National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

მინანქრები : [ლექსები] / შ. ამირეჯიბი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: თბილისი : ალ. არაბიძის და ამხანაგობის წიგნის გამ-ბა, 1920.Description: 46 გვ. ; 19 სმSubject(s): Other classification:
  • 23
Contents:
სტანსები
მოგზაურს --
ბანოვანს --
მ. წერეთელს --
ი. ნიკოლაძეს --
1913 წ. --
შემოსევა აღა-მაჰმად ხანისა --
ჯილდო მეფისა --
მეთევზის სიმღერა [და სხვ.] --
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ა-59 (Browse shelf(Opens below)) 2841 Available 2018-4079932406
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ა-59 (Browse shelf(Opens below)) 11198 Available 2018-4079932404
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ა-59 (Browse shelf(Opens below)) 28955 Available 2018-4079932403
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ა-59 (Browse shelf(Opens below)) 30134 Available 2018-4079932402
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ა-59 (Browse shelf(Opens below)) 44306 Available 2018-4079932405

კანსა და თავფურცელზე: „ი. გრ. წაღვერი. 22 VIII-20 წ.“
კანის მეორე გვერდზე: „ბავშვის ტირილი“, (ბალადა). დაბეჭდილია 1908 წ. გუნიას „საქართველოში“, № 11“.
გვ. 4. ლექსში „მოგზაურს“ ხაზგასმულია: „ადგილნი მწირნი“, უდაბურნი და ვერანანი...“, მიწერილია: „ბარათაშვილი“.
გვ. 6. ლექსში „ბანოვანს“ ხაზგასმულია: „რათ უწოდებდი ბანოვანო ჭაბუკსა გულსა...“ „თვით უკვდავება მასში შობდა მარტოდენ სულსა...“ მიწერილია: „ბარათაშვილი“.
გვ. 10. ლექსში „შემოსევა აღა-მაჰმად ხანისა“ ხაზგასმულია სტრიქონები და მიწერილია: „ილიას ლექსიდან“.
გვ. 11. ლექსის სათაურთან „ლტოლვა ირაკლისა“ – „შანშიაშვილსაც აქვს ამ სათაურით ლექსი“.
გვ. 13. მოხაზულია „კოჯრის სიონი“, მიწერილია: „ე. ი. ნიავები? „კოჯრის ნიავი“ (გრ. ორბელიანი)“.
გვ. 14. ლექსს „ჯილდო მეფისა“ მიწერილი აქვს: „ეს ლეგენდა ველიჩკოსია, რომელიც მშვენივრად აქვს ნათარგმნი აკაკის. იხ. გორგაძის ქრესტომათია და კირიონის სიტ. ისტორია. ჰგავს შილერის „კუბოკ“.
გვ. 22. ლექსებს „მთელი სიცოცხლე მათ იარეს ცალ-ცალკე, კენტად“ „იცი შენ მხარე, სად ცა მუდამ არის ლაჟვარდი“, მიწერილი აქვს: „თემში“ რომ დაიბეჭდა ეწერა: „მიბაძვა“. იხ. ლერმონტოვის თხზ. გვ. 116“.
გვ. 25. ლექსში „კოჯორს“ ხაზგასმულია: „ქერ-ოღლის“ და მიწერილი: „ქორ-ბრმა-ოღლი-შვილი, ე. ი. ბრმის შვილი“.
გვ. 27. მოხაზულია ლექსი „არ დავიჯერებ“ და მიწერილი: „ჰეინესებურია“.
გვ. 28. ლექსში „ეზენამი“ ხაზგასმულია: „სალავათს“. „ჰაზავატს“ და მიწერილია: „ერთი და იგივე სიტყვაა, ძირი ერთი აქვს და აზრითაც „რჯულს“ ნიშნავს“.
გვ. 29. ლექსში „ნ. ამირეჯიბის ასულს“ ხაზგასმულია სარითმე სიტყვები და მიწერილია: „როცა ორივე რითმა უცხო ასოთია განაკეთი, არ ვარგა, ერთი რითმა უცხოური – ერთი ჩვენებური. ი. გრ.“
გვ. 33. ლექსში „ძველი წიგნი“ ხაზგასმულია „ქალი იყო მოწიფული“ და მიწერილი: „მ. გურიელი: „ქალი ვიყავ მოწიფული, გამიტაცეს სურვილებმა...“
გვ. 37. ლექსში „ამთქნარებული თბილისი“ სტრიქონს „ვერცხლის სამარხი ქამარი“ მიწერილი აქვს: „ესე ქართული იქნება?“
გვ. 39. ლექსს „გესმის ხმა დაირისა“ მიწერილი აქვს: „მესმის ხმა დაირისა... ერთი ჰეინეს ლექსი ასე იწყება. იხ. ჭოლას ნათ. გვ. 43; იქვე ლექსში „მერის“ ხაზგასმულია: „არ მომწონს რითმა ჩემის ლექსისი“ და მიწერილი: „არც მე. ი. გრ.“
გვ. 41. ლექსის სათაური „ვ. ა.“ გახსნილია: „ვერიკო ანჯაფარიძე“.
გვ. 46. ლექსში „შუათანა“ ბოლო ორი სტრიქონი მოხაზულია და მიწერილი: „ეს ორი სტრიქონი ისევე უცენზუროდ თავდება, როგორც ილიას „ბაზალეთის ტბის“ უკანასკნელი ორი სტრიქონი: „და მის პირსა გაბადრულსა, მუდამ გაზაფხული არი“.

