National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

თხზულებანი ვაჟა-ფშაველასი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი : ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების გამოცემა, N38, 1899 Description: 498, III გვ. ; 19სმSubject(s):
Contents:
მოხუცის ნათქვამი
გოგოთურ და აფშინა --
წვრილი ლექსები --
შვლის ნუკრის ნაამბობი --
ია [და სხვ.] --
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-11 (Browse shelf(Opens below)) 2K20007 შესამოწმებელია 2021-8011
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ვ-192 (Browse shelf(Opens below)) 3458 Available 2020-10718
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ვ-192 (Browse shelf(Opens below)) 11361 Available 2020-10716
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ვ-192 (Browse shelf(Opens below)) 30086 Available 2020-10717

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
წიგნი ჩასმულია საგანგებო ყდაში. ყუაზე ამოტვიფრულია: „თხზულებანი ვ. ფშაველისა. – გრიშაშვილი.“
ყდის მეორე გვერდზე: „ავტორის ხელით ნასწორები (მივეცი ს. აბაშელს გასასწორებლად). გვ. 137, 281, 283, 284, 286, 287, 312, 313. ი. გრ.“ იქვე: „დუალიზმი: 1. ბედიღბალი, გვ. 497, 2. (ჰეინედან), იხ. „ივერია“, 1893, № 50.“
ფორზაცზე: „ვაჟას ნათარგმანები: 1. ორლეანელი ქალი – შილერისა (დაიბეჭდა: გაზ. „დროება“. 1909 წ., № 101. ნაწყვეტი). 2. დემონი ანუ ქაჯი – ლერმონტოვისა (დაიბეჭდა ვ. გუნიას „საქ. კალენდარში“, 1896 წ., გვ. 13 სალიტ. განყ.). 3. ყორანი-ედგარ პოესი – (იხ. გაზ. „მეგობარი“, 1906 წ., № 69). 4. ეროსი და ფსიქეია-ჟულავსკი (ხელნაწერად დარჩა). იხ. ამის შესახებ მხოლოდ ქრონიკა, გაზ. „მზე“-ში, (ს. ფირცხალავას რედ., 1908 წ., № 1. არის ხელთნაწ.). 5. ქალის მთა (რუსულით [ავტორი? ი. გრ.], იხ. „ცრემლები“ გვ. 31. 6. მზითვის ლანგარი-უიდისა („ნაკადული“, 1907. (მოზარდ.), № III.) IV, V, VI, VII. 7. საქართველოს ოცნება-კრემლიოვისა (იხ. „დროება“, 1909, № 91, 26 აპრ.). 8. ფეოდალის აღზრდა (იხ. 1880 წ. „ივერია“, № 4). ი. გრ. 1930. 2/XII“.
ფორზაცის მეორე გვერდზე: „ვაჟას ავტობიოგრაფიული ცნობები 1. [იხ. „სახალხო ფურც.“ (დამატება), 1915 წ. № 61]“.
ამ მინაწერის ქვეშ დაკრულია ქაღალდის ნაჭერი, რომელზედაც წერია: „ს. აბაშელს ვაჟას ლექსები [უცნობ ჟურნალ-გაზეთებში გაბნეული]: 1. „სიმღერა“ („ზღვა დამდგარიყო ცრემლისა“) – დაბეჭდილია: ალმანახ. „ზურნა“-ში, 1912 წ. № 1 (მ. ლელაშვილის რედ.). 2. „ქართლს“ – იხ. გაზ. „ქართლი“, 1912 წ., № 67. 3. „საკმაო ხანი ვიცოცხლე“. 4. „ჰეჲ ტკბილო ხმებო“ იხ. „სავაჭრო გაზეთი“, 1908 წ., № 2, 3. ი. გრ.“
წიგნში ჩადებულია ქაღალდის ნაჭრები მინაწერებით: „1. არეულია გვ. 231 (ვაჟას თხზ., 1899, გვ. 231). 2. ვაჟას აქვს: „მე შენი ტრფობით ვერ ვძღები, შენ ჩემი სიყვარულითა“. 3. ეს ვაჟასაც აქვს. მე იმის სიყვარულით ვერ ვძღებოდიო და ის ჩემი მტრობითაო (ანდაზა).– იხ. Сб. матер. учебн. округа, 1882 გვ. 145, (მეორე განყ.)“.
თავფურცელზე: „ლექსიკონისთვის ამოვიწერე: „იხტილათი – 492, ფირი – 492, დოსტოღრივ – 11, აირ-დაირია, აქოთდდა, ახმაურდა. გვ. 14, არეულია რითმა? გვ. 231.“
გვ. 12. არშიაზე: „ვარიანტი დ. კარიჭაშვილის ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნიდან. ი. გრ.“
ამავე გვერდზე, პოემაში „მოხუცის ნათქვამი“, სტროფის: „აყვირდნენ ფშაველ-ხევსურნი...“ გასწვრივ მიწერილია შესწორებული ვარიანტი:

„აყვირდნენ ფშაველ-ხევსურნი
გუდამაყრელნი, მოხევე,
შენ წინ ვართ, შენი ერთგულნი,
სად არის ქართველთ მოდავე“.

იხ. ს. აბაშელის რედ. გამოც. „ვაჟა“, ტ. III, გვ. 348.“
გვ. 13. ხაზგასმულია ორი სტრიქონი:
„მთელი სიტურფე ქართლისა
იმას ესვენა მხრებზედა“ და მიწერილია: „ეს გახალხურდა შემდეგში“.
გვ. 16. პოემის – „მოხუცის ნათქვამი“ – ბოლოს მიწერილია: „[ს. ოთარშენი, თებერვალი, 1884 წ.]. იხ. წ. კ. ს. წიგნთსაცავი, ბ. 12. 360. ი. გრ.“
გვ. 288. ლექსის – „ღამე მთაში“ – ბოლოს მიწერილია: „ივერია“. 1890 წ., 53.“
გვ. 351. მოთხრობის – „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ბოლოს მიწერილია: „1883 წ. პეტერბურგი“. ეს მინაწერი ხაზგასმულია და მიწერილია: „ეს წარწერა ეკუთვნის ავტორს, პ. უმიკაშვილის ეგზემპლიარზე (იხ. ქ. შ. წ. კ. ბიბლ. ბ. 12. 360). ი. გრ.“
გვ. 377. მოთხრობის „კურდღელი“ – ბოლოს მიწერილია: „1883 წ. პეტერბურგი, (იქვე)“.

მოხუცის ნათქვამი

გოგოთურ და აფშინა --

წვრილი ლექსები --

შვლის ნუკრის ნაამბობი --

ია [და სხვ.] --

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.