National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

დაისები : [ლექსები] 1915-1918 / ვ. გაფრინდაშვილი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ქუთაისი : "კირჩხიბის" გამოცემა, 1919. Description: 70, [2] გვSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 რარიტეტი 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 1ak16322 Available 2020-13372625
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-245 (Browse shelf(Opens below)) 20844 Available ნაჩუქრობის წარწერით 2012-8108

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. შმუცტიტულზე წარწერა: „სოსოს მარიჯანისაგან. 1919 წ. 9-IX“. გვ. 7. ლექსში „დაისების სინაქსარი“ ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „გარდაუალი“. – „როგორც ვუალი“, მიწერილია: „აბაშელის რითმა!“; ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „ჩაესვენება“ – „ნაზი ჩვენება“, მიწერილია: „ჩემი ლექსი „კვირაძალი“. გვ. 11. ლექსში „დაისი მეშვიდე“ ხაზგასმულია: „თამარი“, ტყე უამარი“. არშიაზე: „იხ. გვ. 8“. ხაზგასმულია: „ათოვლებულს“, მოვლებულს“. არშიაზე: „ჩემი ლექსი: „ილია“. გვ. 13. ლექსში „დაისი – აშორდია“ მიწერილია: „ალ. აბაშელის რითმა“. გვ. 14. ლექსში „საღამო ლორნეტში“ ხაზგასმულია: „კვლავ ჩემი ცქერა წამწამებში კოცონს აინთებს“. არშიაზე: „გ. ტაბიძის რითმა“. ხაზგასმულ სტრიქონთან მიწერილია: „ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი“ (ს. აბაშელი. „ცისარტყელა“, 1912 წ.)“. ხაზგასმულია სარითმე სიტყვები; „ფერიებს“, „მოიგერიებს“, მიწერილია: „იხ. ჩემი ლექსი: „სიყვარულის ნეკროლოგი“. ხაზგასმულია: „მერანებს“, „გაავერანებს“, მიწერილია: „გვ. 68“. გვ. 15. ლექსში „ქიმერიონი“ ხაზგასმულია: „რჩეულის“, / „ფარჩეულს“. არშიაზე: „იხ. „ყანწები“, № 1“. გვ. 17. ლექსში „საღამოს მასკები“ ხაზგასმულია: „მარტო“; „ვიდარდო“. არშიაზე: „იხ. ესევე რითმა გ. ტაბიძის წიგნში, გვ. 34“. „საღამო“, „საამო“, მიწერილია: „შაბლონი“. ბოლო სტრიქონთან: „უარს ნუ მეტყვი, საყვარელო, ჩემთან ეწამე“, მიწერილია: „ო, საყვარელო, ვარს ნუ მეტყვი, ჩემთან ეწამე“. წინად დაბეჭდილი იყო ასე გაზეთში“. გვ. 22. ლექსში „თვალთა საფერფლე სევდიანი“ ხაზგასმულია: „მესტები“, „დაინესტები“, მიწერილია: „იხ. გვ. 37“. ხაზგასმულია: „ცხოვრება“, „მემათხოვრება“, მიწერილია: „გ. ტაბიძეს აქედან უსესხია“. გვ. 26. ლექსში „Interieur – მეორე“ ხაზგასმულია: „როცა შენ გძინავს“. არშიაზე: „იხ. გვ. 54“. ხაზგასმულია: „მგოსანს, კრიალოსანს“, მიწერილია: „იხ. ჩემი ლექსი „კრიალოსანი“. კ. მესხის ხსოვნას“. გვ. 27. ლექსში „მე სარკეში“ ხაზგასმულია: „თოვლივით დნება“. არშიაზე: „ყანწებში I სხვანაირი რითმა ჰქონდა „ჰქრება“. გვ. 29. ლექსში „დუელი ორეულთან“ ხაზგასმულია: „მინაში“, „წინაშე“. არშიაზე: „იხ. გვ. 68“. იქვე ხაზგასმულია: „ჯაშუშებს“, „დააშუშებს“, მიწერილია: „იხ. ჩენი წიგნი „წითელი დროშა“. გვ. 34. ლექსში „ცეცხლიან სარკეებში“ ხაზგასმულია: „მუქარით“, „ჩქარი“, მიწერილია: „იხ. ჩემი ლექსი: „გაგაცილე და“. გვ. 40. ლექსში „ოფელია დაისებში“ ხაზგასმულია: „ფარულად“, „ნიავქარულად“. არშიაზე: „იხ. ჩემი ლექსი: „ჩემი კერძო წერილები“. გვ. 41. ლექსში „მე და ოფელია“ ხაზგასმულია: „ასული“, „ფერწასული“. არშიაზე: „იხ. გვ. 45“. გვ. 42. ლექსში „ოცნება წვიმაში“ ხაზგასმულია: „ჰაერი“, „სხვანაირი“, მიწერილია: „იხ. გვ. 53, 66“. გვ. 43. ლექსში „წვიმის ასული“ ხაზგასმულია: „სინაზე“, „სარკის მინაზე“, არშიაზე: „ჩემი ლექსი იხ. „ცისფერი ყანწები № 2“. ამავე ლექსში ხაზგასმულია