National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

დავითიანი : თქმული გურამიშვილის დავითისაგან / ა[ლექსანდრე] ბარამიძის და ს[ოლომონ] იორდანიშვილის რედაქციით.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Series: ქართული კლასიკური მწერლობა[ტფილისი] : ქართული წიგნი, 1931Edition: მე-5 გამოცემაDescription: LXXVIII, 348გვ. : [2] ჩანართი ; 21სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-11 (Browse shelf(Opens below)) 2K17 შესამოწმებელია 2020-130137
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-11 (Browse shelf(Opens below)) 2K320 შესამოწმებელია 2021-3696
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-11 (Browse shelf(Opens below)) 2K8917 შესამოწმებელია 2020-130138
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-11 (Browse shelf(Opens below)) 2K29874 შესამოწმებელია 2021-3695
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-96 (Browse shelf(Opens below)) 3215 Available 2019-34342
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-96 (Browse shelf(Opens below)) 3369 Available 2019-34344
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-96 (Browse shelf(Opens below)) 4069 Available 2019-34343
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-96 (Browse shelf(Opens below)) 4320 Available 2019-34345

ფრონტისპისი: დავით გურამიშვილი. თხზულებათა სრული კრებული. ტექსტი. გამოკვლევა. ლექსიკონი.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ყდაზე: „V გამოც.“
ფორზაცზე: „ი. გრ. 1931 2/IV. აქ ქაცვია მწყემსი სრულადაა, 205. „მე“, გვ. 320. ახალი მასალა დ. გურამიშვ. იხ. „ლიტ.-საქართ.“, 1940 წ., № 20. ლექსები არ უნდა დაეყოთ! (ავტორს ასე არა აქვს გვ. 130, 132, 137? 1. ბაქო, 126. 2. საბაოთი, 160. 3. ლექსი აბაშელისებური, 150. წყაროები – 320“.
შმუცტიტულზე: „შეცდომა (ერთ სტრიქონს თუ ორად აკეთებთ რიგიანად მაინც გადასხით?) გვ. 130, 132, 137“.
თავფურცელზე: „ი. გრ. 1931 წ.“
თავფურცელის შემდეგ ჩართულ პირველ პორტრეტზე მიწერილია: „პოეტი ერთ ალაგას ამბობს, „ჩემი უქოჩრო თავითო“ ე. ი. მელოტი ყოფილა. ი. გრ.“ მეორე პორტრეტზე: „დ. გურამიშვილის ეს სურათი პირველად დაიბეჭდა „დროების“ დამატებაში, 1909 წ., № 49. წერილი ამ სურათის გარშემო. გაზ. „დროება“, 1909 წ., № 275. ეს ცნობა ჰქონია ალ. ბარამიძეს. გვ. 319“.
გვ. 17. მე-4 სტროფში ხაზგასმულია სტრიქონი და მიწერილია: „ი. ჭ.“.
გვ. 21. მოხაზულია მე-3 სტროფი არშიაზე: „იხ. ცნობილი ლექსი. ამის მიბაძვა“.
გვ. 48. მე-2 სტროფში ხაზგასმულია: „დამარქო?!“, გასწვრივ: „სარქველი“
გვ. 50. მე-3 სტროფში ხაზგასმულია: „ერქვანთ“, გასწვრივ: „გუთანი“.
გვ. 51. მე-3 სტროფში ხაზგასმულია: „გიტყებდე“, გასწვრივ მიწერილია: „ტყება“, ხაზგასმულია: „მჯიღო“. მიწერილია; „მუშტი“. ხაზგასმულია: „ვარსამისა“. გასწვრივ მინაწერი: „დალაქი“.
გვ. 152. ბოლოდან მე-5 სტრიქონი ხაზგასმულია, არშიაზე წერია: „ამას კიდევ იმეორებს“.
გვ. 165. ხაზგასმულია: „იროკა, ისამა“. არშიებზე მინაწერები: „სამაია (სამის ცეკვა). როკვა (ორის ცეკვა). იცეკვა“.
გვ. 201. 1-ლ სტროფში ხაზგასმულია: „თხაპაო, (სისხლით ქვეყანა თხაპაო)“. არშიაზე: „სხვა გამოცემებში (1911 წ.) შეცდომით „ყლაპაა“. გვ. 160“.
