National Science Library of Georgia

Image from Google Jackets
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 3K70 შესამოწმებელია 2021-2471
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 3K4303 შესამოწმებელია 2021-2469
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 3K4304 შესამოწმებელია 2021-2470
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 3 Available 2020-3269
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 628 Available 2020-3270
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 20129 Available 2020-3268
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 38229 Available 2020-3267

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ხელნაკეთ სუპერზე: „აქედან აიწყოს II ტ. ჩემს არხივს. გასასწორებელია, გვ. 82. დამიბრუნდი. ი. გრ.“
შმუცტიტულზე: „კორექტორის ფურცლები. 1921 წ. ნოემბ. 15-ს გათავდა 10/I 1922 წ. აქედან აიწყოს მეორე გამოცემისათვის. ი. გრ.“
თავფურცელზე: „1922. სახელმწიფო გამომცემლობა.“
გვ. 10. ლექსი „გელოდებოდი“ აღნიშნულია ნიშნით: „V“ და ტექსტის ბოლოს მიწერილია: „1914 წ.“
ლექსები: გვ. 13. „დაიგვიანე!“; გვ. 14. „შურის ძიება“; გვ. 16. „იცი, ოლოლ!“; გვ. 17. „ხანძარი“; გვ. 18. „შენ და ბუნება“; გვ. 20. „აპრილი და მაისი“; გვ. 22. „შეიძლება ქარს ახსოვდეს“; გვ. 23. „შემოდგომა ტფილისში“; გვ. 25. „კოტე მესხს“; გვ. 28. „არც „ჰოს“ ამბობს, არც „არას“ – იმავე ნიშნით „V“ არის აღნიშნული და ტექსტის ბოლოს მიწერილია „1914“.
გვ. 20. ლექსში „აპრილი და მაისი“ შესწორებულია ფანქრით: პირველ სტრიქონში „ხო“ გადაკეთებულია „ჰო!“-დ. მესამე და მეოთხე სტრიქონები გადაკეთებულია ასე:

„კოხტა გოგოვ! სულ პირველად მეც აპრილში გაგეცანი
და, მაისში უკვე გიძღვენ ალერსი და კაეშანი“.

