National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ლექსები 1918-23 / ხარიტონ ვარდოშვილი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი : გამ. ალ. არაბიძისა, 1924 Description: 154 გვSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 2K37401 Available 2017-280754
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ვ-206 (Browse shelf(Opens below)) 9797 Available 2013-1171

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. № 1695- ფორზაცზე წარწერა: „ი. გრიშაშვილს ძვირფასს პოეტს წრფელს და ამაყს. ხარიტონ ვარდოშვილი. 1 ივლისი 1924 წ.“ გვ. 10, 15. ლექსში „სათხოვარი სულისადმი“ ხაზგასმულია სიტყვა: „მოგიპარავენ“. არშიაზე: „გაგიტაცებენ?“ ამავე ლექსში ხაზგასმულია: „ვიქნებით მარად შეუცნობელი“. არშიაზე: „ჩემი იხ. II ტ. 1915 წლის ლექსში: „ვინც რა უნდა სთქვას!“ გვ. 25. ლექსში: „შავი ჰაერი“ ხაზგასმულია რითმები: „შემოესია“, – „და პოეზია“. არშიაზე: „ჩემი იხ. „ზომლეთელს“. გვ. 30. ლექსში„ ლანდი ალიდან“ ხაზგასმულია სარითმო სიტყვები: „მისანი“ – „ოქროისანი“. არშიაზე: „ჩემი იხ. „ავლაბარი“. გვ. 37. ლექსს „შეშლილი წელი“ სათაურთან მიწერილი აქვს: „კარგია“. მე-2 სტროფში ხაზგასმულია სიტყვები: „შხამი“ და „წამოსასხამი“. არშიაზე: „იხ. „გენაცვალე“. გვ. 41. ლექსის – „სივრცეები“ – სათაურთან მიწერილია: „ობოლი მუშა? (იხ. „კავკასიონი“)“. გვ. 112. ლექსის – „ღმერთის ცრემლები“ – მე-4 სტროფთან მიწერილია: „კარგია“. გვ. 122. მოხაზულია ლექსის „ლტოლვა“ პირველი აბზაცი. არშიაზე: „იხ. ჩემი ლექსი: „თიბათვე წაღვერში“. გვ. 139. ლექსში „გახედვა ცისკენ“ მოხაზულია სტროფები. სათაურს ზემოთ მიწერილია: „არეულია მარცვლები“. გვ. 141. ლექსის „დაშლილი“ სათაურს ზემოთ არშიაზე: „აკროსტიხი არ იყო საჭირო – ბანალობაა!“ გვ. 146. ლექსში „ლოცვა უბედურთათვის“ ხაზგასმულია სარითმო სიტყვები: „საპყრობილე“ და „ხელაპყრობილი“. არშიაზე: „კარგია“. წიგნის ბოლოს ფორზაცზე წერია: „ლექსები თითქოს არ არის დასრულებული და როცა კითხულობ თითქოს გაგრძელებას ითხოვს მკითხველი. ენა მოიკოჭლებდა (არ შეგეშინოს) აქ გაუსწორებია. იხ. „ლომისი“. ავტორი თავისებურია, არავის არა ჰგავს. ნაზი, სევდიანი ბავშვი. რითმების მოთხოვნილება (ჯვარედიანი რითმები) ბევრგან არ არის დაცული. მაგრამ რითმათა სიახლე, თუ გინდ არა სწორად გამართული – საკუთარი აქვს, ეს კი იშვიათია ჩვენს პოეტებში. პოეტს ლექსი ესმის, არა როგორც მხოლოდ რითმის მიგნება, არამედ როგორც განცდილი მისტერია. პოეტი არ არის ნაძალადევი. ბევრი ლექსი კი სუსტია და განმეორებული აზრები გღლის – პოეტისათვის წიგნის დაბეჭდვა ორლესული ხმალია. განცდები“. ცოტა ქვემოთ წერია: „კარგია. 1. იისფერი ქალი“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.