National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ბელადი : წ. 1 : ტრილოგია / კ. გამსახურდია ; რედ. ილია თავაძე ; მხატვ. ლ. გრიგოლია.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: თბილისი : სახელგამი, 1939.Description: 216 გვSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-197 (Browse shelf(Opens below)) 20562 Available ავტოგრაფით 2012-7690

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1940. 12 I“. იქვე: „ვინძლო 8, ლიკლიკი 17, სირაჯები 12, ღუღუნა, დაროგი 11“. შმუცტიტულზე: „1. ანგალი 11, 2. ყასიდად 14, 3. ათადანბაბადან 16, 4. ელეთმელეთ 18“. გვ. 7. მოხაზულია ბოლოდან მე-2 აბზაცი. არშიაზე გასწვრივ: „ვ. ბარნოვი“. გვ. 8. ხაზგასმულია: „ყავრის და ლამფების სახურავების მწკრივებს...“ არშიაზე: „ლამფა ფიცარია“. აქვე მე-6 აბზაცთან მიწერილია: „ვ. ბარნოვი“. ხაზგასმულია; „სკივრისკენ“. არშიაზე: „სკივრზე ბალღის ჩაწვენა?“ ბოლო აბზაცში ხაზგასმულია: „კიმილები“. არშიაზე: „ამას თავისი სახელი ჰქვიან: „ფიფინები“. გვ. 11. 1-ლ სტრიქონში ხაზგასმულია: „ორი მცველი მეეტლეს მოჯდომოდა აქეთ-იქით...“ არშიაზე: „კოფოზე ერთი ადგილია მხოლოდ“. აქვე გვარი „ცოვიანოვი“ გასწორებულია: „წოვიანოვი“. ხაზგასმულია: „მოდიოდა ზარების რეკვა“. არშიაზე: „ისმოდა, მოდიოდა რეკის ხმა“. გვ. 12. 1-ლ აბზაცში მოხაზულია: „ღიპიანი მედუქნეები“, მიწერილია: „მედუქნეში რა იგულისხმება“. იქვე მოხაზულია სიტყვა „სირაჯები“. არშიაზე: „გორში სირაჯები არ იყვნენ, სამიკიტნოები კი“. მე-2 აბზაცში მოხაზულია: „ფილაქანზე“. არშიაზე: „ჰქონდა კი ქუჩას ფილაქანი?“ სტრიქონთან: „მახლობელ ჩიხში შელალეს ფარა“, მიწერილია: „(ბინდზე? საღამო ხანზე?)“. გვ. 14. 1-ლ აბზაცში ხაზგასმულია: „ჭყლოპინებდა“, არშიაზე: „ჭყლოპინი – წყალში შეიძლება“. გვ. 16. მე-2 აბზაცში ხაზგასმულია: „ჟამიდან ჟამზე“, მიწერილია: „ხამუშ-ხამუშ“. აქვე ბოლოში ხაზგასმულია: „ჰერი, ჰა“. მიწერილია: „ჰერიჰა!“ გვ. 17. მოხაზულია: „ჩადიოდა ქიტესას ყრონტში ლიკლიკით ღვინო“. არშიაზე: „ლიკლიკი კულიდან ისმის“. გვ. 18. ბოლო აბზაცში ხაზგასმულია: „ცხორი რომ ჩუენი ნებით დავკლათ...“ არშიაზე: „პროტოკოლს ვინ ადგენს“. იქვე მიწერილია: „დაკოჭლებულს თავის ნებით არ ჰკლავენ“. გვ. 19. მე-4 აბზაცში ხაზგასმულია: „უნაბისფრად“, მიწერილია: „ჩემიდან“. ბოლო სტრიქონში ხაზგასმულია: „ცარცისფერ“, მიწერილია: „გაცრეცილი?“. გვ. 21. მე-3 აბზაცში ხაზგასმულია: „სახედაკენკილი“, მიწერილია: „ნაყვავილარი? ჩოფური?“ გვ. 23. 1-ლ სტრიქონში: „ციკანს გამოდგომია სოსო“ ეხება მინაწერი: „მაშასადამე კიდევ ბალღია და ხითხითი?“ გვ. 26. ბოლო აბზაცში ხაზგასმულია: „გოზინაყი აჭამა“, მიწერილია: „ახალი წელია?“ გვ. 29. ბოლო აბზაცში ხაზგასმულია: „და მაშინ ძრწოდეთ ბნელეთის მოციქულებო...“ არშიაზე: „ნ. ლომოური: გიგო ღრუბელაშვილიდან“. გვ. 61. სათაურში მოხაზულია: „ცხვირპაჭუა“. არშიაზე: „ეს იმასა ჰგავს, რომ სთქვა: „ფეხ-კოჭლი“, „თვალ-ბრმა“. გვ. 95. ხაზგასმულია სათაური: „სარდათის კრივი“, მიწერილია: „ბოჰემა“. გვ. 190. 1-ლ აბზაცში ყეენობის აღწერას მიწერილი აქვს: „ბოჰემიდან“. ხაზგასმულია: „პირში ორი კოჭი ჰქონდა“, მიწერილია: „კოჭი? პირში იმიტომ იდებენ ქვას ან კოჭს, რომ ენამოჩლექით ილაპარაკონ“. ხაზგასმულია: „ყომარბაზობდა“, მიწერილია: „ამ სიტყვის მნიშვნელობა არ სცოდნია“. გვ. 191. ხაზგასმულია: „ციხის შესავალთან ფოტოგრაფიული აპარატი იდგა ძაძა გადაფარებული“. არშიაზე: „ეს ახლა დგას ასეთი აპარატები ქუჩებში. წინად სად იყო?“ გვ. გვ. 7–34. ხაზგასმულია ცალკეული სიტყვები, სტრიქონები. მიწერილია კითხვის ნიშნები. ბოლოში ფორზაცზე წერია: „გვიმრისფერი 10, 12. ქედანისფერი, 11. ტალღისფერი 12. ბროწეულისფერი 19. ცარცისფერი 19“. წიგნში დევს მოსაწვევი ბარათი ი. გრ. სახელზე კ. გამსახურდიას რომანის „ბელადის“ გამო გამართულ დისპუტზე დასასწრებად. ბარათს ხელს აწერს ი. აბაშიძე.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.