National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ქართველი მწერლების სილუეტები I / იპოლიტე ვართაგავა ; საქართველოს სსრ განათლების სამინისტრო.

By: Contributor(s): Material type: SetSetLanguage: Georgian Volumes: Show volumesPublication details: თბილისი . სამეცნიერო მეთიდური კაბინეტის გამომცემლობა, 1956.Description: 162 გვSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) 2K13870 Available 2021-8308
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) 2K13929 შესამოწმებელია 2021-8309
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) 2K39974 შესამოწმებელია 2021-8307
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) ისტ.ბ.2K89763 Available 2019-3498
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) ლ2K53689 შესამოწმებელია 2021-8310
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1.09 (Browse shelf(Opens below)) ლ2K53689 შესამოწმებელია 2021-8311
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63.09 ვ-21 (Browse shelf(Opens below)) 3618 Available 2020-10948

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ყდის მეორე გვერდზე: „გრ. აბაშიძე გარდაიცვალა ფსიქიატრიულ საავად-ში პეტერბურგში 1903 წელს 37 წლის ასაკში. გრიშა აბაშიძის ფსევდონიმები: 1. გ. თირელი. 2. შროშანა. 3. მენავე. 4. ვინმე“.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1956, 14/VI“. იქვე: „ჩემი წერილი ჭოლაზე, გვ. 122. 1. მე-გვ. 17, 159, 2. განა ილია ჩამოდის იტყოდა? 12. 3. შიო თავადი პიესაა და არა მოთხრობა, გვ. 56. 4. გუნიასი კი არა გ. თუმანიშვილისა, გვ. 39. 5. გრ. აბაშიძე – 102. 6. ხომლელი და მე. გვ. 148“.
გვ. 13. მე-3 აბზაცში ხაზგასმულია: „ქოსების ღვინის“ (სარდაფში)“, არშიაზე: „მაშინ „ქოსები“ არ იყვნენ“.
გვ. 15. მე-2 აბზაცში ხაზგასმულია: „მანსვეტაშვილის დახასიათება“, არშიებზე მიწერილია: „ეს ჩემი დახასიათებაა და არა მანსვეტაშვილის. იხ. ჩემი, გვ. 278, იხ. „ლიტ-მემკვიდრ“., გვ. 278, ი. გრ“.
გვ. 20. მოხაზულია მე-2–3 აბზაცი-და არშიაზე წერია: „ჩემიდან“.
გვ. 38. 1-ლი და მე-2 აბზაცის გასწვრივ წერია: „გ. თუმანიშვილი“.
გვ. 39. 1 აბზაცში ხაზგასმულია: „ცხოვრების მეგობარი“, მიწერილია: „ცხოვრების თანამგზავრი“. მე-2 აბზაცში ხაზგასმულია: „შესაძლოა ავტორი ვალ. გუნია იყოს“, მიწერილია: „გ. თუმანიშვილია. ი. გრ“.
გვ. 56. 1 აბზაცში ხაზგასმულია: „მოთხრობა „შიო თავადი“ და არშიაზე მიწერილია: „პიესაა“. მე-3 აბზაცში ხაზგასმულია: „არაგვისპირელის მოზრდილი მოთხრობები უფრო ნაკლები ღირსებისა არის“ და არშიაზე მიწერილია: „რატომ? მეცხვარეთა ცხოვრებიდან ერთი მოთხრობა „გიული“ დიდებულია! ი. გრ“.
გვ. 57. მე-4 აბზაცის გასწვრივ მიწერილია: „თამარ (ქუჩუკაშვილი)“. იქვე: „შ. მღვიმელმა მშვენიერი ლექსი დაუწერა ბოლოს არაგვისპირელს“.
გვ. 59. არშიაზე: „შიო არაგვისპირელი, რომ გარდაიცვალა ფ. მახარაძემ მშვენიერი წერილი უძღვნა „კომ“-ში“.
გვ. 63. მე-2 აბზაცში ხაზგასმულია: „არცერთ ქართველ მწერალს არ გამოუცდია ჩემისთანა ტანჯვა-ვაება, არშიაზე: „ნ. ბარათაშვილი, მ. ვეზირიშვილი, ა. ცაგარელი“.
