National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ხალხური პოეზია : [ტექსტი] / ვ. კოტეტიშვილი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian [ქუთაისი : სახელგამი, 1934] (გაზ. მუშა და კოლმეურნე-ს სტ.)Description: [VI], 400 გვSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 დარბაზი 5. კორპ. 1 398 (= 353.1) (Browse shelf(Opens below)) 2K3776 შესამოწმებელია 2021-3553321
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 398 კ-791 (Browse shelf(Opens below)) 3707 Available ავტოგრაფით 2021-10655

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
შმუცტიტულზე: „ი. გრ. 1934. 26 I“. იქვე: „0. არაგველთ შეთვლა, (გ. ერისთავისებური), გვ. 247. 1. არაგველთ შეთვლა, გ. ერის., გვ. 391, იხ. ჩემი ვარიანტი. 2. იავ-ნანა, გვ. 290 და 7. 3. პორნოგრაფიისათვის, 36. 4. სიკოჭლითა რასა მწუნობ... გვ. 37. 5. ბაჩანამ ამ ლექსს მიბაძა, გვ. 40. 6. მაღლობზე გადმომდგარიყო. 7. დ. მაჩხანელის ლექსი, გვ. 48. 8. ა. ჭავჭავაძისებური, 52. 9. საიათნოვასთვის, გვ. 36. 10. ტყვე ქალი, გვ. 60-ეს მე მაქვს პროზად. 11. ცანგალა და გოგონა, 67. 12. ლექსი ვეფხვისა და მოყმისა, გვ. 88. 13. ავთანდილის ლექსი. 14. სოლოღას ლექსი, გვ. 99, 100. 15. არსენაზე ლექსი, გვ. 109. 16. თუ მოყვარე ხარ (კარგი ლექსია, რითმაში შეცდომაა), გვ. 121. ლექსს „თუ მოყვარე ხარ“... ეკუთვნის მინაწერი:
„თუ მოყვარე ხარ, მემოყვრე
კალთა გავაბათ კალთასა,
მტერი ხარ გამაგებინე,
ან მთას დაგიხვდე, ან ბარსა“.
იხ. პ. უმიკ. ნაწერები, 1904 წ. გვ. 45. 17. ნეტავ ქება როგორ ითქმის, 144. 18. პაექრობა (–აშუღურად), გვ. 150–151. 19. ასონანსი, გვ. 180, 261. 20. შემოდგომა-ზამთრის ბაასი, გვ. 184. 21. როსტომ სთქვა, გვ. 205. 22. მუმლი მუხასა, გვ. 238. გვ. 225, ეს ლექსი არ არის ხალხური; ე. ნინოშვილის სოფელი, 233; ციების ლექსი, გვ. 244; სიზმარი, 262; ბიბლიოგრაფიიდან აღებული ცნობა შეუმოწმებლად, გვ. 372; ი. ელიოზოვის „ეთერიანი“, გვ. 282“.
ფორზაცის მე-2 გვ. „ქამხა 38; დამაძლევინა, 139; ლაყარდიანი, გვ. 65; სიათა, მოვი, 87; გოგჩის ტბა, გვ. 137; ფინთი, გვ. 168; საზანდარი, 251, 193; მურაზი, 262“.
თავფურცელზე: „სახელგამი, 1934, ქუთაისი“.
გვ. 1. არშიაზე: „ეს მერე გამოვიდა, 1934, 20. III“.
გვ. 35. ლექსი „ნატვრა“ მოხაზულია, მიწერილია: „ერთხელ, ბალღობისას ამისთანა ლექსი მეც ჩავიწერე, ი. გრ“.
გვ. 36. ლექსს „თავად და თავად ერქვალო“ მიწერილი აქვს: „ამ ლექსს ბევრი ვარიანტი აქვს: მე ოთხი ვიცი“. ლექსში ხაზგასმულია: „ზედან შუბლო და ლამაზო, საწერად ქაღალდისებრო“... მიწერილია: „საიათნოვა“.
