National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ვისრამიანი / რედაქტორობით ილ. ჭავჭავაძის, ალ. სარაჯიშვილის და პეტ. უმიკაშვილის.

Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი, 1884 (ექ. ხელაძის სტ.).Description: [502]გვ., ცალკე პაგ. ; 21სმSubject(s): Online resources:
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number URL Copy number Status Notes Date due Barcode
ელ.რესურსი ელ.რესურსი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 Link to resource Available ელექტრონული ასლი (PDF)
ელ.რესურსი ელ.რესურსი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) RA2K726 შესამოწმებელია ელექტრონული ასლი (PDF) 2021-31887
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) ისტ2K95421 Available 2019-9827
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ვ-586 (Browse shelf(Opens below)) 4502 Available 2013-1278
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ვ-586 (Browse shelf(Opens below)) 19268 Available 2013-1279

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. № 1721-1722- წიგნი ყდიანია. ტყავის ყუაზე ამოტვიფრულია: „ვისრამიანი“ და ქვემოთ: „ი. მ.“ [ივანე მაჩაბელი]. შმუცტიტულზე ავტოგრაფი: „ი. მაჩაბელი“, იქვე ი. გრიშაშვილის ხელით: „მე მაჩუქა შვილმა მისმა ი. გრ. 1921 წ. ი. ზურაბიშვილის თანადასწრებით“. ფორზაცზე დაწებებულია ი. გრიშაშვილის ექსლიბრისი, რომლის ქვემოთ მიწერილია ა. ლაზარიდი-ციციშვილის ხელით: „სოსოს ხელით ჩაკრული ექსლიბრისი. ანი“. ფორზაცზე: „ვისრამიანის“ ცისკარში დაბეჭდვა უნდოდა ივ. კერესელიძეს – (იხ. „ცისკარი“, 1860 წ., № ივლისი. გვ. 357), ი. გრ. ნ. ბარათაშვილმა რუსულად სთარგმნა „ვისრამიანიდან“ ერთი ნაწყვეტი (გვ. 210) და დაბეჭდა „Цветок гимназии“, 1839 წ., № 2. ი. გრ. P. S. ამ თემაზე მე მოხსენება წავიკითხე „ელხ“-ში (1933 წ.) ი. გრ.“ იქვე წერია: „შეგამეცნიერე“ – 306. – „მოვიდენ“ გვ. 213. – ჩინეთის ქვაზედ სწერია, გვ. 151. (ეს ხალხმა აიღო). – მაგნიტი, 412. – ბოჰემაში, 30. – კიდეგანობა, 298“. აღნიშნულ გვერდებზე მითითებული ადგილები და სიტყვები ხაზგასმულია. წიგნის ბოლოს ფორზაცზე: „ივ. მაჩაბლის „почерк“-ი გვ. გვ. IX, X, 212, 151, 141, 142, 145, 193, 136, 476, 468, 430, 416, 415, 203, 97, 93, 91, 32, 20 და ხაზები ყველგან ივ. მაჩაბლისაა. კიდურებზე ხშირად ასე აქვს: „!!?“ !?? P. S. ჩემს ორიოდ ხაზს „ი. გრ.“ მოვაწერე“. იქვე: „ა. ჭ-ძე 136.“ თავფურცელზე ქვესათაურის ქვემოთ ტეხილ ფრჩხილებში: „[ფასი 1–50 კ.] . ი. გრ.“ გვ. VII, რედაქციის წინასიტყვაობის წინ: „ირ. სონღულაშვილი წერს, რომ ვისრამიანის წინათქმა ალ. სარაჯიშვილს ეკუთვნისო! (იხ. „ძველი საქართველო“, ტ. IV, გვ. 3. და „კლდე“, 1914 წ., № 23, გვ. 4). ი. გრ. ხოლო დ. კარიჭაშვილის კატალოგში (1911 წ. გამოც). ილიას სახელთანაა მიწერილი, გვ. 115. ი. გრ.“ გვ. X. სქოლიოში მინაწერს: „იქნება რუსთაველს სპარსულად წაეკითხა და არა ქართულად!“ მიწერილი აქვს. „[შენიშვნა ივ. მაჩაბლისაა ი. გრ.]“. გვ. XII. რედაქციის წინასიტყვაობის ბოლოს მიწერილია: ი. გრიშაშვილის ხელით: „[ალ. სარაჯიშვილი].“ გვ. [XIII]. „ლექსიკონის შესწორება“ მოხაზულია ფანქრით და არშიაზე: „ივ. მაჩაბლის ხელით ეს „გასწორება“ ჩატანილია ქვევით. ი. გრ.“ გვ. 54. ხაზგასმულია: „გულ-დაღრეჯილობისაგან გამოწმედილი, ვითა გამოწურვილი ვერცხლი“ და არშიაზე: „ეს ი. მაჩაბლის ხელია. ი. გრ.“ გვ. 56. ხაზგასმულია: „მტკურად“ და არშიაზე მიწერილი: „მტკვარი? ი. გრ.“ გვ. 91. პირველ აბზაცში ხაზგასმულია სიტყვა „ნიშტიანად“ და არშიაზე, შესაძლებელია ივ. მაჩაბლის ხელით მიწერილი: „მაგრად?“, რასაც მისდევს ი. გრიშაშვილის მინაწერი: „მაგრად შეცდომაა დამწერის. ნიშატობა ნიშნავს მხიარულობას, ლხინს. ი. გრ. 16 მარტს 22 წ.“ იქვე, ქვემოთ ხაზგასმულია სიტყვა „ექენები“ და არშიაზე: „ეხვეწები“. გვ. 101. ქვემოდან მე-5 სტრიქონში ხაზგასმულია: „ცუილი“ და არშიაზე ორი კითხვის ნიშანი უზის და მიწერილია: „უნდა იყოს ცვილი!“ ი. გრ.“

