National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

მოგონებანი ; ნახული და გაგონილი / იაკობ მანსვეტაშვილი ; ლევან ასათიანის რედაქციით, წინასიტყვ. და შენიშვნებით.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Series: ქართული მემუარული ლიტერატურა[ტფილისი] : ფედერაცია, 1936 (ცეკავშირის სტ.)Description: XI, 273 გვ. : სურ. ; 22 სმSubject(s): Online resources:
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number URL Copy number Status Notes Date due Barcode
ელ.რესურსი ელ.რესურსი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 Link to resource Available ელექტრონული ასლი (PDF)
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-94 (Browse shelf(Opens below)) 2K528 შესამოწმებელია 2021-342016
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-94 (Browse shelf(Opens below)) 2K2082 შესამოწმებელია 2021-342017
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-94 (Browse shelf(Opens below)) 2K3709 შესამოწმებელია 2021-342018
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-94 (Browse shelf(Opens below)) 2K30371 შესამოწმებელია 2021-342015
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-94 (Browse shelf(Opens below)) ლ2K53675 შესამოწმებელია 2021-342014
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 301.19 მ-275 (Browse shelf(Opens below)) 3595 Available 2019-10691

პირთა საძიებლები: გვ.180-182

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
გაშლილი თავფურცლის ბოლო გვერდზე წარწერა: „ქართული მწერლობის დაუღალავ მუშაკს, ქართველების ანაკრეონს, იოსებ გრიშაშვილს გულითადის პატივისცემით ავტორისაგან“.
ფორზაცზე: „1. აკაკიზე ლანძღვა, გვ. 206“. – გვ. 206. ხაზგასმულ-მოხაზულია და მიწერილია: „აკაკი? 2. ილიას მოკვლას უპირებდნენ გვ. 12“, – გვ. 12 ხაზგასმულია: „ჯერ იყო და კახეთის თავადაზნაურობამ მოკვლა დაუპირა ილია ჭავჭავაძეს“ და მიწერილია: „იხ. ნადიკვრელის წიგნიც. 3. მენავეები რა საჭიროა თავს ამოჰყოფსო, 201 (ივ. მაჩაბელზე). 4. ილია ხონელზე, 76. 5. დ. კეზელზე, 238“.
ფორზაცის მეორე გვერდზე: „1. გუნიბის მოედანი, გვ. 2. 2. ამქრების აჯანყება, 13. 3. ივანოვის ბიბლიოთეკა, 16. ღოროტოტო, 19, 22, 4. წურბელების დაჭერა, 21. 5. ვლადიკავკაზ-ვლადეი კავკაზ, 26. 6. ბეკეტოვი, გვ. 36. 7. იზიუმინკა – (თუზუმი). 70. 8. ვასო მაჩაბელი უფროსი იყო ივ. მაჩაბელზე, 72. 9. ა. ცაგარელი და სტუდენტები, 74. 10. „მზის დაბნელება“ პეტერბურგში და ივ. მაჩაბელი. 11. შახიანი, 74. 12. ილია და პაპიროსი. 86. 13. ფეხი, 86. 14. ფაშარი, 88. ილია და ნარდი, გვ. 86. დამატება: ელ. ჩერქეზიშვილის თქმა: წვიმა მოდიოდა ილია კიდევ ნარდს თამაშობდა კ. მესხთანაო; დიომიდე კილაძე, გვ. 90; ჩოლახ-ჩოლახ – 91; ივ. ჯაბადარის წერილი „სევერნი ვესტნიკში“ ვ.-ტყაოსანზე, გვ. 93, 94 და 237; დ. ნადირაძე, ლ. აღნიაშვილი, 96; ბაჩანა, 104; ხევსურების ახსნა, 104; ვაჟაზე, 108“.
