სარკინიგზო ვაგონების სიჩქარის მარეგულირებელი მოწყობილობა = Device Regulating the Speed of Railway Vans : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1213 B : (51) B 61 K 7/02 (IPC, 2006) / ნიკოლოზ მღებრიშვილი, დავით თავხელიძე, ალექსანდრე ბიჩინაშვილი, თენგიზ ნადირაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 11 10 №14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; . ფიგურა: 3.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება სარკინიგზო ტრანსპორტს და შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ვაგონების ან ვაგონთა ჯგუფების _ მოხსნილობების სიჩქარის
სარეგულირებლად დამახარისხებელ სადგურებზე, მათი მახარისხებელი გორაკიდან
დაშვების დროს.
გამოგოგნების ტექნიკური შედეგია მოხსნილობების სიჩქარის მარეგულირებელი
(ამაჩქარებელი და დამამუხრუჭებელი) მოწყობილობის კონსტრუქციის
გამარტივება და ვაგონების მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა.
სარკინიგზო ვაგონების სიჩქარის მარეგულირებელი მოწყობილობა, შეიცავს
ვაგონის თვლის ნაწიბურთან 36 მაკონტაქტებელ სპირალურ წიბოიან 2
მბრუნავ ცილინდრს 3, დაყენებულს რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ და დაკავშირებულს
ამძრავთან კარდანის ლილვით 28, ხოლო სპირალური წიბო
დაყოფილია მოძრავ და უძრავ ნაწილებად, ამასთან, მოძრავი ნაწილები 5 განლაგებულია
ღარის თავზე, რომელიც შესრულებულია ცილინდრზე სპირალური
წიბოს დასაწყისიდან ხვიის ბიჯნახევრის სიგრძეზე და კიდით დასმულია
ცილინდრთან დაკავშირებულ ღერძზე 7 შემობრუნების შესაძლებლობით,
ხოლო მეორე მოპირდაპირე კიდესა და მასთან შეუღლებულ უძრავ
სპირალურ წიბოს კიდეს გააჩნიათ ურთიერთშესაბამისი ფიგურული ამონაჭრები
8, ამასთან, ღარში მოთავსებულია გორგოლაჭით 13 დაბოლოებული ძელი
11, რომელიც ბარბაცებით 10 დაკავშირებულია მოძრავ სპირალურ წიბოებთან
5, ხოლო გორგოლაჭი 13 მოთავსებულია ცილინდრის ღერძზე ღარის მხრიდან
ბრუნვის შესაძლებლობით დაყენებულ და ნახევარქუროთი 17 დაბოლოებულ
მუშტას 14 ღარში 15, ამასთან, ნახევარქუროს გააჩნია მოდების შესაძლებლობა
ცილინდრის ღერძზე გასრიალებისა და ბრუნვის შესაძლებლობის მქონე
მეორე ნახევარქუროსთან 18, რომელზეც დამაგრებულია მუშტას შემოსაბრუნებელ
მექანიზმთან 21 ბარბაცას 20 საშუალებით დაკავშირებული და-
1213
ზამბარებული ბერკეტი 19, ხოლო მუშტას შემოსაბრუნებელი მექანიზმი 21 და
დაზამბარებული ბერკეტი 19 დაკავშირებულია ბარბაცასთან 20 სფერული კინემატიკური
წყვილებით.


1213 ge B 1997-11-10 published Sakpatenti

რკინიგზა ტრანსპორტი ვაგონი სიჩქარე