National Science Library of Georgia

Local cover image
Local cover image
Image from Google Jackets

ქსოვილი საქართველოდან = Textile from Georgia / საქართველოს ხელოვნების სასახლე ; [ავტ. ჯგ.: გიორგი კალანდია, ირინა საგანელიძე, ირაკლი ზამბახიძე ; სამეცნ. რედ. გულიკო კვანტიძე ; რედ. ელენე სალარძე ; თარგმანი მერი ხარაიშვილი].

Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian თბილისი : ხელოვნების სასახლე, 2017Description: 401 გვ. : ილISBN:
  • 9789941096419
Subject(s):
List(s) this item appears in: ქართული სამოსი
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 დარბაზი 4. 1 კორპ. 745.52(479.22)+391(479.22) ქ-82 (Browse shelf(Opens below)) 4A-13140 Available 2018-4079931862

ბიბლიოგრ. : გვ. 398-401

Patron comment on 12.05.2020

“ქსოვილი საქართველოდან” ორენოვანი ალბომია რომელიც თავისი ფორმით, შინაარსით, მაღალი პოლიგრაფიული დონითა თუ ისტორიული მნიშვნელობით საეტაპო გამოცემას წარმოადგენს.

ნაშრომი ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ მეშვიდე- მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან ცნობას აერთიანებს და ქართველი გვირგვინოსნებისა და თავადების შესამოსელის მიხედვით აღდგენილ ქსოვილზე მოგვითხრობს.

პირველად ისტორიაში, საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს და დაათვალიეროს ის ქსოვილი, რომლითაც დიდი ქართველი მეფეები და დიდგვაროვნები იმოსებოდნენ, მათ შორის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი III, დადიანთა, ჯაყელთა, ერისთავთა, სურამელთა და გურიელთა სახელოვანი შთამომავლები.

ალბომი მიზნად ისახავს ქართული ისტორიული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მიმართულების განვითარების ასახვას. მასში შესულია 200-ზე მეტი ფრესკა და 300-მდე ტექსტილის სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია VIII-XI საუკუნეების ბიზანტიური ქსოვილები სვანეთიდან.

ისტორიულ ტექსტილთან ერთად კატალოგში შეტანილია რეკონსტრუირებული, აღდგენილი ქსოვილები, რომლებიც მხატვრებმა ეკლესია-მონასტების ფრესკებიდან და უძველესი ხელნაწერებიდან გადმოიხატეს და შემდეგ ძვირფას აბრეშუმზე აღადგინეს. (ქსოვილების ავტორი ეკატ.გეგუჩაძე.)

ნიშანდობლივია, რომ ისტორიულ ფრესკებზე დაყრდნობით აღდგენლი ქსოვილის ფრაგმენტები ცხადყოფს ქართული ესთეტიკური ღირებულებების დიდ მნიშვნელობას საქართველოში.

წიგნში შესულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში, ეროვნულ მუზეუმში და კერძო კოლექციებში დაცული ნიმუშები.

პროექტის მხარდამჭერი ნაციონალური სამოსის სახლია, კატალოგის გამოცემა და მეცნიერული კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელდა.

to post a comment.

Click on an image to view it in the image viewer

Local cover image
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.