გვ. 22. ლექსს „შეიძლება ქარს ახსოვდეს“ მიწერილი აქვს: „ოცნება და სინამდვილე“.
ლექსის ბოლოს: „იხ. („განათლება“, 1914, № IX) იქ ერქვა „ოცნება და სინამდვილე“, ეძღვნებოდა ჩ-ს“.
გვ. 23. ლექსის „შემოდგომა ტფილისში“ მესამე სტროფის მეორე სტრიქონში გადახაზულია: „იქნებ გახდი“ და მის მაგიერ წერია: „და შეიქენ“.
გვ. 25. ლექსის „კოტე მესხს“ სათაური გადასწორებულია: „კოტე მესხის ხსოვნას“.
ლექსები: გვ. 30. „ჩემო მშვენებავ!“; გვ. 33. „ვინც უნდა სთქვას!“; გვ. 35. „სევდა“; გვ. 36. „სამი მუნასიბი“; გვ. 36. „ხახეს“; გვ. 37. „ღამის ფიქრები“; გვ. 41. „მეტყველი ცეკვა“; გვ. 42. „თქმულებიდან: „სანთლის ტირილი“; გვ. 43. „შავი თოვლი“; გვ. 44. „არა უნდა გაგებუტო“; გვ. 48. „ო. შოთა, შოთა!“; გვ. 49. „ვარდის კვნესა“; გვ. 51. „ის“; გვ. 52–53. „ჩემი საღამო“; გვ. 54. „აკაკი და ვარსკვლავები“; გვ. 56. „გაგაცილე და...“; გვ. 60. „თვალნი ელამნი“; გვ. 61. „ქალი მსახიობი“; გვ. 62. „ვაჟა-ფშაველას“; გვ. 63. „ახალი ღმერთი“; გვ. 65. „თამარ“ – აღნიშნულნი არიან ნიშნით „V“ და ბოლოში მიწერილია; „1915 წ.“
გვ. 30. ლექსს „ჩემო მშვენებავ“ მიწერილი აქვს: „დაიწყოს 8 სტრიქონად“ და სტრიქონები გაყოფილია ტეხილი ფრჩხილებით.
გვ. 35. „სამი მუნასიბის“ მესამე ლექსში – „კისლოვოდსკში“ უკანასკნელ სტრიქონში სიტყვა „უკვდავ“ გადახაზულია და მის მაგიერ წერია: „წმინდა“.
გვ. 37. ლექსში „ღამის ფიქრები“ მესამე სტროფის მეოთხე სტრიქონში მრავალწერტილები შეცვლილია მძიმეებით.
გვ. 42. ლექსის სათაურთან „თქმულებიდან: „სანთლის ტირილი“ პირველი სიტყვა გადახაზულია.
გვ. 44. ლექსში „არა, უნდა გაგებუტო!“ მეოთხე სტროფში სიტყვა „ფრთაა“ შეცვლილია სიტყვით „ზღვაა“. ამავე ლექსში გასწორებულია ორი კორექტურული შეცდომა.
გვ. 50. ლექსს „სალამური. უკანასკნელი ლექსი ოლოლს“, მიწერილი აქვს: „ოლოლი გათხოვდა: გათხოვდა 31 მარტს 1915“. აქვე ჩაწებებულია 1917 [?] წ. კედლის კალენდრის 29 ივნისის ფურცელი, რომლის მეორე გვერდზე დაბეჭდილია ეს ლექსი, ხელმოწერით „ი. გრიშაშვილი. 1915 წ., 31 მარტი“.
გვ. 52. ლექსის „ჩემი საღამო“ მიძღვნა „ს-ს“ გადახაზულია.
გვ. 54. ლექსში „აკაკი და ვარსკვლავები“ ბოლო სტრიქონში სიტყვაში „აკაკიც“ „ც“ – ამოგდებულია.
გვ. 59. მოყვანილ ეპიგრაფში – ავტორი ამოშლილია.
გვ. 61. ლექსში „ქალი მსახიობი“ შეტანილია შესწორებები: მესამე სტრიქონში სიტყვა: „სხვაცა“ შეცვლილია სიტყვით: „ყველა“. მეცხრე სტრიქონში რკალშემოვლებულია სიტყვები: „ჩემი რიტმი, ჩემი ფრაზა“ და არშიაზე მიწერილი: „უმტვერო და ხმა-ხასხასა“. მე-11 სტრიქონში ხაზგასმულია სიტყვა „ყველაფერი“ და მიწერილი: „ყოველივე“.
გვ. 63. ლექსის სათაურს: „ახალი ღმერთი“ წინ მიწერილი აქვს: „პოეზიის“.
ლექსები: გვ. 72. „თიბათვე წაღვერში“; გვ. 73. „მზის ხალები“; გვ. 80. „უკანასკნელი ნატვრა“; გვ. 87. „სურნელება ძველი ხელნაწერებისა“ – აღნიშნულნი არიან ნიშნით „V“ და ტექსტის ბოლოს მიწერილია „1916 წ.“
გვ. 72. ლექსის „თიბათვე წაღვერში“ მესამე სტროფში სიტყვა „ყარყუმო“ წაშლილია და მის მაგივრად წერია: „ყარაჩი“. იმავე ლექსის უკანასკნელ სტრიქონში სიტყვა „აზრიანი“ შეცვლილია სიტყვით „უშფოთველი“.
გვ. 73. ლექსში „მზის ხალები“ მიძღვნა ამოშლილია. ბოლო ტაეპში გადახაზულია:

...„ეგ ულვაში ჩვილ-ბუსუსა
მსურდა კოცნით დამეგლიჯა, მაგრამ – კარგო – მეაფსუსა:
რად შევეხო?“

და მის მაგივრად წერია:

