უნიტაზის საჯდომის გასაწმენდი დანადგარი = UNIT FOR CLEARING BASIN SEAT : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 779(1574205) B : (51) A 47 K 13/30(IPC, 2006) / ერიკა შნაიდერი, ერვინ ცურჰერი, ჟან-ჟაკ ასპერი, ერნსტ ფიოგელი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 15 06 #9. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 20 გვ. ; 12 ფიგ.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება მიეკუთვნება სანიტარულ ტექნიკას და ეხება უნიტაზის დასაჯდომის გამწმენდი დანადგარის კონსტრუქციულ შესრულებას. გამოგონების ტექნიკური შედეგია ექსპლუატაციის მოხერხებულობის ამაღლება. უნიტაზის დასაჯდომზე 30 დაყენებულია კორპუსი 20 საქშენებით წყლის ან სადეზინფექციო სითხის შესასხურებლად და/ან დასატანად, რომელიც შეიცავს სულ მცირე ერთ სამარჯვს მაინც დასაჯდომის 30 ზემოთა ზედაპირის გასაშრობად. კორპუსი 20 შეიძლება გადმოწეული იყოს დასაჯდომის 30 სეგმენტზე, რომელიც საქშენებიდან ერთდროული შესხურების შემდეგ, ბრუნავს წრეზე ერთი ელექტროძრავის მეშვეობით მაინც. მთელი პროცესი იწყება ავზის I სახელურის 16 ხელით მოქმედებაში მოყვანით და შემდეგ მართვა ხორციელდება ელექტრული მართვის ელემენტების მეშვეობით დასაჯდომის გასუფთავების დამთავრებამდე. ენერგიას იღებენ ტურბინის 9 მეშვეობით, რომელიც მექანიკურადაა შეერთებული დაბალი ძაბვის გენერატორთან II და მოქმედებაში მოდის ავზის ამვსები წყლით. ჩამრეცხი წყალი შემდგომ უნიტაზში მიედინება ნორმალური კინეტიკური ენერგიით. ტურბინის 9 ჰიდრავლიკური წინაღობა უნიტაზში წყლის გაშვებისას კინეტიკურ ენერგიაზე გავლენას არ ახდენს. მოწყობილობა საიმედოა, არა აქვს სახიფათო ელექტრული ძაბვები და გააჩნია რიგი დამცველი საშუალებები, რომლებიც გამორიცხავენ ტრამვების შესაძლებლობა ს, განსაკუთრებით ბავშვებში. იგი გამოდგება როგორც ახალი კონსტრუქციებისათვის, ასევე უკვე არსებულ ტუალეტებში განსათავსებლად.

779(1574205) ge B 1997-06-15 published Sakpatenti

საოჯახო მოხმარების ნივთი წარმოება სანიტარული ტექნიკა