National Science Library of Georgia

თხზულებანი გრ. აბაშიძისა : (Record no. 7044)

MARC details
000 -ლიდერი
ფიქსირებული სიგრძის საკონტროლო ველი 16180nam a22002537a 4500
003 - საკონტროლო ნომრის იდენტიფიკატორი
საკონტროლო ველი Ge_NSL
005 - ბოლო ოპერაციის თარიღი და დრო
საკონტროლო ველი 20221018062656.0
008 - ფიქსირებული სიგრძის მონაცემთა ელემენტები - ზოგადი ინფორმაცია
ფიქსირებული სიგრძის საკონტროლო ველი 120824s1901 ge ||||| |||| 00| 0 geo d
041 ## - ენის კოდი
Language code of text/sound track or separate title geo
080 ## - უნივერსალური ათობითი კლასიფიკაციის ინდექსი
Universal Decimal Classification number 821.353.1 + 821.353.1-1
100 1# - მთავარი ჩანაწერი - პიროვნების სახელი
Personal name აბაშიძე, გრიგოლ,
Miscellaneous information პოეტი,
Dates associated with a name 1914-1994
9 (RLIN) 10581
245 ## - ცნობა სათაურის შესახებ
Title თხზულებანი გრ. აბაშიძისა :
Remainder of title ნაწ. 1 : [ლექსები]. ავტორის სურათით /
Statement of responsibility, etc გრ. აბაშიძე.
264 ## - წარმოების, გამოცემის, დისტრიბუციის და სხვა ცნობები
გამოცემის, წარმოების, დისტრიბუციის... ადგილი Кутаисъ :
გამოცემის, წარმოების, დისტრიბუციის... სახელწოდება ქუთაისის ამხანაგობის გამოცემა N 16,
გამოცემის, წარმოების, დისტრიბუციის... თარიღი 1901 (тип. Киладзе и Хеладзе).
300 ## - ფიზიკური აღწერა
Extent 366, VII გვ. :
Other physical details [1] ჩართ. ფურც. პორტრ.
500 ## - ზოგადი შენიშვნა
General note ჩასმულია საგანგებო ყდაში. ყუაზე ოქროს ასოებით: „ლექსები გრ. აბაშიძისა. 1. გრიშაშვილი“. ყდის მე-2 გვერდზე მინაწერები: „1. „გუშინ გავუღე გალიის კარი“, 59. (თარგმანი), ტუმანსკის ლექსია (დაისტ.). 2. ნადირობა, გვ. 241. გადმოკეთებულია А. Ф. Федотов-ის ლექსიდან (იხ. არტისტთა კრებული „Живая струя“ გვ. 86. მე მაქვს). 3. ლერმონტოვიდან, გვ. 20, 33 (არ ეწერა ლერმონტ.). 4. არნოლდის „მნათობი აზიისა“, 129 და 291. 5. პუშკინის „ანგელოსი“, გვ. 174. 6. ჩემთვის ერთია, ჩემთვის ერთია – 218. (ამ ლექსის დედანი მაქვს.) 7. შეცდომა გვ. 62“. ფორზაცზე: „ეს წიგნი გაარჩია ზანგმა (გრ. რცხილაძემ) (იხ. „ცნ. ფურცელი“, 1901 წ., № 1670). ი. გრ. – ზანგის ფსევდონიმით რცხილაძეზე ადრე სწერდა გოლა ჩიტაძე (იხ. მის მიერ ნათარგმნი ჰიუგოს „კლოდ-გე“). – მწირი, 300. – [გრ. აბაშიძე] დაიბადა 1866. გარდაიცვალა 1903 წ. მარტში. – გრ. აბაშიძის ფსევდონიმები: 1. გ. თირელი. 2. მენავე [ნავი]? (იხ. „ივ.“. 1896 წ., № 66). 3. შროშანა (იხ. ლასხიშვ. მოგონება, 89). 4. ვინმე (იხ. „ივერია“, 1903, № 65. დ. მეგრ.). 5. გრ-ა. 1896 „ივ.“, 6. ი. გრ.“
