National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

თხზულებანი გრ. აბაშიძისა : ნაწ. 1 : [ლექსები]. ავტორის სურათით / გრ. აბაშიძე.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Кутаисъ : ქუთაისის ამხანაგობის გამოცემა N 16, 1901 (тип. Киладзе и Хеладзе)Description: 366, VII გვ. : [1] ჩართ. ფურც. პორტრSubject(s): Online resources:
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ა-135 (Browse shelf(Opens below)) 3741 Available 2012-7304
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ა-135 (Browse shelf(Opens below)) 10701 Available 2012-7305
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ა-135 (Browse shelf(Opens below)) 29328 Available 2012-7306

ჩასმულია საგანგებო ყდაში. ყუაზე ოქროს ასოებით: „ლექსები გრ. აბაშიძისა. 1. გრიშაშვილი“. ყდის მე-2 გვერდზე მინაწერები: „1. „გუშინ გავუღე გალიის კარი“, 59. (თარგმანი), ტუმანსკის ლექსია (დაისტ.). 2. ნადირობა, გვ. 241. გადმოკეთებულია А. Ф. Федотов-ის ლექსიდან (იხ. არტისტთა კრებული „Живая струя“ გვ. 86. მე მაქვს). 3. ლერმონტოვიდან, გვ. 20, 33 (არ ეწერა ლერმონტ.). 4. არნოლდის „მნათობი აზიისა“, 129 და 291. 5. პუშკინის „ანგელოსი“, გვ. 174. 6. ჩემთვის ერთია, ჩემთვის ერთია – 218. (ამ ლექსის დედანი მაქვს.) 7. შეცდომა გვ. 62“. ფორზაცზე: „ეს წიგნი გაარჩია ზანგმა (გრ. რცხილაძემ) (იხ. „ცნ. ფურცელი“, 1901 წ., № 1670). ი. გრ. – ზანგის ფსევდონიმით რცხილაძეზე ადრე სწერდა გოლა ჩიტაძე (იხ. მის მიერ ნათარგმნი ჰიუგოს „კლოდ-გე“). – მწირი, 300. – [გრ. აბაშიძე] დაიბადა 1866. გარდაიცვალა 1903 წ. მარტში. – გრ. აბაშიძის ფსევდონიმები: 1. გ. თირელი. 2. მენავე [ნავი]? (იხ. „ივ.“. 1896 წ., № 66). 3. შროშანა (იხ. ლასხიშვ. მოგონება, 89). 4. ვინმე (იხ. „ივერია“, 1903, № 65. დ. მეგრ.). 5. გრ-ა. 1896 „ივ.“, 6. ი. გრ.“

თავფურცელზე ავტორის გვარის ქვეშ: „(1866–1903)“. საგამომცემლო მონაცემების გასწვრივ: „ქართულად არ შეიძლებოდა?“. გვ. 3. ავტორის წინასიტყვაობაში წინადადებას: „თხზულების მეორე ნაწილში მოთავსებული იქნება უმთავრესად თარგმანები“ მიწერილი აქვს: „თარგმანები აქაც ბევრია“. გვ. 11. ლექსთან „ოხ. მარგალიტავ! (ფრანგულიდამ“) მიწერილია: „ეს ლექსი ეკუთვნის პროვანსელ სახალხო პოეტს ფრედერიკ მისტრალს. ლექსის სათაურია: მაგალი (!) იხ. „В. ин. лит.“ გვ. 20. ლექსთან „თერგის ძღვენი (ლერმონტოვიდამ)“: „ეს ლექსი პირველად დაიბეჭდა „ივერიაში“ 1893 წ., № 269. ზედ არ ეწერა, რომ ლერმონტოვიდან იყო თარგმნილი, შეიძლება კორექტორის დაუდევ. გამო. ი. გრ“. გვ. 33. ლექსთან „წყნარი ღამეა. (ლერმონტოვიდამ)“: „გვ. 118, რუსული“. მეორე სტრიქონში მოხაზულია: „გზა ქვა-ფენილი“. არშიაზე: „კაჟისა შარა“. (ასეა დაბეჭდილი ივერიაში 1893, № 255 „Сквозь туман кремнистый“)“. ლექსის ბოლოს: „ივერია“, 1893, № 255“.