გვ. 67. კრილოვის ლექსის გასწვრივ მიწერილია: „კრილოვი ქართულად მთლიანად მე გამოვეცი, შეეძლო იქიდან ამოეღო ეს ლექსი. ი. გრ“.
გვ. 71. დანიშნულია ადგილი: „მე არ მახსოვს დაიბეჭდა თუ არა დუტუს ეს პოემა“. (იგულისხმება პოემა „პრომეთე“), მიწერილია: „ი. გრ. დაიბეჭდა ცალკე წიგნად ი. იმედაშვილის გამომცემლობით“.
გვ. 73. ბოლო სტრიქონში ხაზგასმულია: „ჭლექი“ და არშიაზე მიწერილია: „რა გააზვიადეთ, ეს ჭლექი და ჭლექი!“ იქვე მინაწერები: „დუტუს კარგი ლექსები აქვს. 1. „მე ბარათაშვილის ნიჭი არ მაქვსო, არც ილიასი, არც აკაკისა, მაგრამ როცა ბნელა ჭრაქს ხომ ანთებენ ოთახშიო, მეც გამოსადეგი ვარო (ლექსის სათაური დამავიწყდა). 2. „ცრემლები“ – ამ ლექსის ფინალი მომწონდა: „ახ, რათ არ ძალმიძს მთლად ცრემლად ვიქცე, გავხდე მდინარე აქაფებული და გადავრეცხო, რაც ქვეყანაზე, ბოროტებაა დამყარებული“.
გვ. 97. მე-4 აბზაცში ხაზგასმულია: „ფედერალისტების“ და მიწერილია: „სოციალისტ.“ მე-5 აბზაცში ხაზგასმულია: „ტოროლას“ (მიერ გამოცემული)“ და არშიაზე მიწერილია: „სამ. ფირცხალავამ გამოსცა“.
გვ. 99. 1 და მე-2 აბზაცის გასწვრივ არშიაზე: „კიდევ გამოვიდა იას ორი კრებული. მე მომწონდა „სხვათაშორის“ (ივერიისა ბიბლიოთეკის წიგნში)“.
გვ. 101. პირველ აბზაცში მოხაზულია: „მე-19-საუკუნის“, მიწერილია: „-20 საუკ. ლადო აღნიაშვილი, ცახელი, თ. რაზიკაშვ., გრ. ვოლსკი“.
გვ. 123. მე-3 აბზაცში ხაზგასმულია: „იყო“, მიწერილია: „არის“.
გვ. 133. ბოლოდან მე-2 აბზაცში ხაზგასმულია: „გაიქცა“ და „განძეულობა“, არშიაზე მიწერილია: „ექ. თაყაიშ“. სქოლიოში ხაზგასმულია: „კვალში“ მოთხრობებს წერდა“ და მიწერილია: „და თარგმნიდა“.
გვ. 136. ხაზგასმულია ადგილები, სადაც ლაპარაკია უიარაღოს მოთხრობა „მაძიებელნის“ დაბეჭვდის შესახებ, მიწერილია: „მოამბე“-ში დაბეჭდილი მოთხრობები?“
გვ. 148. მოთავსებულია ხომლელის 23 დაბეჭდილი წერილების ბიბლიოგრაფია და ბოლოში მიწერილია: „24. ი. გრიშაშვილი (თავის ჟურნალში „ცხოვრება“, 1916, № 2)“.
გვ. 149. ხაზგასმულია მთლიანად ბოლოდან მე-2 აბზაცი და არშიაზე მიწერილია: „იპ. ვართაგავას საყურადღებოთ (იხ. ხომლელის კერძო წერილები, დაბეჭდილი „ქართულ მწერლობაში“)“.
წიგნში ქაღალდის ორი ნაჭერი მინაწერებით: 1. „ილია ჭავჭავაძე საზოგადოთ კარგი მოსაუბრე ყოფილა რომანოზ ფანცხავა (ხომლელი) იგონებს ილიასთან ყოფნას და ამბობს, რომ „...დატყვევებული ვუსმენდი ილიას შესანიშნავ საუბარს კახურ კილოზე“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.