500 ## - ზოგადი შენიშვნა
General note თავფურცელზე ავტორის გვარის ქვეშ: „(1866–1903)“. საგამომცემლო მონაცემების გასწვრივ: „ქართულად არ შეიძლებოდა?“. გვ. 3. ავტორის წინასიტყვაობაში წინადადებას: „თხზულების მეორე ნაწილში მოთავსებული იქნება უმთავრესად თარგმანები“ მიწერილი აქვს: „თარგმანები აქაც ბევრია“. გვ. 11. ლექსთან „ოხ. მარგალიტავ! (ფრანგულიდამ“) მიწერილია: „ეს ლექსი ეკუთვნის პროვანსელ სახალხო პოეტს ფრედერიკ მისტრალს. ლექსის სათაურია: მაგალი (!) იხ. „В. ин. лит.“ გვ. 20. ლექსთან „თერგის ძღვენი (ლერმონტოვიდამ)“: „ეს ლექსი პირველად დაიბეჭდა „ივერიაში“ 1893 წ., № 269. ზედ არ ეწერა, რომ ლერმონტოვიდან იყო თარგმნილი, შეიძლება კორექტორის დაუდევ. გამო. ი. გრ“. გვ. 33. ლექსთან „წყნარი ღამეა. (ლერმონტოვიდამ)“: „გვ. 118, რუსული“. მეორე სტრიქონში მოხაზულია: „გზა ქვა-ფენილი“. არშიაზე: „კაჟისა შარა“. (ასეა დაბეჭდილი ივერიაში 1893, № 255 „Сквозь туман кремнистый“)“. ლექსის ბოლოს: „ივერია“, 1893, № 255“.
500 ## - ზოგადი შენიშვნა
General note გვ. 47. ლექსს „ერთ ქალს. (ვ. ჰიუგოდამ)“ აქვს მინაწერი: „ეს ლექსი სთარგმნა კიდევ: 1. ალ. ჭ-ძემ. 2. ს. ქვარიანმა. 3. გ. შარვაშიძემ. 4. გ. ერისთავმა“. გვ. 59. ლექსის „გუშინ გავუღე გალიის კარი“ ბოლოს მიწერილია: „რუსი პოეტის ტუმანსკის ლექსი. იხ. ერთი ძველი ორი სახელმძღვანელო. (მე მაქვს). I. გვ. 14. II. გვ. 4“. არშიებზე: „ეს ლექსი სთარგმნა მიხ. ფავლენოვმაც (იხ. „ცისკარი“, 1865 წ., აგვისტო, გვ. 68). სთარგმნა: გრ. აბაშიძემ, მიხ. ფავლენოვმა, შ. მღვიმელმა, რ. ერისთავმა (?)“. გვ. 73. ლექსის „სიმღერა“ ბოლო სტროფში ხაზგასმულია: „და დამაფარონ მიწის პირი მე“. მიწერილია: „ჩემი რედაქცია: მე ასე დავწერდი – და ამომევსოს მიწით პირი მე, ერთი მიტირე შენი ჭირიმე“. გვ. 102. ლექსთან „თეთრი ჩადრი“: „ჰარტმანისა. 1. ეს სთარგმნა შემოკლებით კირილე ლორთქ. იხ. მისი „სანთური“ გვ. 10. 2. მგონი კიდევ სთარგმნა ა. შანშიაშვილმა“. გვ. 115. ლექსთან „ბუდდის მერცხალი“: „ბეგლარასაც აქვს თარგმანი“. გვ. 129. პოემას „მნათობი აზიისა“ ეხება მინაწერი: „პირველად დაიბეჭდა – იხ. „ივერია“, 1893 წ., № 258. გრ. აბაშიძემ ეს პოემა გალექსა პროზად გადაკეთებულისგან, რომელიც იმავე ივერიაში დაიბეჭდა ექვსი დღით ადრე. (იხ. „ივ.“, 1893, № 252). ეტყობა მოეწონა მთარგმნელი. აქ მხოლოდ ერთი თავია თარგმნილი ამ პოემიდან. ი. გრ. თავი მეორე აქვეა. იხ. გვ. 291“.
