როლერის მაგიდა = Roller Table : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 1186 B : (51) A 23 F 3/12 (IPC, 2006) / თემურ რევიშვილი, ინგუშ ჭოლაძე, ამირან გირკელიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 10.11.97 #14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. 1 ფიგ.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება კვების მრეწველობას, კერძოდ ჩაის წარმოებას და შეიძლება გამოყენებული იქნეს როლერებში ჩაის ფოთლის მექანიკური დამუშავებისათვის. გამოგონების ტექნიკური შედეგია ჩაის ფოთლის მექანიკური დამუშავების ინტენსიფიკაცია და მზა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება. გამოგონების არსი მდგომარეობს იმაში, რომ როლერის მაგიდა შეიცავს წრიული ფორმის მუშა ელემენტიან 4, კორპუსს 1 ბორტით 2 და მის ძირზე განლაგებულ გადმოსატვირთავ კარს 5, ამასთან მუშა ელემენტი 4 შესრულებულია წრიული ფორმის კვადრატულ უჯრედებიანი ცხაუროს სახით, რომლის პერიფერიული ნაწილი ხისტადაა დაკავშირებული მაგიდის კორპუსთან 1, ხოლო ცხაურა საცვლელია, რომლის უჯრედების ზომაც ნედლეულის სახისა და გადამუშავების სტადიის მიხედვით სხვადასხვაა.

1186 ge B 1997-11-10 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება ფოთოლი დამუშავება როლერი