეზარდაშვილი]. - სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1956. - 525 გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. გვ. 70, 96, 98, 100, 105“ – აღნიშნულ გვერდებზე ხაზგასმული და მოხაზულია ი. გრიშაშვილის ნარკვევებიდან ციტირებული ან დამოწმებული ადგილები.
გვ. 3. სარჩევში თითოეულ თავს მიწერილი აქვს ავტორები, აღებული ავტორთა კოლექტივის წინასიტყვაობიდან, გვ. 5.
გვ. 106. მოხაზულია 7 სტრიქ. დაწყებული სიტყვებით: „[ბედნიერება] მხოლოდ ბავშვობისას თუ შეიძლება“... და არშიაზე მიწერილი: „ჩემგან“.
გვ. 107. მოხაზულია 21 სტრიქ. დაწყებული სიტყვებით: „ერთგვარ გაკვირვებას იწვევს ა. ჭავჭავაძის მიერ“... და არშიაზე მიწერილია: „მეც ასე“.
გვ. 109. მოხაზულია პირველი სამი სტრიქონი და მიწერილი არშიაზე: „რა იცის“?
გვ. 111. ხაზგასმულია: „დაცული არაა [ხუთმუხლოვნება.] და მიწერილი: „რა იცი?“ ხაზგასმულია სიტყვა „გაზელურია“ და მიწერილი არშიაზე: „ჩემგან. ი. გრ“.
გვ. 118. ხაზგასმულია გრ. ორბელიანის დაბადების თარიღი „1804“ და მიწერილი: „ჩემგან“. ი. გრ.“
გვ. 369. ხაზგასმულია პირველი აბზაცი და მიწერილი: „რუსეთშიც ამ დროს ეგრე იყო, კომედიას აწერდნენ“.
გვ. 374. მესამე აბზაცს, სადაც საუბარია 1851 წლის მზის დაბნელების შესახებ, მიწერილი აქვს: „(იხ. Кавказ).“
გვ. 375. ზურაბ ანტონოვის შესახებ ნარკვევის ბოლოს მიწერილია: „აქ ი. ჭ-ძის აზრი ანტონოვზე“.
მეორე ცალის ფორზაცზე: „ი. გრ. 1959 21/I. 12 მან“.


ქართული ლიტერატურა ქართული ლიტერატურის ისტორია ქართული ლიტერატურის კრიტიკა

821.353.1-09
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.