500 ## - ზოგადი შენიშვნა
General note გვ. 144. ლექსის „ამაო მსხვერპლი“ ბოლოს: „ივერია“, 1893. № 281“. გვ. 174. ლექსთან „სამოთხის კართან თავ ჩაკიდული“ მიწერილია: „ანგელოსი (პუშკინით)“. გვ. 176. უსათაურო ლექსის „გახსოვს, მაცდურო...“ ბოლოს: „1908 წ. 16 ნოემბერს. ი. გრიშაშვილი. ოლოლ“. გვ. 218. ლექსთან „ჩემთვის ერთია ტანჯვა და ლხენა“ არშიებზე: „სპ. ჭელიძის „ჩანგურში“ აწერია („რუსულიდან“) და მართლაც ამ ლექსის დედანი არსებობს – ძველი რუსული რომანსი (იხ. დ. ერისთ. ნაქონი რვეული. გვ. 99/26. მე მაქვს. შ. კაშმაძე წერს, რომ თითქოს ეს ლექსი აკაკის კალამს ეკუთვნოდეს. რაც „იმღერება“ განა ყველა აკაკისაა? (იხ. „ლიტ. და ხელ.“ 1945 წ., № 5, გ. 3). ი. გრ.“. გვ. 219. არშიაზე: „ქართული თარგმანები უფრო უკეთესი გამოდიოდა“. გვ. 241. ლექსთან „ნადირობა (სასცენო მონოლოგი. გადმოღებულია)“ მიწერილია „საიდან? ამ ლექსის ავტორია А. Ф. Федотов (იხ. „Живая струя“, გვ. 86) ეს ლექსი დაიბეჭდა „ივერიაში“ 1896 წ., № 41“. გვ. 300. ლერმონტოვის „მწირის“ მე-2 თავთან არშიაზე: „გამოტოვებულია ერთი ხანა, სადაც რუსების მფარველობაზეა ლაპარაკი. ი. გრ.“
500 ## - ზოგადი შენიშვნა
General note სარჩევში, გვ. გვ. I–VII მრავალი შენიშვნაა. დაზუსტებულია თარგმნილი ლექსების ავტორები, მითითებულია ამა თუ იმ ლექსის პირველი პუბლიკაცია, დაზუსტებულია დაწერის თარიღები: გვ. II. არშიებზე: „ამ წლის „ივერიაში“ (1896) ბევრი ლექსია, რომელიც შეიძლება აქ არ იყოს შემოტანილი. ი. გრ.“ „ეს ლექსი („საახალწლო ექსპრომტი“) დაბეჭდილია 1896 წელში გამოცემულ წიგნში: „პატარა კრებული საუკეთესო ლექსებისა“ 1896 წ., ქუთ., მ. ლაღიძის გამოცემა, გვ. 19“. გვ. VII. მინაწერი სარჩევზე: „აკლია (?). 1. „დავსძლიე გული“ (დიდი ლექსია). დაიბეჭდა „ივერიაში“, 1893 წ., № 280. 2. ექსპრომტი („აწმყოს ძალღონე, ნუგეში“). („ივერ.“, 1893, № 279)“.
