National Science Library of Georgia

Image from Google Jackets
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 2 Available 2020-3259
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 376 Available ავტოგრაფით 2020-3260
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 10851 Available 2020-3261
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 20126 Available 2020-3255
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 20127 Available 2020-3256
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 20128 Available 2020-3257
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 38228 Available 2020-3254

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ყდაშია ჩასმული. ტყავის ყდასა და ყუაზე ამოტვიფრულია ფაქსიმილე: „ი. გრიშაშვილი“.
კანის მეორე გვერდზე: „ეს წიგნი ვიყიდე სოსო დაროშვილისაგან, როცა იგი ლიტფონდის წიგნის მაღაზიის გამგედ იყო, 40 მანეთის მაგივრად შემიწყნარა და 25 მანეთი გამომართვა. წიგნი ყოფილა გარდაცვლილ ექიმ გაბრიჩიძისა. მიეცეს და მიემატოს ჩემს ბიბლიოთეკას – 1948, 1/IV. ი. გრ.“
თავფურცელზე უწინდელი მფლობელის ხელწერა: „გაბრიჩიძე 1914 წ.“
მეორე ცალის თავფურცელზე: „ეს დაშლილი ვიყიდე. – რომელი ლექსიც აკლდა, ის მე გადავწერე და შევკინძე კიდეცა. ი. გრ.“
თავფურცლის მეორე გვერდზე: „სრულია! 1942. 24/XI. ასე გადმომცა კ. ნინუამ, მინაწერებით. ი. გრ.“
გვ. 32. ლექსში „რომანსი“ გადახაზულია სიტყვა „ჰყეფს“, მიწერილია: „სტვენს“. გადახაზულია „აფრქვევს“, მიწერილია: „აფენს“. სიტყვაში „მზეო“, ჩამატებულია „ვ“, [მზევო].“
გვ. 33. ლექსში „როს დაღამდება“ სტრიქონს „როს ნიაღვარი სამშობლო უბანს“... მიწერილი აქვს: „ჩემს ძვირფას მამულს.“
აღდგენილია და მიწერილია ლექსები: გვ. გვ. 99–100, 161–162.
გვ. 178. ლექსს „წყეული იყავ შენ!“ მიწერილი აქვს: „ეს არ წავა. ი. გრ.“
მესამე ცალზე პორტრეტი მოხეულია.
წიგნს აქვს ხელნაკეთი კანი.
ფორზაცზე: „აიწყოს და დაიბეჭდოს ამ წიგნიდან: შესწორებული მაქვს და ნებადართულია. ი. გრ. I ტ.“
წიგნის ბოლოს ფორზაცზე მიწერილია: „ამ წიგნიდან ამოღებულია:
1. „სამშობლოს ნანგრევებში“, (მთლად) გვ. IV. (ფაქსიმილეთი) და გვ. 180 („სალომეას სურათზე“, ნაბეჭდი)“.
2. „გრიგალო-ქარო!“ (ერთი სტრიქონი). გვ. 14.
3. „ზამთარი“ (ბოლო ხანა). გვ. 30.
4. „ახალი წელი“, გვ. 70. (მთლად). ბავშვო კეთილო.
5. და 6. „იშვა ქრისტე“. გვ. 19. (ორი გვერდი).“
„ნაცვლად I ტომს ემატება:
1. „თუთუნის ქარხანაში მომუშავე ქალის სიმღერა“ (1907 წ.)
2. „ფირუზას ალერსი ანუშკასადმი“ (1907).
3. „ოქროსფეხა ვარსკვლავები“ (ჰეინესებური). გვ. 25.
4. „რომანსი“ („ჩემი ღალატით“). ამას მღერიან და იმიტომ ვათავსებ.
5. „ბავშვო კეთილო!“
6. „სალომეას სურათზე!“
7. „მშვიდობით.“
8. „მე წინ ვისწრაფი.“
9. „ლადო მესხიშვილის სიუბილეოთ.“
10. „ურვა.“
კანის მე-3 გვერდზე: „სია ი. გრიშაშვილის ნაწერებისა:
I ტ. ლექსები (1907–1914). დაიბეჭდა 1914 სიტ. კაზ. მწ. საზ.
II ტ. ლექსები (1914–1920). დაიბ. 1922 სახელგამი.
III ტ. ლექსები. 1921 წლის შემდეგ გაბნეული ჟურნალ-გაზეთებში. აქ ერთი განყ. საბავშვო ლექსებია.
IV. საჲათნოვა. 1918 წ. მზადდება მეორე გამოც.
V. ძველი ტფილისის ლიტ. ბოჰემა. 1927–8 წ.
VI. სომხური მწერლობა (თარგმანები: ოვ. თუმანიანი; შირვანზადე, აზატ ვშტუნი, გურგენ მაარი და სხვ.).
VII. პიესები (თარგმანი: ვირის ჩრდილი – ფულდასი, წარღვნა – ბერგერის, ჟანა დარკი – შოუსი; შვეიკი – ჰაშეკისა).
