National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ვეფხის ტყაოსანი / შოთა რუსთაველი ; [ვახტანგ VI გამოკვლევით "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხის ტყაოსნისა"].

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი, 1712 Description: [4], [351] გვ. : ილUniform titles:
  • ვეფხისტყაოსანი
Subject(s): Summary: თავფურცელის გარშემო: ორმაგი ორნამენტის ჩარჩო. თავფურცლის მეორე გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბის ერთ-ერთი ვარიანტთაგანი: (ანგელოზები. ერთი ლომი): ღერბის გარშემო: ფოთლოვანი ორნამენტის ჩარჩო, კუთხეებში ანგელოზების თავებით. ჩარჩოს სამი მხრიდან შემოვლებული აქვს ორნამენტი, რომელსაც ქვეითა-მეოთხე მხარე ღია აქვს. ღერბის შიგნითა არეში ინიციალები: წ. ღ. დ. პ. მ. გ. ყ. ს.="წმიდაო ღმერთო! დაიცევ პატრონი მეფე გიორგი ყოვლისა საქართველოისა". ღერბის ქვემოთ და შემდეგს აუნუსხავ გვერდზე მოთავსებული ექვსტროფიანი ლექსი წარმოადგენს 1709 წლის სამოციქულოს [ნ] ღერბის ქვეშ მოთავსებული ლექსის განმეორებას. ქვემოთ-ვახტანგის წინასიტყვაობა. შემდეგ გვერდზე: ვახტანგის პორტრეტი, მდიდრულად შემკული ორნამენტებით. პორტრეტის ქვემოთ: ყვავილებიანი ვაზა. ტექსტში ყოველი თავის დასაწყისში: შემკულობა. ანუსხულია ქართული ასოებით: გვერდობით და რვეულობით. ტექსტი იწყება ა გვერდზე (შესავალით) სათაურით: "ქ. ამა ამბის დასაწუისი პირველი ამო და სასმენლად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთასა ტარიელს და ნესტანდარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ". ტექტის ბოლოში-ორტაეპიანი ლექსია. ქვემოთაა: ვახტანგის გამოკვლევა, სათაურით: თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხის ტყაოსნისა, თქმული ბატონის შვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" (სპვ-ტნა გვ.) ("თარგმანის" თავში ვახტანგი თავის თავს უწოდებს "ქართლის გამგებელს".)
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 რ-937 (Browse shelf(Opens below)) 601 Available მინაწერებით 2012-9302

