National Science Library of Georgia

ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის ანთოლოგია :

ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის ანთოლოგია : ტ. 2 : XVI-XVIII საუკუნეები [აღორძინების პერიოდი] / რედ. ია ეკალაძე. - 1928 (ზარია ვოსტოკას სტ.). - XVI, 304 გვ. ; ილ.

დანართი: მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. -

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე: „ზროხა, 194; ტარურაღა, გვ. 128; ჭადრაკი, გვ. 128; ხანდაზმული-ხნიერი, გვ. 129; ჰრომი, გვ. 132“.
გვ. V. პირველ შენიშვნაში ჩამატებულია: „ახალგაზრდა მეცნიერს“. (ეხება ალ. ბარამიძეს).
გვ. XIV. სქოლიოში მიწერილია: „ეს ხახანაშვილმა დაბეჭდა. იხ. „მოგზაური“ 1901 წ. გვ. 183, [№ 2]. ეხება დავით ბატონიშვილის მუხამბაზს. იქვე: „ყარიბი ლარაძის ფსევდონიმია“.
გვ. XV. ხაზგასმულია: „გოდ. ფირალიშვილი“, მიწერილია: „ამ ფირალოვის შესახებ პირველად ს. გორგაძემ კი არ ამოიღო ხმა, არამედ „თეატრმა“. (იხ. ვ. აბაშიძის „თეატრი“, 1885 წ., № 1). აქ ნათქვამია: „აღსდეგ...“ ეკუთვნის ფირალოვსო. ი. გრ.“ აქვე სქოლიოში მიწერილია: „ზ. ჭ-ძე წერს, რომ ეს ლექსი „აღსდეგ გმირთა გმირო“ გ. ფირალოვს კი არ ეკუთვნის, არამედ ფილადელფოს კიკნაძეს და წერდა გ. ფირალოვის ფსევდონიმით (იხ. „ქართული სტამბები“, დიდი წიგნია; გამოც. წელი არ აწერია). გვ... სურათის ქვეშ წარწერა“.
გვ. 123. მოხაზულია ს. ს. ორბელიანის არაკი „გლახაკის სიზმარი“, მიწერილია: „მოლას ანეკდოტი“.
გვ. 125. არაკთან „ქოსა და ყადი“ ხაზგასმულია: „უსხი“, მიწერილია: „ზროხა; საკლავი მსუქანი“.
გვ. 125. არაკთან „მგელი და ვირი“ მიწერილია: „თათრულიდან არის ნათარგმნი“.
გვ. 129. არაკთან „ყასაბი და ნისიათ მოვაჭრე“ მიწერილია: „ეს აკაკიმ გალექსა“.
გვ. 135. არაკს „ქალი („ქილილა და დამანადან“) მიწერილი აქვს: „ქაცვია-მწყემსის მიბაძვა“.
გვ. გვ. 161–172. თეიმურაზ მეორის „სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასება“. საქორწილო რიტუალის ცალკეული დეტალების შინაარსი არშიებზეა მიწერილი შესაბამისი სტროფების გასწვრივ. არის ცალკეული სიტყვების განმარტებები: გვ. 163. ხაზგასმულია: „შაქრის იარაღს დაუდგმენ“, მიწერილია: „ე. ი. ტკბილეული?“ გვ. 166. ხაზგასმულია: „პაშტა“, მიწერილია: „პატარა თუ საკმაო?“.
გვ. 168. ხაზგასმულია: „ფაღარათსა იქმს“, მიწერილია: „ფაღარათი (სპ.) მოსვენება“. ხაზგასმულია: „ჯორაბი“, მიწერილია: „წინდა“.
გვ. 170. სიტყვასთან „დასდებელი“ მიწერილია: „სანაძლეო?“.
გვ. 172. ხაზგასმულია: „მეტიჩრობით“, მიწერილია: „ე. ი. ხუმრობით“.
გვ. 167. არის მინაწერი: „ძველად ქორწილში სულ რუსთველის მუნასიბებს ამბობდნენ ვიდრე აშუღები გაჩდებოდნენ“.
წიგნის ბოლოს დართულია ლექსიკონი მინაწერით: „მე ჩავაკერე წიგნში. ი. გრ.“
აქვე გაზეთის ამონაჭრები: 1. თ. ბეგიაშვილის რეცენზია ამ წიგნზე მინაწერით: „1928, 21 ნოემბ., „კომ.“ 2. გ. ლეონიძის რეცენზია, მინაწერით: „Заря“, 1929. № 54“.
წიგნის ბოლოს კანზე აღდგენილია ცენზორის მიერ ამოგდებული ცნობა: „ბაზარზე ქაღალდის ნაკლებობის გამო მორიგი ტომი დაიბეჭდება მხოლოდ ხელის მომწერლებისთვის“. იქვე მიწერილია: „ცენზურას ამოუღია“.
მეორე ცალის კანზე: „დუბლ.“
წიგნში დევს ა. ბარამიძის მიერ შედგენილი („უფასო დამატება „ანთოლოგიის“ ხელისმომწერთათვის) – ქართული „სიტყვაკაზმულ მწერლობის ანთოლოგიის II ნახმარ-ნასესხებ და იშვიათ სიტყვათა მოკლე ლექსიკონი“. 9 გვ.


ქართული ლიტერატურა ქართული სიტყვა-კაზმული ანთოლოგია

821.353.1 - 82
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.