შმუცტიტულზე: „ჩემს ბიბლიოთეკას. ი. გრ. 1936. 4. VIII. სურათები უწესრიგოდ არის განაწილებული“. იქვე: „გლდანელი“, 179. „მეფე ლირი“ – 167“ – გვ. 167. ხაზგასმულია: „ილიამ მხოლოდ შალაშინი გაჰკრა, თავისებური შნოთი გაალამაზა“, მიწერილია: „არ არის მართალი, იხ. ილიას ავტოგრაფი; ილია და ბანქო, 143“. გვ. 143 ხაზგასმულია: „ილიას ძალიან უყვარდა ბანქოს, ქაღალდის თამაშობა... თუმცა ილია ძალიან ფრთხილი და ჩაკვირვებული მოთამაშე იყო, მაგრამ ხშირად ამასაც ჯიბეებს გამოუბერტყავდნენ ხოლმე“, მიწერილია: „იხ. ილიას კერძო წერილი კ. ერისთავისადმი. (მე მაქვს ასლი)“.
გაშლილი თავფურცლის ბოლო გვერდზე: „1936. 10. VIII. იაკ. მანსვეტაშვილი გარდაიცვალა 1944 წ. 22 მაისს“.
გვ. 14. ხაზგასმულია: „მგონი კუკიაში“ და მიწერილია: „ველიამინოვის ქუჩაზე“.
გვ. 17. მოხაზულია ადგილი ივანოვის ბიბლიოთეკაში აკაკისა და არწრუნის შორის მომხდარი შელაპარაკების შესახებ, მიწერილია: „არწრუნის კუზი“ , სიტყვა „ბიბლიოთეკაში“ აღნიშნულია და მიწერილია: „ბიბლიოთეკაში ვინ ბაასობს?“
გვ. 23. ხაზგასმულია: „ერთი მხარე საქართველოსკენ გადაიხრება, მეორე კავკავისაკენ“, მიწერილია: „ყაზბეგიც კავკავში მოაქციეთ?“
გვ. 27. ხაზგასმულია: „ბეშტაუ“ და მიწერილია: „ბეშ-თაუ-ხუთთავიანი“.
გვ. 32. ხაზგასმულია: „მზე უკვე“... და მიწერილი: „სად არის მზე პეტერბუგში“. ხაზგასმულია: „მზე“ და მიწერილია: „ნათელი“.
გვ. 50. წინადადებაში: „...საპყრობილეში დაიჭირეს“ სიტყვა „დაიჭირეს“ გადახაზულია და მის მაგივრად წერია: „ამყოფეს“.
გვ. 52. ხაზგასმულია: „პირველად ვნახე კუბოში ნეკრასოვი, მისი ცოტა მოგრძო, მრავალტანჯული სახე“ და მიწერილია: „აქ ნეკრასოვის სურათი რატომ არ არის?“
გვ. 55. ხაზგასმულია: „ითვლება“ და მიწერილია: „ითვლებოდა“.
გვ. 62. მოხაზულია გვერდი და მიწერილია: „ტერორი“.
გვ. 77. ხაზგასმულია: „რა ენა წახდეს, ერიც „დაეცეს“... და შემდეგ „რუსეთუმეების“, მიწერილია: „ილია ამ რედაქციით არ იტყოდა. „რუსეთუმე“ აკაკისაა. აბზაცი მოხაზულია და მიწერილია: „ილია ხონელი“.
გვ. 78. ხაზგასმულია: „შჩედრინი გავაქართველოთ, ქართული სული ჩავუდგათ და ქართული ხორცით შევმოსოთ, თორემ ჩვენი მკითხველისათვის გაუგებარი დარჩება“, მიწერილია: „გადმოკეთება?“
გვ. 79. პ. უმიკაშვილის პორტრეტს მიწერილი აქვს: „ჰგავს“.
გვ. 84. მოხაზულია გვერდი და მიწერილია: „ილია“.
გვ. 87. თავის დასაწყისზე მიწერილია: „ცენზურა“.
გვ. 89. ხაზგასმულია: „გადაგვარებულ დიდ მოხელეს“, [ლევან მელიქიშვილი]. მიწერილია: „ნ. ბარათაშვილის მეგობარი“.
გვ. 91. ხაზგასმულია: „ჭიის ფერი“ და მიწერილი: „ჭიაფერი?“
გვ. 99. რკალშემოვლებულია: „სპარსეთიდან“ და მიწერილია: „ირანიდან“. აბზაცს მიწერილი აქვს: „ნ. ავალიშვილი?“
გვ. 105. ხაზგასმულია: „თამარიანი“ და მიწერილია: „თუ ეთერიანი?“
გვ. 106. ხაზგასმულია: „მოვათავსე „ივერიაში“ რეცენზია“, მიწერილია: „რომელ წელს? რედაქტორო?“
გვ. 107. ხაზგასმულია მეორე აბზაცი და მიწერილი: „გ. ყ-ძე მედავითნე“.
