National Science Library of Georgia

[თხზულებანი] :

ვაჟა-ფშაველა, 1861-1915

[თხზულებანი] : ტ. 1 : ლექსები / ვაჟა-ფშაველა. - 1928. - XXVII, 355 გვ. : 1 ფ. პორტრ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
სუპერზე: „ი. გრ. I. ლექსები. 1. „ფშაველის სიყვარული“, გვ. 12. 2. „ისევ შენ“, გვ. 5.“ ყდის მეორე გვერდზე გაზეთიდან ამონაჭერი რ. გ-ს წერილი „ვაჟა-ფშაველა“, მინაწერით: „კომ.“, 1928 წ., 5 აგვისტო.“ ფორზაცზე: „ი. გრ. 1928 წ. 10/VIII.“ „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარსაც კი გაეცინება. გვ. 135. ლექსი დაწერილი 1904 წ.“ გვ. გვ. 12–13 ჩანიშნულია ქაღალდის ნაჭრით ლექსი „ფშავლის სიყვარული“. მასზე წერია: „ეს ლექსი წავიკითხე ერზეში. 1935.“ გვ. 213. სქოლიოში ხაზგასმულია შენიშვნა: „ეს ლექსი [„ილიას საღამო“] წაკითხულ იქნა ვაჟა-ფშაველას მიერ 1910 წ. ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ საღამოზე“, მიწერილია: „მეც ვიყავი იქ. ი. გრ.“ მეორე ცალის ყდაზე: „ამ წიგნის ბოლოში ვიღაც ზარმაც მოსწავლეს მიუწერია ლექსი… 1946. 15. V. P. S. სახლში არ გაიცემა!“. გვ. 355. მიწერილია: „ვაჟა და ზარმაცი მოსწავლეები. ი. გრ. 1946, 15/V“. წიგნის ბოლოს ფორზაცზე უცნობი მოსწავლის მიერ დაწერილი ლექსი: „ჩვენი „სატანჯიო.“ „რატომ დაწერე ვაჟაო ჩვენ სატანჯავად ლექსები რად მოგვაცდინე, აბურდე, სწორად სავალის ეს გზები? ჩვენ რას გვერჩოდი, საწყლებსა ვსწავლობთ და არა ვიცით რა, ბაბო მჭედლიძემ „არაგვი“ „ზეპირად“-აო ეს გვითხრა. დავჯექით მე და თამარი „არაგვის“ სასწავლებლადა ვერ დავისწავლეთ ბოლომდე, გაგვიხდა საწვალებლადა. ხან დაგვამთქნარა და ხან კი თვალი გვეხუჭა ძილადა, ცივი წყალი ვსვით მაგრამა მაინც ვერ გავხდით ფხიზლადა. რატომ დაწერე ლექსები, ვინ გთხოვა, შეგეხვეწაო, ხვალ კი ნაღდ ცუდებს მივიღებთ თამარიცა და მეცაო. არაგვი ალბათ ისევ სჩქეფს და გულს უხარებს პოეტებს, ღმერთო, გვაცდინე კლასიკებს შექსპირს, აკაკის, გოეტეს. მაშ ვინც იხილავს არაგვსა ლექსს გამოუთქვამს ხელადა და კვლავ გახდება მოსწავლის ის თავის სატეხელადა. არაგვო არ დამავიწყდები ხვალამდე?“ იქვე მინაწერი: „შემჩნეული კორექტურული შეცდომების გასწორება.“

ქართული ლიტერატურა ქართული პოეზია

821.353.1 + 821.353.1-32
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.