თავფურცელზე: "ვეფხის ტყაოსანი. აწ ახალი დაბეჭდული ქართულს ენასა ზედა ჟამსა ამაღლებულისა საქართველოს მპყრობელისა უფლისა უფლისა ვახტანგისსა. შრომითა წარსაგებელითა მისვე მპყრობელისათა. გაიმართა ხელითა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მიქელისათა. ქალაქსა ტფილისისასა. ქრისტეს აქეთ ათ[ა]ს შვიდას და თორმეტსა. დასაბამითგან ვიდრე აქამომდე შვიდიათას ორას ოცსა". ტექსტის ქვემოთ: ორი ვინიეტი. - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. - შრიფტი: მხედრული; წითელი და შავი საღებავით.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. №3268 - დაზიანებული ცალია: ახლად ჩასმულ ყდაში. აკლია ფურცლები. დაწვრილებითი აღწერილობა ა. შანიძის მიერ აღდგენილ გამოცემაში. ტფ., 1937, გვ. 400. ფორზაცზე დაწებებულია „ვეფხის ტყაოსნის“ პირველი გამოცემის თავფურცელი, ამოჭრილი „ქართული წიგნის“ პირველი ტომიდან, მიწერილია: „I გამოცემა. 1712 წელს დაბეჭდილი ტფილისში [ვახტანგის კომენტარიებით] ი. გრ.“ ფორზაცზე პროფ. ა. შანიძის ხელით: „აკლია წინ: 1) ორი ფურცელი შესავლისა და 2) გვ. ა-ლგ (სტროფები ა-როვ.) 3. ფფ. ლვ/ლზ, ნბ/ნგ; რმე/ვ, რჲე/ვ, რჲზ/ჱ (ეს ორი ფურცელი აღდგენილია მე-18 საუკუნის ხელთ. რპგ/დ, რპე/ვ, და ამის გარდა აკლია ბოლოში ოთხი ფურცელი (რმე/ვ, რმზ/ჱ, რმთ/რნ, რნა) ა. შანიძე. 12 IV 937. ხარფუხი, გრიშაშვილის სახლი და ბინა“. წიგნის ბოლო ფორზაცზე: „P. S. 1712 წლის „ვეფხის-ტყაოსანი“ ვრცელდებოდა ხელთნაწერადაც. შოთა რუსთ. სახელობის ინსტიტუტს დაუთმე ერთი ხელთნაწერი, რომელიც ვახტანგის დაბეჭდილიდან არის გადაწერილი ვინმე ქაიხოსრო ხიზანოვისაგან. აი ეს მინაწერიც ბოლოში: „წიგნი ესე „ვეფხის-ტყაოსანი აღიწერა ქაიხოსროვ დავითის-ძე ხიზანოვისაგან ჩყმ-სა წელსა თიბათვის ია-სა დღესა: „აბა, ძმანო და დანო, მკითხველნო ამავე წიგნისანო, იფიქრეთ თუ ეს სოფელი რა მიუნდობელი ყოფილა. დავწერე და დავასრულე წიგნი ესე საამურია, და გთხოვთ ოდეს იკითხოთ, არ მყოთ თქვენგან დაუვიწყარია“. ი. გრ. 1935. 16. XII“. წიგნის ბოლოს მოკეცილ ქაღალდში დევს 4 გაზეთის ამონაჭერი. ქაღალდზე წერია: „ალექსანდრესაგან. 1712 წელს ტფილისში დაბეჭდილი „ვეფხის ტყაოსანი“. ი. გრ. ამონაჭრები: 1. აკ. შანიძის წერილი „ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ აღდგენისათვის“ მინაწერით: „კომ.“, 1936, 24 სექტ. 2. „დისპუტი „ვეფხის ტყაოსნის“ შესახებ“ მინაწერით: „მუშა“, 1936, № 230, 5 ოქტ.“ 3. აკაკი შანიძის წერილი „ვეფხის-ტყაოსნის ტექსტის ისტორიისათვის“ მინაწერით: „ლიტ. საქართველო“, 1936 წ., № 18. 4. ა. შანიძის წერილი „ვახტანგის დედანი „ვეფხისტყაოსნის“ მინაწერით: „კომ.“, 1936. № 266, 17 ნოემბ.“

თავფურცელის გარშემო: ორმაგი ორნამენტის ჩარჩო. თავფურცლის მეორე გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბის ერთ-ერთი ვარიანტთაგანი: (ანგელოზები. ერთი ლომი): ღერბის გარშემო: ფოთლოვანი ორნამენტის ჩარჩო, კუთხეებში ანგელოზების თავებით. ჩარჩოს სამი მხრიდან შემოვლებული აქვს ორნამენტი, რომელსაც ქვეითა-მეოთხე მხარე ღია აქვს. ღერბის შიგნითა არეში ინიციალები: წ. ღ. დ. პ. მ. გ. ყ. ს.="წმიდაო ღმერთო! დაიცევ პატრონი მეფე გიორგი ყოვლისა საქართველოისა". ღერბის ქვემოთ და შემდეგს აუნუსხავ გვერდზე მოთავსებული ექვსტროფიანი ლექსი წარმოადგენს 1709 წლის სამოციქულოს [ნ] ღერბის ქვეშ მოთავსებული ლექსის განმეორებას. ქვემოთ-ვახტანგის წინასიტყვაობა. შემდეგ გვერდზე: ვახტანგის პორტრეტი, მდიდრულად შემკული ორნამენტებით. პორტრეტის ქვემოთ: ყვავილებიანი ვაზა. ტექსტში ყოველი თავის დასაწყისში: შემკულობა. ანუსხულია ქართული ასოებით: გვერდობით და რვეულობით. ტექსტი იწყება ა გვერდზე (შესავალით) სათაურით: "ქ. ამა ამბის დასაწუისი პირველი ამო და სასმენლად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთასა ტარიელს და ნესტანდარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ". ტექტის ბოლოში-ორტაეპიანი ლექსია. ქვემოთაა: ვახტანგის გამოკვლევა, სათაურით: თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხის ტყაოსნისა, თქმული ბატონის შვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" (სპვ-ტნა გვ.) ("თარგმანის" თავში ვახტანგი თავის თავს უწოდებს "ქართლის გამგებელს".)

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.