Normal view MARC view ISBD view

ერთტომეული / იოსებ გრიშაშვილი.

By: გრიშაშვილი, იოსებ, 1889-1965.
Material type: materialTypeLabelBookPublisher: თბილისი : სახელგამი, 1949Description: LIV, 624 გვ. : პორტრ.Subject(s): ქართული ლიტერატურა | ქართული პოეზია | ქართული ლექსები
Tags from this library: No tags from this library for this title. Add tag(s)
Log in to add tags.
Item type Current location Call number Copy number Status Date due
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1
საცავი. 1 კორპ.
821.353.1-1 (Browse shelf) 2K75056 Available
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1
საცავი. 1 კორპ.
821.353.1-1 (Browse shelf) 2K75057 Available
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2
კორპ. 2, საცავი
821.353.1-1 (Browse shelf) 2K1483 Available
წიგნი წიგნი ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი
894.63 გ-856 (Browse shelf) 2628 Available

სათაურის წინ: ი. გრიშაშვილი. - წანართი: იოსებ გრიშაშვილი. კრიტიკული ეტიუდები-გიორგი ჯიბლაძე, გვ. VII-LIV.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე მინაწერი: „მეორედ აქედან აიწყოს, კალკულაციისათვის. დაიწყო აწყობა 1949 წ. აპრილში, დათავდა 1949 აგვისტოში. იხ. კორექტ. შეცდ. გასწორება (ბოლოში). ი. გრ.“
ფორზაცზე წერია: „45. ფერო ქარხ. 62. მხოლოდ სათაურით. 65. მხოლოდ ეპიგრაფი, 67. მთლიანად, 76. მთლიანად, 76 გვ. სარჩ. აქ ბევრი ლექსი გადამაკეთებინა რედაქტორმა, ისევ აღვადგინო. ი. გრ. 1951, 2/XII. მეორე გამოცემისათვის, ზოგიერთი ძველი ლექსი, ისევ ისე უნდა დავტოვო, როგორც ეს I და II ტომებში. დარჩეს „საძაგელის“ (არა უნდა გაგებუტო), „მოვკოცნო (ღამე ტყეში). მთლიანად აღდგეს „ახალი ღმერთი“ (იხ.II ტ. აქ „ზეშთაგონება“ ჰქვია)“.
შმუცტიტულზე: „უნდა ჩაემატოს მეორე გამოცემისათვის „მუშა“. იხ. „ნიშ.“, 1908, № 40 და აქ გვ. 225 (ჩაკერებულია). 1. საუბარი ჭადრებთან. 2. იქ სადაც ეხლა ტრიბუნა არი (1949 წ.) რკალიდან „ბელადი პუშკინის ბაღში“. „ჭადარი“. 3. ი. ს. 70 წლისაა 1949 წ. (ხელთნაწ.). 4. გორი და აკაკი (ბელადის 70 წლის შესრულებისათვის), 1949 (ხელთ.) 5. გვ. 165. წავიდეს „ძილისგუდა“. 6. სადღეგრძელო გორიდან (მუსიკა ალ. მაჭავარ). 7. სცენიდან. 8. სოსოს ასაკი გაუნახევრდა. 9. სიმღერაა „არ შეგადარებ მე ბულბულს რადგან“). 10. კითხვები. 11. პირველ კანდიდატს (სტალინს). 12. მ. ჭიაურელს უნდა დაუწერო ლექსი II გამოცემისათვის“.
წიგნის ბოლო ფორზაცზე წერია: „27 აგვისტოს, 1949 პატარა ქეიფი იყო ჩემთან. სტამბის მუშები დავპატიჟე ამ წიგნის გამოსვლის გამო. ი. გრ.“
გვ. 44. მინაწერი: „ჩაემატება: სამგორში, იხ. „კომ.“, 1951 წ., № 291, 13 დეკემბ. სტალინი რუსთავში. „კომ.“, 1952, 15 ივლისი“.
გვ. 45. ჩაკრულია ამონაჭერი გაზეთ „კომუნისტი“-დან, 1951 წ., № 291, 13 დეკემბ. ი. გრიშაშვილი „სამგორში“. ლექსის ბოლო სტრიქონი ხაზგასმულია, მიწერილია: „და მომავალზე გვედუდუნება“.
გვ. 49. ჩაკრულია ამონაჭერი გაზეთიდან „საბჭოთა აჭარა“. 1951 წ., № 243, 9 დეკემბ. კ. კალაძის ლექსი „მოდის ქართული ავტომობილი“, მიწერილია: „ვერ უყურებთ კარლო? იხ. „დროშა“. 1951, № 2“.
გვ. 74. ჩაკრულია ქაღალდი მინაწერით ლექსით, ლექსის დასასრულს წერია: „იხ. „კომ“, 1935, № 82, 6 აპრ.
გვ. 82. ჩაკერებულია ქაღალდი, რომელზეც წერია ლექსი: „მთიელი თბილისში“.
გვ. 169. ჩაკრულია ქაღალდი მინაწერით: „რა წამს ეს წიგნი მოგივიდეს, მაშინვე მომწერე... (გრ. ორბელიანის წერილებიდან)“.
გვ. 207. ჩამატებულია ერთი სტროფი.
გვ. 222. ჩაკერებულია ქაღალდი მინაწერით: „ლექსი „მუშის სიმღერა“, 1907 წ. „ნიშადური“, 1908 წ., № 20“.
გვ. 281. ლექსის გასწვრივ წერია, P. S. ამ „დილას“ მიჰბაძა ვ. გორგაძემ (იხ. გაზ. „ხალხი“, 1911 წ., № 10)“.
გვ. 393. ლექსში „ტყეში“ გადახაზულია სტრიქონები:

