რადიალურ-საჭედი მანქანა ზომაგრძელი ნაკეთობის მისაღებად = RADIAL FORGE FOR OBTAINING LONG-LENGTH ARTICLES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5799 B : (51) B 21 J 7/14 (IPC, 2006) / სლავა მებონია, კახი უშვერიძე, ევგენი უშვერიძე, ვლადიმერ კუჭუხიძე, გენადი ზაბაროვსკი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 04 10 # 7. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მანქანა შეიცავს კორპუსს 1, რომელშიც ჩაყენებულია ორმხარა ბერკეტები 3. ბერკეტების წინა თავზე დამაგრებულია საცემელები 4, ხოლო ბოლოებზე გორგოლაჭები 5, რომლებიც ზამბარების 6 მეშვეობით მიჭერილია სოლური ცოციას 7 მუშა ზედაპირებთან. სოლური ცოცია 7 დაყენებულია ცილინდრულ მიმმართველზე 8, რომელიც არის ღრუ და მისი მეორე ბოლო გამოდის მანქანის კორპუსიდან. ამასთან, სოლური ცოცია 7 შეერთებულია ორ ბარბაცასთან 9 და 10, რომლებიც დაკავშირებულია ორ მრუდმხარასთან 11 და 12, რომელთა ლილვები ერთმანეთთან კინემატიკურად დაკავშირებულია ცილინდრული კბილანებით 13 და 14.

5799 ge B 2013-04-10 published Sakpatenti

მეტალურგია საჭედი მანქანა