ერისთავი, რაფიელ, 1824-1901

რჩეული ლექსები და იგავ-არაკები / რაფიელ ერისთავი ; წინასიტყვ. ავტ. შალვა რადიანი. - თბილისი : საბლიტგამი, 1940. - 167 გვ. - სასკოლო ბიბლიოთეკა .

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1941. 15/IV. 1. ბევრი სიტყვები არ არის ახსნილი. 2. შეცდომა: 63, 117, 78. 3. ბაჩანა და რ. ერისთ., გვ. 109.“
გვ. 11. ლექსის ბოლო სტროფი მოხაზულია და აღნიშნული კითხვის ნიშნით. იქვე მინაწერი: „აკლია“.
გვ. 25. ხაზგასმულია სარითმო სიტყვები: „ნაჭრები“ – „გამონაჭრების“ და მიწერილია: „ასონანსი“.
გვ. 43. ლექსში „ღვინის ძალა“ ხაზგასმულია სიტყვა: „ხეიბარი“. ლექსის ბოლოს მიწერილია: „დასახიჩრებული, „კალეკა“, (რუს.). ი. გრ.“
გვ. 76. ლექსში „გაზაფხულდა“ ხაზგასმულია: „აჩქარის“. აღნიშნულია კითხვის ნიშნით და მიწერილია: „ბალახი“.
გვ. 78. სქოლიოში მოხაზულია: „ხარიპარია – საღამოს ვარსკვლავია“ და მიწერილია: „დილის ვარსკვლავია (იხ. „ირემი“ (ოვანეს თუმ.)“.
გვ. 117. სქოლიოში ხაზგასმულია: „მღილი-ჩრდილი“ და მიწერილია: „შეცდომაა: მღილი – ჭია-ღუა. მატლი. ი. გრ.“
წიგნში დევს ფურცელი, რომელზედაც წერია: „ბულბულის ყეფა. რ. ერისთავი: „ბულბულნი ჰყეფენ უწყალოდ,
ვარდების ბუჩქზე ბნდებიან“. (რ. ერისთავი. ლექსი „მაისი“)“.


ქართული პოეზია

821.353.1-1