...„ბუსუსები პაწაწინა
გავიფიქრე მე ცოდვილმა: ნეტა ერთი მაწეწინა:
მაგრამ, არა!“

გვ. 81. ლექსში „დამიბრუნდი! დამიბრუნდი!“ მე-19 სტრ. სიტყვა „ბაგიდგან“ გადასწორებულია: „ბაგეთგან“.
გვ. 82. იმავე ლექსის მე-20 სტრ. სიტყვა „წივას“ მაგივრად წერია: „წალამს“ და იქვე გადახაზულია სიტყვა „მყრალ“ და მიწერილია: „მწველ“.
გვ. 82. იმავე ლექსში სიტყვა „აზისია“. გასწორებულია: „აზიზია“.
გვ. 86. ლექსს „მუნჯი სიმღერები“ მიწერილი აქვს: „ეს ლექსი შეიძლება სამ გვერდით – თითო გვერდზე თითო ლექსი“.
მესამე ლექსის სათაური „კაზმული გრძნობა“ გადახაზულია და წერია: „გული“.
მეორე ლექსის პირველი სტრიქონის ბოლოს ძახილის ნიშანი რკალშემოვლებულია და არშიაზე მიწერილია: „გამოცვალეთ ნიშანი სხვა ასოსია“.
ლექსები: გვ. 88–89. „სპარსეთის დედოფალი“; გვ. 90. „მითხრეს“; გვ. 95. „წმიდაო ნინო!“; გვ. 96. „ჩემი მუზა ომის დროს“; გვ. 98. „ქუთაისი“; გვ. 100. „ჩემი კერძო წერილები“; გვ. 101. „დათოვლილი მედროშე“; – აღნიშნულნი არიან ნიშნით „V“ და ტექსტის ბოლოს მიწერილია: „1917 წ.“.
გვ. 88. ლექსის „სპარსეთის დედოფალი“ სათაურში პირველი სიტყვა გადახაზულია, დაწერილია ჯერ: „ჩემი“, ისიც გადახაზულია და შემდეგ წერია „თბილისის“ იმავე ლექსის ბოლოს, გვ. 89; უკანასკნელ სტრიქონში სიტყვა „სპარსეთის“ გადახაზულია, დაწერილი ჯერ: „პოეტის“, ისიც გადახაზულია და წერია: „თბილისის“.
გვ. 92. ლექსში – „მოწამლული დანა“ მე-4 სტრიქონში სიტყვა „ცისა“ შეცვლილია სიტყვით „ზეცის“.
გვ. 94. ლექსის „რვა სექტემბერი“ სათაური გადახაზულია და ზევიდან წერია: „სონეტი“. ტექსტის ბოლოს მიწერილია: „1917 წ., 8 IX“.
გვ. 95. ლექსს „წმინდაო ნინო!“ მიწერილი აქვს ეპიგრაფი:

„ნინოს ხსენება
სიხარულის ღირს არს“
(საცისკრო საგალობელი, 8)“.