გვ. 37. მინაწერები ლექსის დანარჩენ ვარიანტთა შესახებ. „2. ვარიანტი. იხ. „ივერია“, 1891 წ. № 147. ჩაწერილი სანდრო წვეროსანის მიერ. ეს „ივერიის“ ვარიანტი მეტად საინტერესოა. ი. გრ. 3. ამ ლექსის მესამე ვარიანტი, იხ. „თეატ. და ცხ“., 1914 წ. № 39. ჩაწერა ანეტა კაპანაძემ. 4. „კოლექტივიზაცია“, 1934, № 218. ჩაწერა: ი. მჭედლიშვილმა“. აქვე გაზეთიდან ამონაჭერი ლექსი: „სებრო, სებრო, ლალისებრო“, მიწერილია: „კოლექტივიზაცია“, 1934, № 218“.
გვ. 39. ლექსში ხაზგასმულია: „დამაძლევინა“, მიწერილია: „დამაძლევინე“.
გვ. 40. ლექში მოხაზულია ბოლო სტრიქონი, მიწერილია: „ბაჩანას ლექსია ამ ლექსის მიბაძვა. იხ. „ივერია“, 1891 წ. № 142.
გვ. 44. ლექსში „ახმეტური პატარძალი“ ხაზგასმულია: „ახმეტური ქალი ვიყავ ახ, ნეტავი მეო“... მიწერილია: „ალიტერაცია. კ. დოდაშვილმა იცოდა ზეპირად ვარიანტი: „ახმეტაანთ“.
გვ. 47. ლექსში „მაღლიდან გადმომდგარიყო“ ხაზგასმულია: „ხელს მიქნევს, აქეთ წამოდი შინ არაა ჩემი ქმარიო“... და აღნიშნულია კითხვის ნიშნით. მიწერილია: „ამ ლექსს ბალღებს ასწავლიდნენ და უმღეროდნენ. ერთხელ რეცენზიაც დავწერე „სახალხოში“, როცა ჯეჯილის საღამო გაიმართა. ი. გრ“.
გვ. 48–49. ლექსი „ცოლი გამიხდა ავადა“ მოხაზულია და მიწერილია: „ეს ლექსი გადმოღებულია დ. მაჩხანელიდან. ამ ლექსს შენიშვნები არა აქვს წიგნის ბოლოში. ეს ლექსი ეკუთვნის დ. მაჩხანელს და იმის სახელით არის დაბეჭდილი ცალკე წიგნადაც. „გლეხის ნაამბობი“, „ტეტია და ტირაკუზა“ და სხვა ლექსები 1897 წ. იხ. აგრეთვე „ხათაბალა“, 1920, № 3. ნუთუ წყობით არ უნდა შეატყო, რომ ეს გამართული ლექსია? იხ. შენიშვნა გვ. 391... 439“.
გვ. 52. ხაზგასმულია: „მინან კი არა ნანულობს“... მიწერილია: „ა. ჭ-ძე“.
გვ. 55. ლექსი „ნატვრა“ მოხაზულია, მიწერილია: „აკაკისაც აქვს ასეთი ლექსი“.
გვ. 58. ხაზგასმულია ლექსის „ქართლელი ქალის ტირილი“ სათაური, მიწერილია: „თუ ყველგან წესად სათაურად ლექსის პირველი სტრიქონებია, აქ რად არის შეცვლილი?“
გვ. 61. ლექსი „გენაცვალე“ მოხაზულია და მიწერილია: „სათაური აქვს ლექსს თუ რედაქტორს ეკუთვნის?“
გვ. 65. ხაზგასმულია სიტყვა: „ლაქარდიანმა“, მიწერილია: „ლაყარდიანმა“. ლექსში „შავი ხარ“... ხაზგასმულია: „კუპრის“, მიწერილია: „თუ „ცეცხლის“.
გვ. 70. ლექსის „გულო არ მოგცემ საგონთა“... გასწვრივ მიწერილია: „ა. ყაზბეგი“.