„იქ მე ასე დავეყრდნობი შენს სათუთ მკლავს გადატეხით,
იქ მე კოცნით წავშლი მიწას აქოჩრილსა შენის ფეხით;
იქ მსურს ასე ავამღერო შენი ტუჩი მოხასხასე,
აი ასე ავამღერო, აი, ასე, აი, ასე... მიწერილია:

„იქ მე ასე გადაგიწვენ სათუთ მკლავზე გადატეხით,
იქ მე კოცნით წავშლი მიწას აქოჩრილსა შენის ფეხით;
იქ მე ასე მსურს მოვკოცნო შენი ტუჩი მოხასხასე,
აი, ასე მსურს მოვკოცნო, აი, ასე, აი, ასე.
ასე იყო პირველ გამოცემაში, რედაქტორმა გადამიკეთა“.
გვ. 555. ი. კრილოვის ლექსის „ხარაზი და იჯარადარი“-ს ბოლოს წერია: „დაიწერა 1811 წ., ითარგმნა 1944 წ.“
გვ. 608. წერია: „Итого 10877“. იქვე: „ვახტანგ მაისურაძის ნაანგარიშევი. ი. გრ.“
წიგნში დევს: ამონაჭერი, ზღაპარი „სიზმარა“, მიწერილია: „ერთტომეულში“ აქედან აიწყოს. 1953, 20/X. ი. გრ.“ გაზეთი „გამარჯვება“, 1952 წ. № 56, რომელშიც დაბეჭდილია ი. გრიშაშვილის ლექსი: „სტალინი რუსთავში“.
მეორე ცალის სუპერზე: „პირველი ეგზემპლარი, ასოთამწყობებისაგან. ჩემს არხივს. ი. გრ.“
ფორზაცზე წარწერა: „პირველი ეგზემპლარი სახსოვრათ ავტორს სტამბის მუშებისაგან. შალვა დემეტრაძე, კ. ტოროტაძე, Кавшаров, გ. ბოლქვაძე, ს. თხელიძე, გ. ნათალიშვილი, Кавшарова, ა. ვართანოვი, ა. გუტიკაშვილი, Гурецкий. 27-8-49 წ. ტფილისი“.
მესამე ცალის ფორზაცზე: „ჩემს ბიბლიოთეკას. ი. გრ. 1949 წ. 5 სექტ.“

There are no comments for this item.

Log in to your account to post a comment.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2010 - 2019

გაუგზავნე შეკითხვა ან მოთხოვნა ბიბლიოთეკას