VIII. ალექსანდრე ჭავჭავაძე, პოეტის სრული ლექსთა კრებული. მონოგრ.
IX. ქართული იუმორის ისტორია. (მზადდება).
X. ქართული თეატრის ისტორია. (მზადდება).
XI. „ლიტერატურ. შენიშვნების ზანდუკი“ (ამ კრებულში მოთავსდება წვრილი ნივთები და შენიშვნები ლიტერატურასა და ისტორიაზე).
XII. ქალაქის ლექსიკა.
XIII. „პოეტები შუშაბანდში“. პორტრეტები ძველი და ახალი მწერლებისა: ს. გოშაძე, ს. გუგუნავა, რჩეულოვი, პაექრობა. (ზოგი ხელოვ.).
XIV. ნარევი, ვოდევილები და საგაზეთო წვრილი წერილები.
კანის მე-4 გვერდზე წარწერა: „სულ 15 ფორმაა გვ. 240- სარჩევით.“
გვ. 9. სტრიქონების გასწვრივ არშიაზე: „ფანჯარავ, ციხის ფანჯარავ, ვერანო, ოხერ-ტიალო, სული მეხუთვის, გამიშვი, მსურს გარედ ვიხეტიალო. წარწერა მეტეხის ჯურღმულის კედელზე, № 3, 1907 წ.“
გვ. 24. დანომრილია (5) და არშიაზე მიწერილია ლექსის „ჰეინესებური“-ს გაგრძელება სამი სტროფი: იწყება „თვალჟუჟუნა ვარსკვლავები“... მთავრდება „დავიხმარე ლექსიკონად“.
გვ. 51. არშიაზე წერია: „ეს ლექსი მოთავსდეს გვ. 56–57. „ნუ“ და „ასწით კუბო“ 58, 59“.
გვ. 52. ლექსის ბოლოს მიწერილია: „მსურს სამუდამოდ გამტყორცნო სადმე, ერთი მითხარი: სად შენ და სად მე!“
გვ. 53. არშიაზე დაკრულია ამონაჭერი გაზეთიდან სამ სტროფიანი ლექსით: „იწყება „ასწით კუბო!... მთავრდება: რისთვის ვკვდებით.“
გვ. 69–70. ფურცელი მოხეულია, მის ნაცვლად ჩაკრულია ქაღალდის ნაჭერი. ერთ გვერდზე წერია ოთხ სტროფიანი ლექსი „ყორანი“. მეორე გვერდზე დაკრულია გაზეთიდან ამოჭრილი ლექსი: „ბავშვო კეთილო“, არშიაზე წერია: „აქ იყო ჩემი ლექსი: „ახალი წელი“, (ცენზორმა არ გაუშვა)“.
გვ. 71. გადახაზულია სტრიქონები, მიწერილია: „ეს ლექსი ეძღვნება ლადო მესხიშვილს. გადატანილია, გვ. 207 (ამ ლექსის მაგივრად მოთავსდეს ის ლექსი! – გესმით? ი. გრ. იხ. ანის ეგზემპლარი).“
გვ. 179–180. ამოხეულია ფურცელი, მის ნაცვლად ჩაკრულია თეთრი ქაღალდი. პირველ გვერდზე წერია ლექსი: „სუნთქვა გაზაფხულისა“. მეორე გვერდზე: „სალომეას სურათზე“. არშიაზე მინაწერი: „აქ იყო „სამშობლოს ნანგრევებში“ (ცენზორმა ამოიღო)“.
გვ. 1. აღნიშნულია და წერია ლექსის სათაურები: „1907. 1. ტუსაღის სიმღერა. 2. თუთუნის ქარხანაში მომუშავე ქალის სიმღერა. 3. ფირუზას ალერსი თავის სატრფოსადმი. 4. ნისლი. 5. რომანსი (ჩემის ღალატით). 6. მე წინ ვისწრაფვი. 7. მშვიდობით. მიწერილია არშიაზე: „აღნიშნული ლექსები ტომში პირველად იბეჭდება“. ლექსთან: „ფირუზას ალერსი თავის სატრფოსადმი“ წერია: „იხ. ამაზე „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გვ. 119 (შენიშვნა)“.
მეოთხე ცალის შმუცტიტულზე: „უხუცესო აკაკი!
სიტყვებს, სიტყვებს ვერ ვპოულობ შენსა შესაფერსა,
დავდუმდები და დუმილით გეტყვი ყველაფერსა!
ი. გრიშაშვილი. ტფილისი. 1914 წ., 10 აპრილი“.

შესაძლებელია ავტოგრაფიანი შმუცტიტული ამ წიგნის არ იყოს და შემდეგ იყოს ჩაკრული. წიგნი დაკანულია ხელახლა, მასში მრავალი მინაწერია უცნობის მიერ.
მეხუთე ცალის ფორზაცზე: „ჩემს ბიბლიოთეკას – ვიყიდე ბაზარზე. ი. გრ. 1939. 10/V“.
გვ. 213. ლექსში: „შავგრემანი ღამე“ ბოლო სტროფს მიწერილი აქვს: „ჩემს ლექსს ჰგავს. მე კი არ მქონდა ეს წაკითხული“. ამ მინაწერის შესახებ სქოლიოში წერია: „P. S. ვისია ეს მინაწერი? ეს წიგნი ბაზარზე ვიყიდე. ი. გრ.“
მეექვსე ცალის შმუცტიტულზე ადრინდელი მფლობელის ხელწერა: „ვ. სინაურიძე.“
მეშვიდე ცალის შმუცტიტულზე ყოფილი პატრონის ხელით: „იასამანი. 19-11/IV-15. წაღვერი.“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.