გვ. 87. ხაზგასმულია სიტყვები: „მოვ“ და „სიათა“, მიწერილია: „მოვი“ და „სიათა“.
გვ. 99. სათაურთან: „ავთანდილ გადინადირა“ მიწერილია: „ეს ცალკე წიგნად გამოვიდა“.
გვ. 100. სათაურთან მიწერილია: „ეს ცალკე წიგნად გამოვიდა. ამ ლექსის კარგი ვარიანტი იხ. პ. უმიკაშვილის ნაწერებში. 1904, გვ. 37“.
გვ. 119. ხაზგასმულია: „მავთული“, მიწერილია: „მავთული როდის შემოვიდა ჩვენში?“
გვ. 120. ლექსის „ტურფა ბაღი და წალკოტი“ ბოლოს მიწერილია: „თეიმურაზის მაჯამა“.
გვ. 121. ლექსი „თუ მოყვარე ხარ“... მოხაზულია, მიწერილია: „ეს ლექსი მე სხვანაირად მაქვს ჩაწერილი: ბოლო სტრიქონი ასე უნდა: „ან ბარს დაგიხვდე, ან მთასა“.
გვ. 144. ლექსი „ნეტა ქება როგორ ითქმის“ მოხაზულია, მიწერილია: „ეს ჩემ ბოჰემაში, დ. ჩ-ს ქრესტ. და სხვ“.
გვ. 151. ლექსს „კაფია“ მიწერილი აქვს: „იგივე „ყაფია“ სპარს. მოზრდილ ლქსს ნიშნავს, სპარსეთში სულ პატარა ლექსები იცოდნენ. კაფია – ექსპრომტად, მოუმზადებლად უნდა სთქვა“.
გვ. 153. ლექსი „ორი ბატონის ყმა ვიყავ“ მოხაზულია, მიწერილია: „იხ. ჩემი: „ესეც შენი ქართული, ვარიანტი“.
გვ. 154. ლექსს „ორმოში ფეტვი ჩავყარე“ მიწერილი აქვს: „დედაენა“. ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „მსუქანო“ და „დუქანსო“, მიწერილია: „ასონანსი“.
გვ. 155. ლექსს „ერთი გლეხი ვარ საწყალი“ მიწერილი აქვს: „იხ. ბუნების კარი“. ხაზგასმულია: „ჩოთქო“, მიწერილია: „ჩოტკი რუსული სიტყვაა“.
გვ. 163. პირველ ლექსს მიწერილი აქვს: „აკლია ლოგინების გაბაასება“. (მარიჯანის ჩაწერილი)“.
გვ. 169. ლექსი „შორით მე რასმე გამგზგავსე“ მოხაზულია, მიწერილია: „ხალხურია?“
გვ. 117. ლექსის ბოლო სტროფი მოხაზულია, მიწერილია: „კარგია“.
გვ. 180. პირველი სტროფის სარითმე სიტყვები ხაზგასმულია და მიწერილია: „ასონანსი“.
გვ. 193. ლექსი „პეტრია საზანდარი ვარ“ მოხაზულია, მიწერილია: „ეს რომელიღაც პოეტის ლექსია“.
გვ. 202. ლექსი „ნესტან-დარეჯან“ მოხაზულია და მიწერილია: „ეს ლექსი თ. რაზიკ. აქვს“.
გვ. 205. ლექსში „როსტომზე“ მოხაზულია მეორე სტროფი, მიწერილია:
„როსტომ თქვა სიბერკაცითა.
სიტყვა სათქმელად გაძნელდა
ჯაჭვი პერანგად ნაცვამი,
ეხლ ასაწევად „გაძნელდა“.
„ცნ. ფურც.“ დამატება, 1906, № 376, გვ. 4. იხ. ა. მოხევეს ძალიან პატარა წიგნი. 1886 წ. გვ. 37“.