500 ## - ზოგადი შენიშვნა
General note წიგნში ჩადებულ კონვერტში თავმოყრილია ი. გრ. ჩანაწერები: „1. „მთვარე ქათქათებს“, გ. თირელისა. (იხ. თ. მაჭავარიანის ხელნაწერი). 2. ექიმი ჭოღოშვილი. შეცდომა გრ. აბაშიძეზე. (იხ. უნივერსიტეტის გამოცემა „აკაკის კრებული“). 3. გრ. აბაშიძის უცნობი ლექსი – პოემა „არაკი“ (აკაკისადმი). („თემი“, 1911, № 16). 4. „საკვირველია გრ. აბაშიძის ბედი, მშვენიერ ლექსებს და ეტიუდებს აწერდა გრ-ა და სათავ. აზნაურო ბანკის ანგარიშებს, რომელსაც ყველა ხრონიკიორი დაწერდა. ქვეშ მოწერილი აქვს გრ. აბაშიძე, იხ. „ივერია“, 1896. № 89 და სხვ. 5. გრ. აბაშიძის მიერ თარგმნილი ველიჩკოს ლექსი „იმერეთში“ (იხ. „მოამბე“, 1896, № VIII). 6. გრ. აბაშიძის ფსევდ. შროშანა იხ. ლასხიშვ. მემუარები გვ. 89. ნავი მისი ფსევდ. 7. „მენავე“ და „ვინმე“ გრ. აბაშიძის ფსევდონიმია „ივერიაშიო“, სწერს დ. მეგრელი გრ. აბაშიძეზე. (იხ. „ივერია“, 1903, № 65). 8. გრ. აბაშიძე სცენაზედაც გამოდიოდა. 1900 წელს ითამაშა მესტვირეს როლი „სამზადისში“, იხ. წიგნაკი „ქუთაისის თეატრის 50 წელი“ გვ. 88. პროგრამაში. ძველი გამოცემა. 9. გრ. აბაშიძემ რომ სთარგმნა „ნადირობა“, ეკუთვნის გრენე-ლანკურას კალამს. აქედან რუსულად სთარგმნა ა. ნ. პლეშჩევმა და ფედოტოვმა“. კონვერტში დევს აგრეთვე რომელიღაც რუსული ჟურნალიდან ამოჭრილი ცნობა ედვინ არნოლდის პოემის „Свет Азии“ გამოცემის შესახებ. არშიაზე მინაწერი: „გრ. აბაშიძე, გვ. 291“. აქვე დევს მანქანაზე გადმობეჭდილი რუსული ტექსტი პოეტ მისტრალის სიმღერის – „ძაგალის“ შესახებ მინაწერით: „ოჰ, მარგარიტავ!“ ეკუთვნის პროვანსელ პოეტს მისტრალს“. გვ. 241. ლექსთან „ნადირობა“ მიწერილია: ფედოტოვისა. ი. გრ.“. მესამე ცალის თავფურცელზე ადრინდელი მფლობელის ბეჭედი: „Иван Тимофеевич Полумордвинов“.
653 ## - INDEX TERM--UNCONTROLLED
Uncontrolled term ქართული პოეზია
856 ## - ELECTRONIC LOCATION AND ACCESS
Uniform Resource Identifier <a href="http://adminkoha.sciencelib.ge/cgi-bin/koha/catalogue/detail.pl?biblionumber=7091">http://adminkoha.sciencelib.ge/cgi-bin/koha/catalogue/detail.pl?biblionumber=7091</a>
Link text ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1.
942 ## - ADDED ENTRY ELEMENTS (KOHA)
Source of classification or shelving scheme Universal Decimal Classification
Koha item type წიგნი
Holdings
ჩამოწერის სტატუსი დაკარგული ეგზემპლარის სტატუსი კლასიფიკაციის წყარო ან თაროზე გაწყობის სქემა დაზიანების სტატუსი არ გაიცემა მუდმივი მდებარეობა (დაცვის ადგილი) ამჟამინდელი ადგილსამყოფელი შეძენის თარიღი გაცემათა რაოდენობა სრული შენახვის შიფრი შტრიხკოდი ბოლო ოპერაციის თარიღი ეგზემპლარის მიმდევრობითი ნომერი (კეტერი?) ფასის ძალაში შესვლის თარიღი ეგზემპლარის სახეობა
    Universal Decimal Classification     ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 24.08.2012   894.63 ა-135 2012-7304 24.08.2012 3741 24.08.2012 წიგნი
    Universal Decimal Classification     ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 24.08.2012   894.63 ა-135 2012-7305 24.08.2012 10701 24.08.2012 წიგნი
    Universal Decimal Classification     ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 24.08.2012   894.63 ა-135 2012-7306 24.08.2012 29328 24.08.2012 წიგნი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.