გვ. 97. ლექსის „მესამე მოქმედება“ მიძღვნა: „ელლეს“ რკალშემოვლებულია ფანქრით და მიწერილი აქვს კითხვის ნიშანი.
გვ. 98. ლექსის „ქუთაისი“ მეორე სტროფში სიტყვა „თაგვისფერ“ ხაზგასმულია, მიწერილია „ნაცრისფერ“.
გვ. 100. ლექსის „დათოვლილი მედროშე“ მიძღვნიდან შენიშვნაა ჩამოტანილი სქოლიოში – წერია ფანქრით: „შენიშვნა“: ამ ლექსის პირველი ნახევარი მიმართულია გაზ. „ერთობის“ თანამშრომლებისადმი, რომლებმაც მხცოვან საზოგადო მოღვაწის იუბილეს დღეს ასეთი მეთაური დაბეჭდეს. იქ ეწერა „მოცლილი ქართველი ინტელიგენცია იუბილეს უხდის ვ. გუნიას“. („ერთობა“, 1917 წ., № 112). ი. გრ.“
გვ. 103. ლექსის „ტრიოლეტები შეითანბაზარში“ მეორე სტროფის მეექვსე სტრიქონში სიტყვა „ჩრდილოეთიდამ“ ხაზგასმულია და არშიაზე „მსუსხავი“.
ლექსები: გვ. 105. „ავლაბარი“. გვ. 108. „ჰიმნი შევარდნებს“; გვ. 114. „მეფე ვახტანგი“. გვ. 116. „ცალ-თვალ ახვეულს“ – აღნიშნული არიან ნიშანით „V“ და ბოლოში მიწერილია „1918 წ.“
გვ. 105. ლექსის „ავლაბარი“ სათაური გადახაზულია და ზემოდან წერია: „ისანი“
გვ. 106. ლექსის „ფოსოს აბანო“ მეორე სტროფის მეოთხე სტრიქონში სიტყვა „სპარსეთის“ გადახაზულია და მის მაგივრად წერია: „თბილისის“.
გვ. 107. ლექსის „თათრის ქალი სუფსარქისში“ – პირველი სტროფის მეორე სტრიქონში სიტყვა „ლოცვებით“ გადახაზულია და მიწერილია: „სიზმრებით“. იმავე ლექსის მეორე სტროფის მესამე სტრიქონში სიტყვა „ალბად“ გადახაზულია და მის მაგივრად წერია: „აღარ“; იქვე სიტყვა „კვლავ“ გადახაზულია და წერია: „აქ“.
გვ. 108. ლექსის „ჰიმნი შევარდნებს“ სათაურში პირველი სიტყვა წაშლილია.
გვ. 113. ლექსს „ნამწვი“-ს მეოთხე სტროფის პირველ სტრიქონში გადახაზულია: „თუ საქართველო“ და მიწერილი: „ჩემი სამშობლო“. შემდეგ სტრიქონში გადახაზულია: „არ იქნება“ და წერია: „თუ არ იქნა“. იქვე, მესამე სტრიქონში ხაზგასმულია სიტყვა: „მტრის“ წერია „სხვის“.
გვ. 114. ლექსში „მეფე ვახტანგი“ გადახაზულია: „ჩვენ არ“, მიწერილია: „აღარ“.
გვ. 116. ლექსის „ცალ-თვალ ახვეულს“... მიძღვნა: „ნანინ, შენ გიძღვნი, შენ!“ გადახაზულია.
ლექსები: გვ. 117. „ბაუერზაკს“, გვ. 118. „პატარა სონეტი“, გვ. 119. „გასტროლიორის თაიგული“, გვ. 120. „მარგარიტა გოტიეს“ – აღნიშნულია ნიშანი „V“ და ბოლოში წერია: „1919 წ.“
გვ. 117. ლექსის „ბაუერზაკს“ – სათაური გადახაზულია, მიწერილია „მოცეკვავეს „აბესალომ და ეთერში“, – ეს სათაურიც გადახაზულია და წერია: „მოცეკვავეს“. ამავე ლექსში გადახაზულია: „უცხოელო“ აწერია: „რუსის ქალო“, – ესეც გადახაზულია და მიწერილია: „მშვენიერო“. გადახაზულია სიტყვა: „მკერდ“, წერია: „გულ.“ გადახაზულია „შენის ტანის აღმართ-დაღმართი“, აწერია: „შენი მკერდის ორი აღმართი“.
გვ. 118. ლექსს „პატარა სონეტის“ მიძღვნა „ლიდია სემიონოვას“ გადახაზულია.
გვ. 120. ლექსის „მარგარიტა გოტიეს“, მიძღვნას – „ნუცას“ მიწერილი აქვს: „ჩხეიძეს“.
გვ. 121. ლექსის „ლოტოსი“ ბოლო ხუთი სტრიქონი მოხაზულია და წერია: „ბოლო ხუთი სტრიქონი გადავიდეს მეორე გვერდზე და ლექსი მთელი ტანით ჩამოიწიოს ქვევით. სათაური ამ ლექსისა გაუთანასწორდეს „მარგარიტა გოტიეს“.
