National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ჩონგური : ნ. ბარათაშვილის, ილ. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლისა და სხვა მწერლების ლექსების კრება / შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: პეტერბურღი, 1864 Description: 160 გვ. ; 19 სმSubject(s): Other classification:
  • 23
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 836 Available მინაწერებით 2024-8620806
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 893 Available 2024-8620807
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ჩ 797 (Browse shelf(Opens below)) 9656 Available 2021-3575846
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ჩ-797 (Browse shelf(Opens below)) 30655 Available 2024-8620805

წიგნი ჩასმულია ლიდერინის ყდაში, ყდაზე დაწებებულია წიგნის კანი.
თავფურცელზე ყოფილი პატრონის ხელწერა? „კ՜ზ ზაქარია ანდრონიკოვის წიგნებიდან“.
ფორზაცზე წერია: „ი. გრიშაშვილის შენიშვნებით“. იქვე: „ნ. ბარათაშვილის ერთ ლექსს რათ ჰქვიან „ფანტაზია“, გვ. 78; იხ. სარჩევის სხოლიო; ილიას ლექსის პირველი ვარიანტი, გვ. 67“.
გვ. 17. ნეკრასოვის პოემაში „პოეტი და მოქალაქე“ ხაზგასმულია: „გვეყოფა თითქმის პოეტებიცა, გვეჭირება კი მოქალაქები“. არშიაზე მიწერილია: „გვეყოფა თითქმის პოეტებიცა, ეხლა გვჭირია მოქალაქენი.“
გვ. 19. ამავე პოემაში ხაზგასმულია: „პეგასი“, მიწერილია: „მერანი“.
გვ. 23. ტექსტის ბოლოს მინაწერი: „თარგმანი კირილე ლორთქიფანიძისა. [თომა კარგარეთელი]. ფსევდონიმი. (იხ. „სანთური“).
გვ. 30–32. აბ. მაჩაბლის ლექსში „კალამი“ გასწორებულია შეცდომით დაბეჭდილი სიტყვა „მთვარად“, მიწერილია: „მთავრად“. ლექსის ბოლოს მიწერილია: „აბრამ თუ აბელ?? ი. გრ.“
გვ. 33. ი. ჭავჭავაძის „ქართვლის დედას“ მიწერილი აქვს: „აქ. პირველად იბეჭდება“. ლექსში გასწორებულია კორექტურული შეცდომები. აქვე, უცნობის ხელით აღდგენილია ცენზურის მიერ გამოტოვებული სიტყვები 24-ე სტრიქონში: „ერთობას, თავისუფლებას“.
გვ. 63. ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“-ს სტრიქონის „მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას“ შემდეგ მრავალწერტილს მიწერილი აქვს: „გამოტოვებულია ბევრი, 15 სტრიქ.“
გვ. 64–65. ამავე პოემაში ორგან აღდგენილია ცენზურის მიერ გამოტოვებული სტრიქონები.
გვ. 67. ილ. ჭავჭავაძის „ელეგიის“ ბოლო სტრიქონში „როსღა გვექნება ჩვენ გაღვიძება“ ხაზგასმულია სიტყვა: „გვექნება“, მიწერილია: „ილია ჭ-ძის პირველი ვარიანტი. ამ ნაკლზე პირველად მიუთითა ლ. არდაზიანმა (იხ. „ცისკარი“, 1861, № 7, გვ. 151) გ. ბარათაშვილის ფსევდ. ილიამ შემდეგში გაასწორა: „გვეღირსოს“.
გვ. 101. გრ. ორბელიანის „ლოთურ მუხამბაზში“ მე-4 სტრიქონში სიტყვა „არა“ შეცვლილია სიტყვით „არას“.
გვ. 103. ამავე ლექსის ბოლოდან მესამე სტრიქონში ამოგდებულია სიტყვა: „რამა“.
გვ. 121. ა. წერეთლის ლექსში „გლეხის აღსარება“ აღდგენილია ცენზურის მიერ ამოღებული სიტყვები მე-8 სტრიქონში: „წამწყმედო, ვიცი არა ცხონდები“.
გვ. 146. ი. ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღში“ აღდგენილია ცენზურის მიერ ამოღებული სტრიქონები:
„გლეხკაცის და ყმის უბრალო ბედი
ვერა, ვერ გასძლებს ბატონის ხელში!“
გვ. 150. რ. ნიკოლაძის ლექსს „ყველანი ძმები ვართ“ ბოლოში მიწერილი აქვს: „კ. ლორთქიფანიძე“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.