გვ. 207. მე-2 სტროფი მოხაზულია, მიწერილია: „ამ ლექსის კარგი ვარიანტი იხ. პ. უმიკაშვილის ნაწერები, გვ. 45, 1904 წ. გამოც.“ მე-3 სტროფს მიწერილი აქვს: „იხ. ა. მოხევის პატარა წიგნი. 1886 წ. გვ. 37“. ლექსი როსტომზე გვ. 206 მოხაზულია, მიწერილია: „ალ. მირიანაშვილი. „ივერია“. ამ სტროფის: „როსტომ თქვა ჭკუა დიაცისა“... არსებულა 3 ვარიანტი, რომელსაც უთითებს ი. გრიშაშვილი: „I. ამის ვარიანტი იხილე „ივერია“ 1889 წ. № 74. ვაჟა-ფშაველას ფელეტონში. 2. კიდევ თ. რაზიკაშვილის ჩაწ. „ივერია“, 1889, № 82. ამავე გვერდზე მიწერილია ლექსის ერთი სტროფი:
„როსტომ თქვა: „გმირი მეც ვიყავ
ჯირითი შემოვისრიე
სოფელში ამაყობასა,
ისევ დათმობა ვირჩიე“.
„ივერია“, 1889, № 74, ვაჟას ჩაწ. აქ არ არის ეს ლექსი“.
გვ. 211. სათაურთან მიწერილია: „Бархуда არიანები ქართველები ყოფილან?“
გვ. 214. ლექსი „დალოცვილი ხარ მაჟარო“ მოხაზულია, პირველ სტროფთან მიწერილია: „ა. ყაზბეგისაა იხ. „მოხევის სიმღერები“, გვ. 63“. მე-3 სტროფთან მიწერილია: „იქვე, გვ. 39“.
გვ. 215. ლექსი „მარტო ვარ“ მოხაზულია, მიწერილია: „ეს ა. ყაზბეგის ლექსია სიტყვა სიტყვით. იხ. „მოხევის სიმღერები“ (პატარა წიგნაკი), გვ. 61“.
გვ. 222. ხაზგასმულია: „სწორფრობა“, მიწერილია: „სწორფრობა, იხ. მაკალათია“.
გვ. 225. ლექსს „ნუ იამაყებ“ მიწერილი აქვს: „ეს ლექსი ხალხური არ არის“.
გვ. 227. ლექსი „ქალაქიდან წამოველი“ მოხაზულია, მიწერილია: „ეს ძველი ლექსია“.
გვ. 233. ლექსი „თვალი შენი“ მოხაზულია, მიწერილია: „დასავლეთ საქართველოში განაგონი იქნება“. მე-3 სტრიქონში მოხაზულია სიტყვა: „ჩოჩხათად“, მიწერილია: „ე. ნინოშვილის სოფელია. ი. გრ“.
გვ. 251. ლექსში „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“ ხაზგასმულია პირველი სტრიქონი, მიწერილია:
„ვიდრე ვიყავ ახალგაზრდა
და სიამით სძგერდა გული
ვნატრობდი და არ მეღირსა
ბედუკუღმართს სიყვარული“.
აკაკი“
გვ. 271. ლექსის „ეპიტაფია“ სათაური ხაზგასმულია, მიწერილია: „ვისი სათაურია?“
გვ. 282. მე-2 აბზაცში ხაზგასმულია: „ჩემს ხელთ არის...“ და მიწერილია: „იოსებ ანდრიას ძე ელიოზიშვილისაა. დაიბეჭდა ათჯერ. ხალხური „ეთერიანი“. იხ. „ივერია“, 1888 წ. № 274“.
გვ. 298. ხაზგასმულია: „თუმც პატ. ი. კარგარეთელის მიერ გამოქვეყნებული „თავ-ფარავნელი ჭაბუკი“... მიწერილია „სად-დაიბეჭდა?“ ხაზგასმულია: „საგულისხმოა ოვანეს თუმანიანის „ფარვანა“-ც, მიწერილია: „სად?“ „სახალხო გაზეთი“.
