ტენიანი საკვებნარჩენების, მათ შორის ლუდის წარმოებისაგან ქერის ნახარშის უტილიზაციის ხერხი = METHOD FOR UTILIZATION OF HUMID FOOD WASTE, INCLUDING BEER MANUFACTURE ARLEY-WATER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5557 B : (51) A 23 K 1/06 (IPC, 2006) / მევლუდ მუჯირი, როლანდ კვირჩილაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 06 11 #1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 3 დამოკიდებული; ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე

ხერხი ითვალისწინებს მაღალტენიან საკვებნარჩენებთან, მაგალითად ქერის ნახარშთან დაბალტენიანი საკვებდანამატების, მაგალითად გადამუშავებული ხორბლის ან ხილის ნარჩენების შერევას, ნარევის ექსტრუდირებას მატრიცაში თუნდაც ერთი მრავალხვრელიანი თვალაკით და პროდუქტის შრობას ჰაერის გამჭოლი ნაკადით 10-12% ტენიანობამდე. შერევამდე დამატებით ხორციელდება მაღალტენიანი საკვებნარჩენების გაუწყლოება 60-75% ტენიანობამდე, მაგალითად ჰიდრავლიკური ან ხრახნიანი წნეხის მეშვეობით, ამასთან, მაღალტენიან საკვებნარჩენებთან დაბალტენიანი საკვებდანამატების შერევა წარმოებს ნარევის ტენიანობის 40-45%-მდე დაყვანით. ექსტრუდირების შედეგად მიღებულ პროდუქტს აქვს სპირალისებური ხვეული ფორმა, რაც მიიღწევა მატრიცის თვალაკის ხვრელების შესასვლელ ან გამოსასვლელ ზედაპირებზე 1-2 მმ ზომის ღარაკების ან წანაზარდების შესრულებით. ექსტრუდირების შედეგად პროდუქტს 3-5 მმ დიამეტრისას ღებულობენ, რომელსაც შრობამდე დისკრეტულ 5-20 სმ სიგრძეებად ჭრიან.

5557 ge B 2012-06-11 published Sakpatenti

კვების მრეწველობა საკვებნარჩენები ლუდი სასმელები