National Science Library of Georgia

მთვარის მოტაცება :

გამსახურდია, კონსტანტინე, 1893-1975

მთვარის მოტაცება : სამკარიანი რომანი : [წ. 2.] / კ. გამსახურდია ; [რედ. ი. ხომერიკი ; მხატვრ. ელ. ახვლედიანისა]. - ფედერაცია, 1936 - 260 გვ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
სუპერზე: „2“. ფორზაცზე: „ტფილისი 1950-დან. 1. „ლამაზმანები“, გვ. 152 და „შეესიტყვა“, გვ. 196 – ჩემგან აუღია. 2. „მაგ.“ გვ. 196. უვიცობა ტფილისისადმი. 197“. გვ. 196–197. ხაზგასმულია; „მიჩაქჩაქებდნენ ნახშირით დატვირთული ვირები ირაკლის ხიდზე“ და მიწერილი არშიაზე: „რომელ წელს?“ გვ. 197. მე-5 აბზაცის გასწვრივ არშიაზე: „თარი და ზურნა?“ გვ. 198. ხაზგასმულია: „კვნესოდა მეთარე“. არშიაზე: „მეთარე როდის მღერის?“ (გვ. 200) და გვ. 200-ზე რკალშემოვლებულია: „ჩხაოდა მეთარე“ და მიწერილია კითხვის ნიშანი. გვ. 199. არშიაზე: „ჩემი ბოჰემიდან“. გვ. 202. რკალშემოვლებულია; „ხმაჩახლეჩილი მეთარე“. არშიაზე: „198, 200“. გვ. 204. მოხაზულია ლექსი „ხეკორძულას წყალი მისვამს“... 4 სტრიქონი და მიწერილია არშიაზე: „ბოჰემიდან. აქ უადგილოა“. გვ. გვ. 196–199, 201, 23. ხაზგასმულია ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა. წიგნში ჩადებულია ამონაჭრები გაზეთებიდან: 1. აკ. თათარიშვილის რეცენზია „მთვარის მოტაცება“, მინაწერით: „კომ.“, 1936, 24 ოქტ.“ 2. კ. გამსახურდიას „წვიმა“, ნაწყვეტი რომანიდან. მინაწერით: „ლიტ. საქართ.“, 1937, № 15“.

ქართული რომანები

821.353.1-31
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.