გვ. 126. ლექსში „შენი ყელი“ სიტყვა „წურბელებით“ გადახაზულია, წერია: „მათრახებით“.
ლექსები: გვ. 127. „კათაკმეველნო“, გვ. 128. „უსახელო თითი“, გვ. 132. „მანუშაკ“, გვ. 133. „ელექტრონი ფოთლებში“, გვ. 134. „ჩემ დას მაგონებ“, გვ. 135, „1914“, გვ. 136. „ლადო მესხიშვილს“, გვ. 137. „ქურდული ალერსი“, გვ. 140. „მაჯამა აღმოსავლეთს“, გვ. 145. „ჩემს მამას“ – აღნიშნული არიან ნიშნით „V“, ტექსტის ბოლოს მიწერილი აქვთ: „1920 წ.“
გვ. 132. ლექსის „მანუშაკ“ სათაური გადახაზულია და აწერია: „ლეილა“. გადახაზულია: „ეჩმიაძინის მორცხვი პრინცესა“, მიწერილია: „ჩემი ლეილა, ჩემი პრინცესა“. სიტყვა: „კოცნა“ შეცვლილია სიტყვით: „ჯილდო“. ხაზგასმულია: „და იცი რატომ? იმიტომ მხოლოდ“, წერია: „და მხოლოდ მიტომ, და მიტომ მხოლოდ“. სიტყვა „შემდგომ“ შეცვლილია სიტყვით „შემდეგ“.
გვ. 133. ლექსის „ელექტრონი ფოთლებში“ მეორე სტროფში სიტყვა: „ლამფა“ შეცვლილია სიტყვით: „სხივი“; მესამე სტრიქონი რკალშემოვლებულია და წერია: „აქ ხეივნის ნაჩრდილები ისე გამოსჭვივის, ვით გიორგი სააკაძის ტანის ჭრილობები“.
გვ. 137. ლექსის „ქურდული ალერსი“ – მეორე სტროფში გადახაზულია სიტყვა: „მყობადი“ წერია: „მერმისი“.
გვ. II, III. ხაზგასმულია ლექსის სათაურები: „დედოფლის სიზმარი“, „უძილო ღამე“, მიწერილია: „შევიდეს?“.
გვ. VI. „სონეტი“, „საქართველოს ზადიკი“, გვ. IV. „ტფილისი“ – ხაზგასმულია და მიწერილი: „არ შევიდა“.
სუპერის მესამე გვერდზე წერია: „სტუმრები მოვიდენ თუ ოფლს მოვიდენ. დაჰყო – ნაწილებად, დაჰყო – დააყოვნა, დარჩა“.
მეორე ცალის ფორზაცზე დაკრულ ქაღალდზე წერია: „ერთმა ჩემმა წაღვერელმა მეგობარმა ქალმა – ბაბეტა ყორღანიშვილმა – პეტროგრადში გამგზავრების წინ მთხოვა: მომიტანეთ თქვენი საყვარელი წიგნი სახსოვრად ყდა მინდა გაუკეთოო! რამდენჯერმე ვუთხარი უარი. იმ მიზნით, რომ მე ერთად ერთი საყვარელი წიგნი მაქვს მეთქი, და ეს წიგნი შენ, ბაბეტა ხარ, რომელიც აქამდე ვერ ავფურცლე!... არ დამიჯერა. ბოლოს მიუტანე ეს ჩემი ლექსების მეორე ტომი, რომელიც სულ სხვანაირ ქაღალდზეა დაბეჭდილი და სულ ორი ეგზემპლარი არსებობს (ერთი მარიჯანს ეკუთვნის), მაგრამ როგორ ვწუხვარ, რომ წიგნი გამიფუჭეს. ვინ არის დამნაშავე? რასაკვირველია მკაზმავი, რომელმაც იკისრა და იცოდა კი რომ ვერ შეიძლებდა... და თუ მაინცდამაინც ჩემს საწიგნე კარადაში ძევს ეს წიგნი, მხოლოდ იმიტომ, რომ მოვიგონო ბაბეტა, რომელსაც ვემუდარებოდი, ნუ გინდა წიგნი, მე ცოცხალი წიგნი მირჩევნია მეთქი და მეორეც, დე ყველა მკაზმავმა მუშამ იცოდეს, რომ მათი გემოვნება, ტექნიკა ბანალურია, დაძველებულია და საჭიროა ჩვენ, სპეცებს დაგვიჯერონ ამა თუ იმ წიგნის აკინძვა-დაბეჭდვაში. ი. გრ. 1925. 12/VI. II ტ., 1921 წ.“
გვ. 94 და 95 შორის ჩადებულია ფურცელი, ამოღებული ი. გრ-ის 1955 წ. გამოცემული ერთტომეულიდან, გვ. 83–84.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.