გვ. 109. სერგეი მესხის პორტრეტს მიწერილი აქვს: „კარგია“.
გვ. 123. დავით ერისთავის პორტრეტს მიწერილი აქვს კითხვის ნიშანი.
გვ. 143. მოხაზულია ბოლო აბზაცი და მიწერილი: „იხ. ელ. ჩერქეზ. მოგონება“.
გვ. 169. პორტრეტთან „ი. მაჩხანელი“ – „ი“ გადასწორებულია „დ“-ად და პორტრეტს მიწერილი აქვს: „ამას აქ რა უნდა? “
გვ. 205. ხაზგასმულია: „იმ წერილიდან“ და მიწერილი: „164“.
გვ. 224. ბოლო აბზაცს მიწერილი აქვს „ვ. აბაშიძე“.
გვ. 233. ხაზგასმულია: „ჰქონდა!“ და მიწერილი: „აქვს?“
გვ. 242. შენიშვნაში, № 14-ს მიწერილი აქვს „ცუკია ფილოსოფოსი“.
გვ. 243. მოხაზულია შენიშვნა № 16 და მიწერილია: „? მე?“.
გვ. 245. შენიშვნაში № 23 ხაზგასმულია: „პოტტო გადმოგვცემს“ და მიწერილია: „სად?“
გვ. 256. მოხაზულია ადგილი და მიწერილია: „იხ. გრ. ყიფშიძე“.
გვ. 258. ქვემოდან მეორე აბზაცთან მიწერილია: „იბეჭდება“.
გვ. 262. შენიშვნას № 70 მიწერილი აქვს: „პიესები?“; შენიშვნა № 71 პირველ აბზაცზე მიწერილია: „იხ. ს. ხუნდაძე“.
გვ. 263. პ. უმიკაშვილის შესახებ ცნობებს მიწერილი აქვს: „არსენა ამას რომ არ ჩაეწერა – დაიკარგებოდა“.
გვ. 264. გრ. ვოლსკის შესახებ ცნობებში ხაზგასმულია: „ლექსები: „შენ გეტრფი მარად“, „ოდეს მეწვევა სევდა დამწველი“ და მიწერილია: „ეს ერთი და იგივე ლექსია. ჩეხოვის პრედლოჟენიე და დათვი სთარგმნა“.
გვ. 266. შენიშვნას № 83 „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ მიწერილი აქვს: „გაგრძელება სხვ“.
გვ. 267. შენიშვნას № 86 „ბაზალეთის ტბის“ შესახებ მიწერილი აქვს: „ამით გაიხსნა „ჯეჯილის“ გამოცემა“.
გვ. 268. შენიშვნას დ. მიქელაძის შესახებ № 93 მიწერილი აქვს: „ს. ხუნდაძე“ და არშიაზე: „სთარგმნა ტოლსტოის პიესა“.
გვ. 269. ხაზგასმულია: „სარდუს ფრანგული პიესიდან“ და მიწერილია: „ისე გამოდის, თითქოს სარდუს არა ფრანგული პიესაც აქვს“. ხაზგასმულია: „პარიზელი ბიჭი“ ჟოზეფისა“ და მიწერილია: „ხახანაშვილის (326) აზრს იმეორებს – ჟოზეფი პარიზელი ბიჭის სახელია. პარიზელი ბიჭის ავტორი?““
გვ. 269. ალ. ყიფშიძის შესახებ ცნობებში ჩამოთვლილ პერიოდულ გამოცემებს მიწერილი აქვს: „მოამბე“.
გვ. 271. ხაზგასმულია: „მათიკო“ და მიწერილია: „დრამაა, კომედია კი არაა“. ხაზგასმულია პიესების სახელწოდებები და მიწერილია: „ესენი ყველა გადმოკეთ.“
გვ. 272. ცნობებში შესწორებულია ვ. აბაშიძის დაბადების თარიღი 1854–1855-ად და ქართული მუდმივი თეატრის დაარსების თარიღი 1878 – 1879-ად.