გვ. 323. ლექსის „ინდი-მინდის“ შესახებ მიწერილია: „ეს ლექსი გადაიღო კ. ფოცხვერაშვილმა ნოტებზე“.
გვ. 332. ხაზგასმულია: „მოიგონეთ ლ. ტოლსტოის „ჰაჯი-მურატი“-დან“, მიწერილია: „მურადი“.
გვ. 363. ლექსის „კაფიას“ შესახებ მიწერილია: „ექსპრომტი“.
გვ. 372. მე-2 აბზაცი მოხაზულია, მიწერილია: „ეს აღებულია „ბიბლიოგრაფიიდან“ რუსეთში რომ გამოვიდა“.
გვ. 383. ხაზგასმულია: „ცნობა გადმომცა გ. ლეონიძემ“, მიწერილია: „იხ. ჩემი ოვანეს თუმანიანის მოთხრობა „ირემი“-ს შენიშვნა“.
გვ. 387. ხაზგასმულია: „პ. გიორგაძე“, მიწერილია: „პ. ჭარაია. ი. გრ.“
გვ. 390. ხაზგასმულია სიტყვა: „ხანაგათ“, მიწერილია: „საბასაც აქვს ხანაგა“. ლექსის „არაგველთ შეთვლა“-ს შესახებ წერია: „პირველად დაიბეჭდა: „ცისკარი“, 1852 წ. № 10, გვ. 10. იქ აწერია სატირა“.
გვ. 401. „სიტყვათა საძიებლი“-ს არშიაზე მიწერილია: „აქედან ბოლომდე მერე გამოვიდა და ახლად ჩავაკერე ი. გრ. 1934. 18/III“.
გვ. 428. „სიტყვების ახსნა“-ს არშიაზე წერია: „უნდა იყოს ტექსტის გვერდები ნაჩვენები, რომ შედარება შეგვეძლოს“. ხაზგასმულია: „მზირი“, მიწერილია: „მეთვალყურე, ჯაშუში“. „ნაღარა“-ს მიწერილი აქვს: „დაღარული“. „სამკლავე“-ს მიწერილი აქვს: „დასტანგი“. „ფინთიხი“-ს შესახებ მიწერილია: „არის... რისამე ამოსაღები რკინა“. ხაზგასმულია „ქურანი“, მიწერილია: „ცხენზე იტყვიან“. ბოლოს მიწერილია: „აკლია ბევრი სიტყვის ახსნა. თუ ხსნი, ყველა უნდა ახსნა... თუ არა და...“
ბოლო ფორზაცზე წერია: „რატომ არ არის ნათქვამი წინათქმაში: ეს ლექსები პირველად იბეჭდება თუ არა? ან ვარიანტები თუ არსებობს – სად დაიბეჭდა, ვინ ჩაწერა და სხვ. ლექსები კარგია, მაგრამ გამოცემა არააკადემიურია, წიგნს ასეთი სათაური უნდა ჰქონდეს: ხალხური ლექსები. შეკრებილი ვ. კოტეტიშვილისა. შენიშვნები. სახელგამი. 1934. შენიშვნები ბევრგან საკამათოა. – კიდევ ექნება გაგრძელება ამ წიგნს? რატომ არა წერია. ბევრი ლექსი „ივერიაში“, „კრებულშია“, „თეატრშია“ დაბეჭდილი. – ლექსის სათაურები ხან პირველი სტრიქონებია, ხან სხვა და ხან მესამე სტრიქონია, ერთ-ერთი უნდა იყოს. – ისეთი შთაბეჭდილება მრჩება (62) თითქოს ეს ლექსი სადღაც წამეკითხოს“. აქვე გაზეთიდან ამონაჭერი გ. იმედაშვილის წერილი „ხალხური სიტყვიერების მასალათა მეცნიერული გამოცემისათვის“, მინაწერით: „კომ“., 1934, № 219, 21 სექტ.“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.