გვ. 223. ხაზგასმულია მე-2 სტროფის რითმული დაბოლოებები და მიწერილია: „მაჯამა“.
გვ. 263. მე-2 სტროფში აღნიშნულია: „მდებელი“. გასწვრივ ფანქრით: „მდებალი(?)“.
გვ. 305. მოხაზულია მთელი სტროფი გურამიშვილის ლექსიდან და არშიაზე: „აკაკი“.
გვ. 315. მე-2 სტრიქონში ხაზგასმულია: „ვინმე გალლმა“. არშიაზე: „(გ. ლეონიძე)“.
გვ. 320. დაბეჭდილია ლიტერატურა გურამიშვილის შესახებ. ბიბლიოგრაფია. არშიებზე მინაწერები: „პავლო ტიჩინამ დასწერა პოემა გურამიშვილზე. აკლია: „ნ. ბერძნიშვილის წერილი, რომელიც ამბობს ზუბოვკა კი არა დუბოვკა უნდაო. ლ. ქიაჩელი. „დ. გურამიშვილი“ (იხ. „სახალხო გაზეთი“, 1913 წ., № 816. 817)“.
აქვე მოხაზული აღწერილობა № 12. „ალ. ხახანაშვილი. „Очерки по истории груз. словесности, III.“ მიწერილია: „Кавк. Вестник“, 1900, № 8. მოხაზულია: აღწერილობა № 15. Гр. Гарели. Поэт Гурамишвили... მიწერილია: „(გრ. ჯაფარიძე)“.
გვ. გვ. 326–338. ლექსიკონში ხაზგასმულია: „ზატიკი – განთავისუფლება“, გასწვრივ მიწერილია: „ზადიკი – აღდგომა (სომხ.)“. ხაზგასმულია: „ზღურბლი“, მიწერილია: „ქანი“. ხაზგასმულია: „თათუხი 94, 3. ზანდური, სამინდალი“. გასწვრივ დასმულია კითხვის ნიშანი და მიწერილია: „პური არ არის?“ ხაზგასმულია: „იროკა – იცეკვა“, არშიაზე: „ორმა იცეკვა“. ხაზგასმულია: „სამა იცეკვა“. გასწვრივ „სამაია“. ხაზგასმულია: „კოჭობი – პატარა ქოთანი“. არშიაზე: „უეჭველად თიხის ქოთანი და ისიც უყურო“. ხაზგასმულია: „კოწახური (ხე)“. არშიაზე: „Барбарис“. ხაზგასმულია: „ლაბადა – ყაბაჩა, პატარა კაბა“, არშიაზე: „юбка“. ქვედა არშიაზე მიწერილია: „მდობელი – და-“ ხაზგასმულია: „მჭახედ, ცხარედ“ – არშიაზე: „მჭახე ხმით – ხმა გამყივარი“. ხაზგასმულია: „ნატისუნი – ნატისული“. ქვედა არშიაზე: „ნატისუსალი (ილია)“.
ასო „ს“-ზე დაწყებული სიტყვების წინ ჩამატებულია: „საბაოთი 162“.
გვ. 336. ხაზგასმულია: „ყომარბაზობა. თამაში (ბანქოსი ნარდის...)“ გასწვრივ მიწერილია: „ნარდიც შიგ შედის“. ხაზგასმულია: „ყუვი ყუთი“. გასწვრივ: „ყუითუკი“. ხაზგასმულია: „შუშპარი თამაშობა“, გასწვრივ მიწერილია: „მე კოჭს ვთამაშობ“ (იხ. ბანქო)“. ხაზგასმულია: „ძეძვი – ეკლიანი ჯაგი“. არშიაზე: „ჩემს საათნოვადან გაუკეთებია“. ხაზგასმულია: „ხუთი – ნატვრის თვალი, გველის ქვა“. ქვედა არშიაზე: „უეჭველად უნდა იყოს ხუთო“.
გვ. 341. მოხაზულია ცნობები სოფ. ზუბოვკის შესახებ, გასწვრივ მინაწერი: „უნდა დუბოვკაო. იხ. ნ. ბერძნიშვილი. „Кав. Кален.“, 1869. ი. გრ.“
ყდის მეორე გვერდზე: „გ“-ს რეცენზია ამოჭრილი გაზეთიდან, მინაწერით: „დროშა“, 1931, № 19–20“.
მეორე ცალის ფორზაცზე: „გათათხა, 159, 324“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.