წიგნის ბოლო გვერდზე: „...აკაკის და ილიას შემდეგ რითმა გაახალგაზრდავდა, გრიშაშვილმა დაიწყო ძიება ახალი რითმის, ახალი სიტყვის, ახალი გამოთქმის, ავტორი კი ვერ გასცილებია აკაკის შაბლონურ რითმებს: (გვ. 6) გულსა-სულსა, (გვ. 2) სულებს – გულებს, (გვ. 5) გულსა-სულსა, (გვ. 25) გულთან-სულთან. კრიტიკის გარეშე მდგარი რითმები: ვერანანი-ნატამალნი (გვ. 4); განირინებ – განისვენებ (იქვე), ბავშვები – კარები (გვ. 10), ქვები – ზარები (იქვე), დაჭრილთა ხმა-გადადგმა (გვ. 13), კიბენი – სილამაზენი (გვ. 23), მეტად – მოსაგონებლად (გვ. 25). 1. არ არის ერთი რითმა, რომელსაც ახალი ეწოდოს. ენა არ ვარგა. ლექსისთვის თაღლითობს გამოთქმები. პოეტური ხელი კი სჩანს ლექსში, მაგრამ ძალიან მკრთალად! ამირეჯიბი უფრო შინაური პოეტია – საალბომო მწერალი. 2. რამდენიმე ლექსში სჩანს ბარათაშვილის გავლენა – იხ. გვ. 4. 6. 3. შ. ამირეჯიბის ლექსებს ცალკ-ცალკე არა უშავდა რა, როცა გაზეთებში ვკითხულობდით. ერთად შეკრებილი შთაბეჭდილებას ანელებს, თუმცა მის ზოგიერთ ლექსებზე შეიძლება ითქვას: „არა უშავსო“. 4. შაბლონური შედარებები: თმა გიშერივით ჰქონდა (გვ. 20). 5. ჰეინეს სთარგმნის. ხან გავლენაც სჩანს მის წვრილ ლექსებში, მაგრამ არ ამბობს. ავტორი მეტად ელასტიურია. რასაც კითხულობს, ნაკითხი გადააქვს თავისად. 6. შალვა მაინც მიყვარს. კულტურული ადამიანია, ბუნებით პოეტი, მაგრამ ყანწელებმა გააფუჭეს“.
წიგნში დევს ჟურნალ „ერიდან“ ამოჭრილი შ. ამირეჯიბის ლექსი „შუანეთა“. მინაწერით: „1910 წ.“.

სტანსები

მოგზაურს --

ბანოვანს --

მ. წერეთელს --

ი. ნიკოლაძეს --

1913 წ. --

შემოსევა აღა-მაჰმად ხანისა --

ჯილდო მეფისა --

მეთევზის სიმღერა [და სხვ.] --

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.