სიტყვები: „ძვირფას ნაგავებს“. არშიაზე: „იხ. გვ. 12“. გვ. 45. ლექსში „ჭლექი ასული“ ხაზგასმულია: „ასული“, „ფერწასული“. არშიაზე: „იხ. გვ. 41“. ხაზგასმულია: „მტევნების“, „შადრევნების“. არშიაზე: „ჩემი რითმა, იხ. ჩემი წიგნი“. ხაზგასმულია: „ნარგიზი“. არშიაზე: „აქ ნარგიზია. იქ ნარგისი (გვ. 24)“. ხაზგასმულია: „ზღაპარი“, „მისაპყარი“. არშიაზე: „გვ. 65“. გვ. 49. ლექსში „Agonie“ ხაზგასმულია: „მგონია“, „აგონია“. არშიაზე: „თაგუნას რითმა“. ხაზგასმულია: „მოქმედებას“, „ცეცხლი ედება“. არშიაზე: „იხ. ჩემი ლექსი: „მესამე მოქმედება“. გვ. 50. ლექსში „ძაღლის სიმღერა“ ხაზგასმულია: „ადამიანი, შხამიანი“, მიწერილია: „დარიანის რითმა“. გვ. 51. ლექსში „ღამის სტუმრები“ ხაზგასმულია: „კუკლები“, მიწერილია: „სადამდის მიდის რითმის ძიება?“ ხაზგასმულია: „დილა“, „დაიჩრდილა“. არშიაზე: „იხ. ჩემი ლექსი „დილა“. გვ. 53. ლექსში „ძვირფასი ქვების ვიზიონერი“ ხაზგასმულია: „ჰაერს“, „ათასნაირს“. არშიაზე: „იხ. ამ წიგნის გვ. 66. და „სტეფან მალარმე“, ხაზგასმულია: „ადრე შევკადრე“. არშიაზე: „ჩემი რითმა იხ. ლექსი: „ქალწული ყვავილი“. გვ. 54. ლექსის „ქალს ჩაჟენილ თვალით“ სათაურთან მიწერილია: „ჩემი ლექსის სათაურის გავლენით არის დაწერილი – „თვალნი, ელამნი“. პირველად ეს უცნაურობა მე დავიწყე, მანამდე კარგ თვალს აქებდნენ“. ხაზგასმულია: „ერთი“, „გასაღმერთი“. არშიაზე: „ძველი რითმა“. ხაზგასმულია სტრიქონი: „ო, როგორ მინდა შენს წამწამებს შევეხო კბილით!“. არშიაზე: „იხ. ჩემი ლექსი II ტ. გვ. 73. მსურდა შენი ულვაში კოცნით დამეგლიჯა, მაგრამ რად შეგეხო!“ გვ. 55. ლექსში „შემოდგომის ქანდაკება“ ხაზგასმულია: „ქათინაურით“. არშიაზე: „პირველად მე ვიხმარე ლექსში რითმად“. გვ. 56. ლექსში „ფანტასტიური სურდო“ ხაზგასმულია: „შუქებს“, „მაჩუქებს“, „ქალივით“, „ბროლ-ფიქალივით“. არშიაზე: „იხ. გვ. 30“. გვ. 58. ლექსში „ქუთაისი ქარში“ ხაზგასმულია: „ედგარი“, „დაუდეგარი“. არშიაზე: „ყველა ყანწელებს ეს რითმა აქვთ“. გვ. 64. ლექსში მოხაზულია მე-3 სტროფი, მიწერილია: „იხ. გვ. 67“. გვ. 65. ლექსში „ტიციან ტაბიძე“ მოხაზულია: „ჯამბაზებს“, „მუხამბაზებს“. არშიაზე: „შ. ამირეჯიბის რითმა“. მე-4 სტროფი მოხაზულია, მიწერილია: „იხ. გვ. 45“. გვ. 66. ლექსში „ავადმყოფ კოლომბინას“ ხაზგასმულია: „სხვანაირი“, „ჰაერი“. არშიაზე: „იხ. გვ. 53“. გვ. 67. ლექსში „შემოდგომა“ ხაზგასმულია: „ხშირად“, „ნახშირად“. არშიაზე: „იხ. გვ. 54“. გვ. 68. ლექსში „წითელი ბატონები“ ხაზგასმულია: „მინაში“, „წინაშე“. არშიაზე: „იხ. გვ. 29“. „მერანი“, „ვერანი“. არშიაზე: „იხ. გვ. 14“. ხაზგასმულია: „გენაცვალე“, „ვაწვალე“. არშიაზე: „იხ. ჩემი ლექსი: „გენაცვალე“. გვ. 70. ლექში „იავ ნანა სამგლოვიარო“ ხაზგასმულია: „დაღალდი“. არშიაზე კითხვის ნიშანი. ხაზგასმულია: „ნარეკალი“, „სპეკალი“. არშიაზე: „იხ. ჩემი ლექსი „მოგიახლოვდი“. ხაზგასმულია: „მგოსნებს“, „კრიალოსნებს“. არშიაზე: „იხ. გვ. 26“. ხაზგასმულია: „ჩაჟენილ“, არშიაზე კითხვის ნიშანი. გვ. 72. არშიაზე: „სიტყვა მთებურა“ რითმად ნახმარი აქვს ვაჟას, იხ. გუნიას „კალენდარი“, 1891 წ., გვ. 247“. იქვე: „1. კითხვით მთელი წიგნი მოსაწყენი ხდება, სულ 14 მარცვლიანია. 2. უცხო სიტყვებით სავსეა, როგორც გალაქტ. ტაბიძე. 3. ერთხელ რომ უსაყვედურა აბაშელს, რომ ერთი და იგივე რითმა რამდენჯერმე გაქვს ნახმარიო. რას იტყვის ამაზე?“ კანის მესამე გვერდზე: „კალისტრო“ – „ცისკარი“, 1853 წელს, ოქტომბერი. სიტყვა „კრეტინი“ – იხ. „კლოდ გე“ (ქართ.) წინასიტყვაობა ზანგისა – გ. ჩიტაძისა – გვ. III. გამოც. 1885“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.