Normal view MARC view ISBD view
Tags from this library: No tags from this library for this title. Add tag(s)
Log in to add tags.
Item type Current location Call number Copy number Status Date due
წიგნი წიგნი ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი
821.353.1 + 821.353.1-1 (Browse shelf) 1502 Available

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. № 1502 - ფორზაცზე: „ჩემი რედაქციით ასე უნდა იყოს: 1. გვ. 189. 2. გვ. 20. 3. გვ. 14. 4. გვ. 15. 5. გვ. 11. 6, გვ. 11. შეცდომა. გვ. 68, 69 ი. გრ.“ აქვე: „რაფ. ერისთავი დაბადებულა 1822 წ. 6 თებ. (იხ. „ლიტ. საქართველო“, 1943 წ., № 20)“.ფორზაცის მეორე გვერდზე: „ასონანსი, გვ. 13, 155, 201, 198, 166, 267, 276. სთარგმნიდა ტიუტჩევს – გვ. 187. ჯერ შრომა, მერე ხტომა (Кончил дело, гуляй смело) – მიბაძვა ი. გოგებაშვილის თარგმანისა (იხ. „დედა ენა“. 1868, გამოც. გვ. 1). პირველად დაიბეჭდა 1884 წ. „ნობათი“. № 1, გვ. 201“.გვ. 5. ლექსს – „ნაამბობი მოხუცისა“ მიწერილი აქვს: „ეს ლექსი ორჯელ დაიბეჭდა „ცისკარში“.გვ. 11. ლექსის „დარიგება“ სტრიქონში „ჯერ მიმითვისა, შემდეგ სხვისას შეუდგა გზასა“ – სიტყვა გზასა გასწორებულია: „კვალსა“ და მიწერილია: „რითმა ასე უნდა იყოს“.გვ. 13. ლექსს – „ორჯერ დაბრმავებული“ ბოლოს მიწერილი აქვს: „ასონანსი“.გვ. 14. ლექსში „თვალები“ ხაზგასმულია: „სიმშვიდეს ემონება, მითვე ინატრებისა“, მიწერილია: „ინეტარებსა. (მუხამბაზის ფორმას რითმა შეშვენის)“.გვ. 15. ლექსის „ყვავილი“-ს ბოლო სტროფს მიწერილი აქვს: „ამ კუპლეტს ერთი სტრიქონი აკლია მგონი“.გვ. 20. ლექსს „ნატვრა“ მიწერილი აქვს: „ეს მიბაძვაა სპარსულისადმი, იქ ნათქვამია: „სიმღერის დროსო, როცა იმღერებო“.გვ. 41. ლექსს „მადლობა“ ლერმონტოვიდან მიწერილი აქვს: „თავისუფალი თარგმანია“.გვ. 55. ლექსს „ფერხულის ხმაზედ“ მიწერილი აქვს: „იხ. გ. ერისთავის ლექსი“.გვ. 69. ლექსში „ძუნწი გმირი“ ხაზგასმულია: „ბამბითა“ და მიწერილია: „ბაბთითა“ ი. გრ.“გვ. 155. ლექსში „სადღეგრძელო“ ხაზგასმულია სიტყვა: „მარია“ და მიწერილია: „ასონანსი“.გვ. 159. ლექსის სათაურს: „სოფ. მელ-სას“ მიწერილი აქვს: „სოფიო მელიქოვისას“.გვ. 164–165 ლექსის სათაურს: „ღმერთო მაშორე“ მიწერილი აქვს: „ეს ლექსი მიბაძვაა ერთი რუსული ლექსისა „Избави бог, избави бог“ და სიტყვას „კრინოლინს“ მიწერილი აქვს: „ხაბარდა“. გვ. 189. ლექსის სათაურს „ბერუას ჩაფიქრება“ მიწერილი აქვს: „ეს რუსულად ითარგმნა“. იქვე მოხაზულია: „მაგრამ რომ ღალა მიწისა არ ასცილდება მთესველსა?“ და მიწერილი: „მთესავსა“? ამავე ლექსის ბოლოს: „ახალი გამოცემის გვ. 178“.გვ. 190. ლექსში „ღამის მეხრე“ ხაზგასმულია: „ხანდისხან“ და მიწერილი: „თუ ხანდახან?“გვ. … ლექსს „ტეტიას მოთქმა“ მიწერილი აქვს: „ეს რუსულად ითარგმნა“.გვ. 195. მოხაზულია ოთხი სტრიქონი და მიწერილი: „ა. ჭ-ძე“.გვ. 198. ლექსში „მოკითხვა“ ხაზგასმულია სიტყვები: „ან-ბანი“ და „ამბავი“ და მიწერილი: „ასონანსი“. ამავე ლექსის ბოლოს: „ივერია“, 1884 წ., № XII, გვ. 151“.გვ. 201. ლექსის სათაურს „ჯერ შრომა მერე ხტომა“ მიწერილი აქვს: „პირველად დაიბ. „ნობათი“, № 1, 1884 წ.“ ამავე ლექსში ხაზგასმულია სიტყვები: „შეითამაშე“, „მამაშენს“, მიწერილია: „ასონანსი“გვ. 206. ლექსის სათაურს „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“ მიწერილი აქვს: „ივ.“, 1884 წ., № 4, გვ. 80“.

