National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ლექსები / დ. გაბრუაშვილი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: თბილისი : გამოცემა დ. ვეძელისა, 1901 Description: 125 გვ. ; 19 სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-134 (Browse shelf(Opens below)) 10286 Available 2012-7653
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-134 (Browse shelf(Opens below)) 43760 Available 2012-7654

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. თავფურცელზე წარწერა: „ვუძღვნი ჩემი ქვეყნის სიამაყეს და სილამაზის მეფეს ამხ. ი. გრიშაშვილს. ავტორი. 3. XI-40 წ.“
კანზე: „აქ მსახიობ ი. ივანიძის ლექსია მისი ხელით. „იხ. ყდა. ი. გრ. ეს წიგნი მიძღვნა ავტორმა. იხ. 106“.
კანის მე-2 გვერდზე ი. ივანიძის ხელით: „დათიკოს. იხილე ლექსი გვ. № 73.

„ახალ წელიწადს არ მოგილოცავ –
ბევრი ჩანთქმულა ამაოდ, ფუჭად,
წუთით დამტკბარი ბევრნი მინახავს
ახლა ქცეულან ნაცრადა და მტვრად.
სხვა გვარი მეკვლე მინდა რომ ვიყო:
ჩვეულებრივსა არაფრით ვგვანდე,
ვინატრი როგორც სიტყვით და საქმით
მოძმის ჭრილობას სნებასა ვბანდე.
მოურიდებლად გულის ნადუღსა
ჰაერი წმიდა ბაგეს სტაცებდეს –
და სად დევნაა, ძალ მომრეობა
იქ შხამ ნაღველად წარიტაცებდეს.
ეს რომ ასრულდეს – მაშინ მოგივალ
გადაგეხვევი შენც მომე ხელი
და ერთის აზრით, ერთისა სიტყვით
ხალხს მიულოცოდ ახალი წელი. [1901]
შენი ივანიძე“.

გვ. 106. ლექსის „ყანას“ ორი ნაბეჭდი სტრიქონის შემდეგ ავტორის ხელით წერია:

„ყანაო ოქროს გვირგვინო,
ლამაზო ტურფა ყანაო,
მაღალ ღირსების ხარისხით
ვინ არის შენისთანაო.
უეშხოდ ოქროც არ ვარგა
და არც ზურმუხტი ლალები,
გლეხკაცის ოფლით ნაღვაწო!
შეგხარის მისი თვალები.
შენის იმედით სულდგმულობს,
შენგნით მოელის ლხენასა
მტერ მოყვარისა დახვედრას:
აღტაცებ აღმაფრენასა
და სხვა ვალების გადახდას,
რასაც ვერ იტყვის ენაო
გლეხებსა მეტი რაღა გვაქვს,
უშენოდ გამორჩენაო?
ყანაო ოქროს გვირგვინო!
შუქ ნათელ მფენო ყანაო!
იმ ქვეყნის უკვდავებისთვის,
ამ ქვეყნის გამოცანაო!.

ეს ლექსი ამ წიგნში შემთხვევით არ დაიბეჭდა. ავტორი“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.