გვ. 273. ელენე ყიფიანის შესახებ ცნობებს მიწერილი აქვს: „იხ. ს. ხუნდაძე“. ამავე გვერდზე წერია: „არ არის ახსნილი: 1. სიმბორსკი. თავი მოიკლა გარდაიცვალა 1881 წ. 164, საინტერესო პიროვნება იყო. იხ. „Театр“, კობიაკოვი. 2. აკაკის ცოლის გვარი იყო ბაზილევსკი და არა ბელოსერსკი-ბელოზერსკი“.
შემდეგ დაუნომრავ გვ.: „გრ. არწრუნია? გვ. 25; შვლის ნუკრის ნაამბობი წამიკითხავს, – გვ. 105; პორნოგრაფია, 212; ილია და თეატრი, 145; შჩედრინი, 77; ილიას გარეგნობა, 84“.
გაზეთებიდან ამონაჭრები: 1. ა. ჯ.-ს რეცენზია „საინტერესო მემუარები“, მინაწერებით: „ლიტ. საქართველო“, 1936, № 18“. სტატიის ბოლოს გახსნილია ავტორის ინიციალები: „ა. ჯაჯანაშვილი“. ხაზგასმულია რეცენზენტის კრიტიკა მანსვეტაშვილის შეხედულებისა აკაკის პოეზიაზე და მიწერილია: „ესევე აზრი გაიმეორა პ. იაშვილმა 1937 წ. 9 მაისს ხელ. სასახლეში, ე. ი. მანსვეტაშვილი გაჰკენწლა“. 2. ვ. ჯიბუტის რეცენზია „იაკ. მანსვეტაშვილის „მოგონებანი“, მინაწერით: „კომ. განათლება“, 24 სექტ. 1936 წ. № 40“. 3. გაზეთის ერთი გვერდი ნაწყვეტებით. ი. მანსვეტაშვილის „მოგონებიდან“, მინაწერით: „ახალგაზრდა კომუნისტი“ 1936 წ. № 174“. 4. ი. მანსვეტაშვილზე ნეკროლოგი, მინაწერით: „1944 წ. „კომ.“, 1944 წ. 24 მაისი, № 104“. 5. ვ. ხ.-ძის რეცენზია „საინტერესო წიგნი. მოგონებანი იაკობ მანსვეტაშვილის, მინაწერით: „მუშა“, № 217, 20 სექტ. „ქაღალდის ნაჭრები წარწერებით: „დაიბეჭდა მოგონებანი: 1. დ. კლდიაშვილი. 2. ს. მგალობლიშვილი. 3. ი. მანსვეტაშვილი. 4. დ. მესხი. 5. დ. ყიფიანი. 6. გ. ლასხიშვილი. 7. ელ. ჩერქეზიშვილი. 8. ნატო მესხი (იხ. „მნათობი“, 1943 წ. № 11–12. ვინ იყო არტისტი ქალი მანდენოვისა? ენჟენი-უააო? ჯიბერტი – იაკობ მანსვეტაშვილი – (გუნიას კალენდრის რეცენზ.)? ეგრი? ერმილე სოფრომის ძე ნაწერი 1891“. ღია ბარათი მიღებული ლენინგრადიდან ი. გრ. მიერ 6 X 1936 წ. ალ. არაბიძისაგან: „ჩემო სოსო! გიგზავნი ორ წიგნს: გ. წერეთელს და ახუნდოვს. რუსთაველი ძნელი საშოვარია, სპეკულაცია დაიწყო. 60 მან. თხოულობენ ცალში და უნდა გამოგიტყდე, რომ როგორც უმუშევარი მიჭირს მივსცე 60 მანეთი. შენი წიგნები მომდის. ვერ წარმოიდგენ რა მასიამოვნა ამ წიგნებმა. ეცადე, ნუ დამაკლებ ასეთ გამოცემებს და როცა მოვეწყობი სადმე ერთად გადაგიხდი. იაკობის მოგონებები მეორეთ გადავიკითხე, საგანგებოთ დაწერილი წიგნია. ერთი შეცდომა ვიპოვნე. აკაკის ცოლი ბელოსელსკი-ბელოზერსკის ქალი კი არ იყო, არამედ ბაზილევსკის, ძალიან მდიდარი-მილიონერი. იყავი კარგათ. შენი ალ. არაბიძე“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.