ჩაის ფოთლის საღნობი მოწყობილობა = DEVICE FOR WITHERING TEALEAVES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2008 4305 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / ელგუჯა დეისაძე, ვახტანგ აბულაძე, თამაზ მიქაძე, ბახვა დოლიძე, სოსო გურული, თემურ რევიშვილი, ინგუშ ჭოლაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2008 02 11 #3. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოწყობილობა შეიცავს ჩაის ფოთლის მიმწოდ 1 და მომღნარი ფოთლის განმტვირთავ 2 ტრანსპორტიორებს, მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის საღნობ კამერას 3, რომელსაც ქვედა ნაწილში აქვს ჰაერგამტარი არხი 11. ჰაერგამტარი არხი დაკავშირებულია თბოაგენტის მისაწოდებელ სისტემასთან, რომელიც შესრულებულია მაღალი წნევის ვენტილატორისა 12 და ელექტროკალორიფერის 13 სახით. მოწყობილობა აღჭურვილია საღნობი კამერის ზედა ნაწილში განლაგებული ბორტების 4 მქონე საღნობი ბაქნითა და მის ზემოთ, ჩატვირთვის ზონაში დაყენებული ჩაის ფოთლის გამანაწილებელ-გამთანაბრებელი მექანიზმით. საღნობი ბაქანი შესრულებულია უჟანგავი ფოლადის ბადისა 5 და რეგულირებადი სიჩქარის მქონე ჯაჭვური კონვეიერის 6 სახით. ჩაის ფოთლის გამანაწილებელ-გამთანაბრებელ მექანიზმს გააჩნია ვერტიკალურ სიბრტყეში გადაადგილების შესაძლებლობა და შესრულებულია განივად განლაგებული შნეკის 9 სახით, რომელსაც აქვს ცენტრიდან ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების ხრახნული ფრთები.

4305 ge B 2008-02-11 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება საღნობი