გვ. 207. ლექსს „მებადური და ოქროს თევზი“ მიწერილი აქვს: „თარგმანი პუშკინისაა“.გვ. 267. ხაზგასმულია სიტყვები: „ვერავინ“, „ჰფერავენ“ და მიწერილი: „ასონანსი“.გვ. 272. ლექსთან „სიმღერა“ მიწერილია: „მაჯამა“.გვ. 276. ხაზგასმულია სიტყვები: „ზამბახი“, „ამბოხი“ და მიწერილია: „ასონანსი“.გვ. 277. ლექსს „შვიდნი ვართ“ მიწერილი აქვს: „აქებს გ. ყ-ძე. „მოამბე“, 1895, X, გვ. 95“..გვ. 281. გასწორებული თარიღი. ნაცვლად: „1878“-ისა არის: „1876“. აქვე მიწერილია: „ეს იგავ-არაკები ზოგი კრილოვიდანაა, ზოგი საბა-სულხან ორბელიანისაა“.გვ. 364. ჩადებულია გაზეთის ნაჭერი, ამავე გვერდზე წერია: „გვ. 283-დან აქამდე კრილოვისაა. ი. გრ.“გვ. 365. ლექსის ზევით: „აქედან ბოლომდე საბასია. ი. გრ.“სარჩევში ხაზგასმულია ზოგიერთი ლექსი და მიწერილი შენიშვნები.წიგნში დევს კონვერტი წარწერით: „სოსოს მინაწერები“, მასში ჩალაგებულია ფურცლები შენიშვნებით: „1. ი. იურკევიჩიდან. (იხ. ამ იურკევიჩის წერილი მუსიკაზე) „ცისკ.“. 1866, აპრილი; გვ. 159. 1880 წ. 2. რ. ერისთავი. „სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან“. „დროება“, 1873, № 3. 3. აქ არის თუ არა? რ. ერისთავის „ჩივილი მხვედრისადმი. (იხ. „სამწერლო თაიგული“ ი. ჭყონიასი 1880). 4. ასონანსი ძველ მწერლებში. ანბანი – ამბავი. რ. ერისთავის ლექსი „მოკითხვა“ („ივერია“, 1884, ტ. IV, თხზ.). 5. რ. ერისთავის „ზედმეტი სურათები“ ჩაკერებულია „მოამბე“, 1895, № X, გვ. 1, 6. რ. ერისთავზე გ. ყიფშიძის წერილი „Новое обоз.“, 1895, № 3917. 7. „სვანეთი“ რაფ. ერისთავისა. „Н. обоз“; 1897, № 4555. 8. დ. ყიფიანი 1. ერთი სიტყვის გულისათვის გახდა დიდი. 2. რაფ. ერისთავიც ერთი ლექსისთვის „სამშობლო ხევსურისა“. მთელი რაზიკაშვილები აქედან გამოდიან. 3. „ასონანსის პირველი ოსტატი“. 1934, 19 დეკემბერს „ელხ“-ში რაფ. ერისთავზე წაიკითხა მოხსენება შ. რადიანმა. 9. ი. გრ. რაფ. ერისთავის შემოქმედების შესახებ – 1934 წ. მწერალთა ყრილობისათვის მოსკოვში.

There are no comments for this item.

Log in to your account to post a comment.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2010 - 2019

გაუგზავნე შეკითხვა ან მოთხოვნა ბიბლიოთეკას