გვ. 47. ლექსს „ერთ ქალს. (ვ. ჰიუგოდამ)“ აქვს მინაწერი: „ეს ლექსი სთარგმნა კიდევ: 1. ალ. ჭ-ძემ. 2. ს. ქვარიანმა. 3. გ. შარვაშიძემ. 4. გ. ერისთავმა“. გვ. 59. ლექსის „გუშინ გავუღე გალიის კარი“ ბოლოს მიწერილია: „რუსი პოეტის ტუმანსკის ლექსი. იხ. ერთი ძველი ორი სახელმძღვანელო. (მე მაქვს). I. გვ. 14. II. გვ. 4“. არშიებზე: „ეს ლექსი სთარგმნა მიხ. ფავლენოვმაც (იხ. „ცისკარი“, 1865 წ., აგვისტო, გვ. 68). სთარგმნა: გრ. აბაშიძემ, მიხ. ფავლენოვმა, შ. მღვიმელმა, რ. ერისთავმა (?)“. გვ. 73. ლექსის „სიმღერა“ ბოლო სტროფში ხაზგასმულია: „და დამაფარონ მიწის პირი მე“. მიწერილია: „ჩემი რედაქცია: მე ასე დავწერდი – და ამომევსოს მიწით პირი მე, ერთი მიტირე შენი ჭირიმე“. გვ. 102. ლექსთან „თეთრი ჩადრი“: „ჰარტმანისა. 1. ეს სთარგმნა შემოკლებით კირილე ლორთქ. იხ. მისი „სანთური“ გვ. 10. 2. მგონი კიდევ სთარგმნა ა. შანშიაშვილმა“. გვ. 115. ლექსთან „ბუდდის მერცხალი“: „ბეგლარასაც აქვს თარგმანი“. გვ. 129. პოემას „მნათობი აზიისა“ ეხება მინაწერი: „პირველად დაიბეჭდა – იხ. „ივერია“, 1893 წ., № 258. გრ. აბაშიძემ ეს პოემა გალექსა პროზად გადაკეთებულისგან, რომელიც იმავე ივერიაში დაიბეჭდა ექვსი დღით ადრე. (იხ. „ივ.“, 1893, № 252). ეტყობა მოეწონა მთარგმნელი. აქ მხოლოდ ერთი თავია თარგმნილი ამ პოემიდან. ი. გრ. თავი მეორე აქვეა. იხ. გვ. 291“.

გვ. 144. ლექსის „ამაო მსხვერპლი“ ბოლოს: „ივერია“, 1893. № 281“. გვ. 174. ლექსთან „სამოთხის კართან თავ ჩაკიდული“ მიწერილია: „ანგელოსი (პუშკინით)“. გვ. 176. უსათაურო ლექსის „გახსოვს, მაცდურო...“ ბოლოს: „1908 წ. 16 ნოემბერს. ი. გრიშაშვილი. ოლოლ“. გვ. 218. ლექსთან „ჩემთვის ერთია ტანჯვა და ლხენა“ არშიებზე: „სპ. ჭელიძის „ჩანგურში“ აწერია („რუსულიდან“) და მართლაც ამ ლექსის დედანი არსებობს – ძველი რუსული რომანსი (იხ. დ. ერისთ. ნაქონი რვეული. გვ. 99/26. მე მაქვს. შ. კაშმაძე წერს, რომ თითქოს ეს ლექსი აკაკის კალამს ეკუთვნოდეს. რაც „იმღერება“ განა ყველა აკაკისაა? (იხ. „ლიტ. და ხელ.“ 1945 წ., № 5, გ. 3). ი. გრ.“. გვ. 219. არშიაზე: „ქართული თარგმანები უფრო უკეთესი გამოდიოდა“. გვ. 241. ლექსთან „ნადირობა (სასცენო მონოლოგი. გადმოღებულია)“ მიწერილია „საიდან? ამ ლექსის ავტორია А. Ф. Федотов (იხ. „Живая струя“, გვ. 86) ეს ლექსი დაიბეჭდა „ივერიაში“ 1896 წ., № 41“. გვ. 300. ლერმონტოვის „მწირის“ მე-2 თავთან არშიაზე: „გამოტოვებულია ერთი ხანა, სადაც რუსების მფარველობაზეა ლაპარაკი. ი. გრ.“