გვ. 136. ხაზგასმულია: „ღამისა სიბნელე რამინის თმათა სიშავისა ნაცვლად იამებოდის“, არშიაზე მიწერილია ივ. მაჩაბლის ხელით: „...ჭავჭავაძე“. იქვე ი. გრიშაშვილის ხელით” „P. S. ეს შენიშვნა ივ. მაჩაბელს ეკუთვნის: ალბად აქ, სადაც ქაღალდის კიდურია წაჭრილი, უნდა იყოს ა. ჭავჭავაძე. სწორედ ა. ჭ-ძეს აქვს: „და ღამისა სიბნელე მომაგონებს გიშრის თმასა.“ ი. გრ.“ ეს გვერდი ჩანიშნულია აბრეშუმის ბაფთით, რომლის ერთ კიდეზე წერია: ი. გრიშაშვილი“ და მეორეზე – „1000“. გვ. 210. თავს „ლვ“ მიწერილი აქვს: „ეს თავი რუსულად სთარგმნა ნ. ბარათაშვილმა. ი. გრ.“ გვ. 430. ხაზგასმულია ქვემოდან მე-3 სტრიქონში: „ერთი შენი თმა“ და მიწერილი: „ახნაზაროვს აქედან აუღია. ი. გრ.“ ვისრამიანის ლექსიკონში, გვ. 466 სიტყვა „მახმურობა“-ს შემდეგ ი. გრიშაშვილის ხელით ჩამატებულია: „მახმური – ხავერდი“. გვ. 468. არშიაზე უთუოდ ივ. მაჩაბლის ხელით წერია: „[ცე]ცხლის მსახურობის სწავლით – მკვდრის გვამი და მისგან გაუწმინდურება, წაბილწვა [ნავს]ის, (ეშმაკის) ნამოქმედარი“ – ეს წინადადება ისრით ი. გრიშაშვილს შეუერთებია სიტყვასთან „ნასი“ და მიუწერია: ი. გრ.“ გვ. 472. სიტყვებს „უნ“-ზე მიწერილი აქვს: „უხამსი(?) ი. გრ.“ იმავე გვერდზე ხაზგასმულია სიტყვა „ფარანდა“ განმარტებითურთ და მიწერილი: „დ. ჩუბ-ს აქვს ფარნადი – კურიერი. ი. გრ.“ გვ. 476. ივ. მაჩაბლის ხელით შესწორებულია სიტყვა „ხუარაზმი“-ს განმარტება „კასპიის ზღვის აღმოსავლეთის იქით მდებარე ქვეყანა, რომელსაც ევროპიელები ეხლა ხივას, ხივის სახანოს უწოდებენ“. იქვე, იმავე ხელით სიტყვა „ჯანგირის“ შემდეგ ჩამატებულია: „ჯანგირი, ჯეანგირი, ჯანგირი საკუთარი სახელია. სპარსულად ჯან – სული“. ეს ორივე შენიშვნა გაერთიანებულია ისრით ი. გრიშაშვილის მიერ და მიწერილი: „ივ. მაჩაბლის ხელია. ი. გრ.“ გვ. 477. ლექსიკონის ბოლოს მიწერილია: „ამ ლექსიკონის შეცდომის გასწორება იხ. თავში, გვ. XIII. ი. გრ.“ წიგნის ბოლოს თეთრ ქაღალდზე დაწებებულია „შესასწორებელი შეცთომანი“, ი. გრიშაშვილის წარწერით: „ვისრამიანიდან“. ივ. მაჩაბლის მინაწერები, გარდა ზემოაღნიშნულისა: გვ. 32. ხაზგასმულია სიტყვა: „საეჭვი“ და არშიაზე: „предположение.“ გვ. 93. ხაზგასმულია: „იალმაგი“ და არშიაზე: „სამოსელი“. გვ. 141. ხაზგასმულია: „ასაბიანი“ და არშიაზე: „მტერზედ მიმყო... შემნე“... ჩამოჭრილია ბოლო. გვ. 142. ხაზგასმულია: „ღაფლად“ და არშიაზე: „Врасплох“. გვ. 145. ხაზგასმულია: „რახსისაგან“... „ჭარმაგს“ და არშიაზე: „შავ-მოწითალო ცხენი – თეთზე შავი დაწიწ“... მოჭრილია. გვ. 151. ხაზგასმულია სამი სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „ჩინეთის ქვაზედა სწერია... და არშიაზე: „ვეფხ. ტყაოს.“ გვ. 203. ხაზგასმულია: „მოგუისაგან“ და არშიაზე: „სამოგვე“. გვ. 214. ხაზგასმულია: „ქოისტანისა“ და არშიაზე: „აღმოსავლეთის ნაწილია“. გვ. 339. ხაზგასმულია: ორ ადგილას სიტყვა: „საეჭუი“ და არშიაზე: „предполож...“ გვ. 416. პირველ აბზაცს მიწერილი აქვს არშიაზე: „[მოჭრილია] ეპრვეს მაგივრად“. ხაზგასმულ-მოხაზულია ადგილები და ზოგი სიტყვა ივ. მაჩაბლის ხელით: გვ. გვ. 1–4, 11, 12, 15, 18–24 და ა. შ. წიგნში ჩადებულია გაზეთიდან ამოჭრილი ალ. ბარამიძის წერილი „ილია ჭავჭავაძე – „ვისრამიანის“, წინასიტყვაობის ავტორი“, მინაწერით: „ლიტ. საქ., 1937, № 12. 29 მაისი“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.