სარჩევში, გვ. გვ. I–VII მრავალი შენიშვნაა. დაზუსტებულია თარგმნილი ლექსების ავტორები, მითითებულია ამა თუ იმ ლექსის პირველი პუბლიკაცია, დაზუსტებულია დაწერის თარიღები: გვ. II. არშიებზე: „ამ წლის „ივერიაში“ (1896) ბევრი ლექსია, რომელიც შეიძლება აქ არ იყოს შემოტანილი. ი. გრ.“ „ეს ლექსი („საახალწლო ექსპრომტი“) დაბეჭდილია 1896 წელში გამოცემულ წიგნში: „პატარა კრებული საუკეთესო ლექსებისა“ 1896 წ., ქუთ., მ. ლაღიძის გამოცემა, გვ. 19“. გვ. VII. მინაწერი სარჩევზე: „აკლია (?). 1. „დავსძლიე გული“ (დიდი ლექსია). დაიბეჭდა „ივერიაში“, 1893 წ., № 280. 2. ექსპრომტი („აწმყოს ძალღონე, ნუგეში“). („ივერ.“, 1893, № 279)“.

წიგნში ჩადებულ კონვერტში თავმოყრილია ი. გრ. ჩანაწერები: „1. „მთვარე ქათქათებს“, გ. თირელისა. (იხ. თ. მაჭავარიანის ხელნაწერი). 2. ექიმი ჭოღოშვილი. შეცდომა გრ. აბაშიძეზე. (იხ. უნივერსიტეტის გამოცემა „აკაკის კრებული“). 3. გრ. აბაშიძის უცნობი ლექსი – პოემა „არაკი“ (აკაკისადმი). („თემი“, 1911, № 16). 4. „საკვირველია გრ. აბაშიძის ბედი, მშვენიერ ლექსებს და ეტიუდებს აწერდა გრ-ა და სათავ. აზნაურო ბანკის ანგარიშებს, რომელსაც ყველა ხრონიკიორი დაწერდა. ქვეშ მოწერილი აქვს გრ. აბაშიძე, იხ. „ივერია“, 1896. № 89 და სხვ. 5. გრ. აბაშიძის მიერ თარგმნილი ველიჩკოს ლექსი „იმერეთში“ (იხ. „მოამბე“, 1896, № VIII). 6. გრ. აბაშიძის ფსევდ. შროშანა იხ. ლასხიშვ. მემუარები გვ. 89. ნავი მისი ფსევდ. 7. „მენავე“ და „ვინმე“ გრ. აბაშიძის ფსევდონიმია „ივერიაშიო“, სწერს დ. მეგრელი გრ. აბაშიძეზე. (იხ. „ივერია“, 1903, № 65). 8. გრ. აბაშიძე სცენაზედაც გამოდიოდა. 1900 წელს ითამაშა მესტვირეს როლი „სამზადისში“, იხ. წიგნაკი „ქუთაისის თეატრის 50 წელი“ გვ. 88. პროგრამაში. ძველი გამოცემა. 9. გრ. აბაშიძემ რომ სთარგმნა „ნადირობა“, ეკუთვნის გრენე-ლანკურას კალამს. აქედან რუსულად სთარგმნა ა. ნ. პლეშჩევმა და ფედოტოვმა“. კონვერტში დევს აგრეთვე რომელიღაც რუსული ჟურნალიდან ამოჭრილი ცნობა ედვინ არნოლდის პოემის „Свет Азии“ გამოცემის შესახებ. არშიაზე მინაწერი: „გრ. აბაშიძე, გვ. 291“. აქვე დევს მანქანაზე გადმობეჭდილი რუსული ტექსტი პოეტ მისტრალის სიმღერის – „ძაგალის“ შესახებ მინაწერით: „ოჰ, მარგარიტავ!“ ეკუთვნის პროვანსელ პოეტს მისტრალს“. გვ. 241. ლექსთან „ნადირობა“ მიწერილია: ფედოტოვისა. ი. გრ.“. მესამე ცალის თავფურცელზე ადრინდელი მფლობელის ბეჭედი: „Иван Тимофеевич Полумордвинов“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.